რატომ არ შეიძლება დალევა ჭამის დროს და შემდეგ

0
1037

დღეს Girl.ge-ის რედაქციამ სცადა იმის გარკვევა, თუ რატომ არ შეიძლება ჭამის დასრულებისთანავე არც ყავის, არც ჩაის დალევა. ამისთვის თქვენც არაერთხელ მოგიკრავთ ყური.

შეიძლება თუ არა ჭამის დროს ან შემდეგ ყავის დალევა-დილაობით ბუტერბროდი და ყავა ბევრისთვის ჩვეულებრივი საუზმეა. აღმოჩნდა, რომ ხსნადი ან ნალექციანი ყავის დალევა, ბუტერბროდთან ერთად, კუჭისთვის ყველაზე დიდი სტრესია. კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, უზმოზე განსაკუთრებით მავნეა.დაფქული ყავა იმითაცაა მავნე, რომ კუჭში ხვდება ნალექი, რომელიც მას აღიზიანებს. თავს რომ არ ავნოთ, ყავა ერთჯერად ფილტრებში უნდა გაატაროთ.თუმცა, კუჭს ყველაზე მეტად ვნებს ქლოროგენული მჟავები, რომლებსაც კოფეინის შემცველი სასმლის ნებისმიერი ვარიანტი შეიცავს. სწორედ ისინი აღიზიანებს კუჭს იმდენად, რომ გულძმარვამდე, გასტრიტამდე და წყლულამდე მივყავართ.ამიტომ, ყავა საუზმიდან 30-40 წუთის შემდეგ უნდა მიირთვათ.

რომელ ყავას მივანიჭოთ უპირატესობა?-სპეციალისტები ჭამიდან 1 საათში გვირჩევენ ესპრესოს დალევას, ცოტაოდენი რძით. რძე ამცირებს კოფეინის ზეგავლენას საკვების მომნელებელ სისტემაზე.თუ უკოფეინო ყავის დალევას დაიწყებთ იმ მიზნით, რომ ის უფრო სასარგებლოა, ეს დიდი შეცდომა იქნება. ისიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას. გავლენებს შორის დიდ სხვაობებს ვერ იპოვით. საუკეთესო ვარიანტია ესპრესო 1 კოვზ რძესთან ერთად, ჭამიდან 45-60 წუთის შემდეგ.

შეიძლება თუ არა ჩაის დალევა ჭამის შემდეგ?-არც ჩაის დალევა შეიძლება ჭამის დასრულებისთანავე. საკვებთან ზემოქმედების დროს, იგი ართულებს ან სრულად აჩერებს იმ პროდუქტის დაშლისა და ათვისების პროცესებს, რომელიც დააყოლეთ. შედეგად, საკვები ნაწლავებში კავდება და იწყება მისი დადუღება. დუღილის პროცესი კი გაზების წარმოქმნასა და მეტეორიზმს გამოიწვევს.თუმცა, უსიამოვნებები ამით არ მთავრდება: მოუნელებელი საკვები იწყებს ლპობას და წამლავს მთელ ორგანიზმს, ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს აყენებს.არსებობს გამონაკლისი: თუ ცხიმიანი ცხვრის ხორცის კერძს მიირთმევთ, ცხელი ჩაის დაყოლება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხვირს ქონი (საქონლისა და ღორისგან განსხვავებით) გამაგრდება და კნტ-ს გამავლობას შეავიწროვებს, რითაც ხელს შეუშლის საკვების ნორმალურად მონელებას, ავნებს ორგანიზმს უფრო მეტად, ვიდრე ჩაის დალევა ჭამის შემდეგ.

საშინელი შედეგები-ხშირად ვხედავთ, როგორ აყოლებენ ახალგაზრდები ფასტფუდს ჩაის ან ყავას. მავნე პროდუქტის ცხიმიანი “კონსტრუქცია” ისედაც ვნებს ორგანიზმსა და კუჭქვეშა ჯირკვალს, კოფეინი კი ასმაგად აძლიერებს ამ მავნე ეფექტს.კანადელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა მოხალისეთა ორ ჯგუფზე. ერთ-ერთი მათგანი უბრალოდ ფასტფუდს ჭამდა, მეორე – მას ყავას აყოლებდა.

შედეგი გამაოგნებელი იყო:

  • პირველი ჯგუფის წევრებს სისხლში შაქრის დონე 30%-ით გაეზარდათ;
  • მეორე ჯგუფის წევრებს კი შაქარი 60%-ით “აუფრინდათ”.

ეს უკანასკნელი შედეგი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მაჩვენებელია. შაქარს ყველაზე მეტად ამაღლებს პაკეტის ყავები, ანუ “3 1-ში”, აგრეთვე, შაქრიანი ყავა. თანაც, შაქრის მაღალი დონე რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება და ვნებს სისხლის ხარისხს.ყინულიანი ან ნებისმიერი სხვა ზედმეტად ცივი სასმელი საერთოდ არ უნდა დალიოთ. ეს მარტივად აიხსნება: თუ საკვები ოთახის ტემპერატურაზე უფრო ცივია, მოუნელებელი საკვები, შეუჩერებლად, ნაწლავებისკენ გაიკვლევს გზას. შედეგად, ტვინამდე არ მივა სიგნალი იმის შესახებ, რომ ადამიანმა საწვავი მიიღო, კუჭი ისევ ითხოვს საკვებს. ცხელი სასმელიც მავნეა მთელი მომნელებელი სისტემისთვის.

წყალზე რაღას ვიტყვით?-წყლის სარგებლობის შესახებ იმდენი რამე თქმულა, რომ ადამიანების აზრით, მისი დალევა ნებისმიერ დროს შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ჭამის დასრულებისთანავე არც წყლის დალევაა რეკომენდებული.წყალი საკვების მიღებამდე უნდა დალიოთ. ასე წყალი ჩარეცხავს კუჭის კედლებს, მოაშორებს ლორწოსა და “გადამუშავებულ” კუჭის წვენს, ხელს შეუწყობს ახალი, უფრო ეფექტური წვენის გამოყოფას.მაშ ასე, გასტროენტეროლოგების რჩევით, წყალი საკვების მიღებიდან არანაკლებ 20-25 წუთის შემდეგ უნდა დალიოთ. ასე მომნელებელი პროცესები სწორად წარიმართება და ახალი წვენიც საკვებს უკეთ დაშლის.აგრეთვე, წყლის დალევა იმიტომაც არ შეიძლება, რომ საკვების დაშლა მისი პირში ჩადების მომენტიდან, ნერწყვით იწყება. სითხის მიღების დროს კი ვრეცხავთ ნერწყვს და ხელს ვუშლით პროდუქტის ბუნებრივად დაშლას. საბოლოოდ, კუჭს “შეუმზადებელი” საკვების დაშლა უწევს და ამისთვის მეტ ძალასა და ფერმენტს მოიხმარს.სამეცნიერო ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ ცივი სასმელი კუჭიდან საკვებს ნაწლავებისკენ უბიძგებს. კუჭში 4-5-საათიანი მონელების ნორმალური პროცესი 20 წუთამდე მცირდება. შედეგად, ადამიანი ვერ იღებს ვერც ერთ სასარგებლო ნივთიერებას.