თერაპევტი გვიყვება, თუ რაზე მიანიშნებს სხვადასხვა გემო პირის ღრუში

0
832
Human tongue basic taste areas. Smack map in mouth sweet, salty, sour, bitter and umami vector diagram isolated on white background. Illustration of localization sense sugary zone

თუ პირის ღრუში სხვადასხვა, მაგალითად, მეტალის, მარილის, ტკბილ, იოდის, სისხლის ან აცეტონის გემოს შეიგრძნობთ, ეს კონკრეტულ დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს. Girl.ge-ის რედაქცია დღეს ამ საინტერესო თემას განიხილავს.

როგორ დავსვათ დიაგნოზი პირში გემოს მიხედვით

თუ პირის ღრუში ყოველდღიურად გაწუხებთ გარკვეული გემო, თავადაც შეგიძლიათ იმის გაგება, თუ ორგანიზმის რომელ ნაწილს აქვს პრობლემები. დამოუკიდებელი დიაგნოსტიკითაც კი შეიძლება სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკა, რადგან ეს ექიმთან წასვლის საბაბად იქცევა.

მწკლარტე გემო

ადამიანთა უმეტესობა, ხშირად, სწორედ ასეთ გემოს გრძნობს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენში ბევრია ცხიმიანი, შემწვარი და მავნე საკვების მოყვარულები. თუ რაციონს შეცვლით, გემო გაქრება. თუმცა, მისი გამოწვევა მხოლოდ არასწორ საკვებს კი არა, ანტიბიოტიკებისა და ალერგიის საწინააღმდეგო აბების მიღებასაც შეუძლია. ენის სიმწარე აწუხებთ მათაც, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს.

ეს არ უნდა გამშვიდებდეთ. თირკმლის, ნაღვლის ბუშტის, ნაღველგამომყოფი გზების დაავადებები, ნაღვლის ბუშტში კენჭები და ხანგრძლივი ქოლეცისტიტიც იწვევს მწკლარტე გემოს პირის ღრუში. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშ, ხშირია გულისრევა და ღებინებაც.

მოტკბო გემო

მოტკბო გემოც შეიძლება დაავადებაზე მიუთითებდეს. თუ სიტკბოს ყოველდღე გრძნობთ, ეს უკვე სერიოზული ამბავია. მას შეიძლება იწვევდეს

  • შაქრიანი დიაბეტი. ამ დაავადების დროს ირღვევა ინსულინის გამომუშავება და იწყება შაქრის დაგროვება სისხლსა და ლიმფაში, აღწევს ნერწყვში და ატკბობს მას;
  • თუ დილის უსიამოვნო გემოს გულძმარვაც ახლავს, შეამოწმეთ კუჭქვეშა ჯირკვალი. შესაძლოა, პანკრეატიტს ჰქონდეს ადგილი!
  • სტრესი, აღელვება, ვირუსული ინფექციები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები, სტომატოლოგიური დაავადებები, რომლებსაც სინეჩირქოვანი ჩხირი იწვევს (იგი გამოყოფს ტკბილ ნივთიერებას).
  • ცოტა ხნის წინ მოწევაზე უარის თქმა.

მარილიანი, მჟავე გემო

მჟავა და გულძმარვა ფეხმძიმობის დროს ხშირი მოვლენაა. თუმცა, ასეთივე პრობლემა აქვთ მათ, ვინც ღამით მიირთმევს საკვებს. მუდმივი მჟავიანობა კნტ-ს დაავადებებს, გასტრიტს ან წყლულს, კარიესს, გინგივიტსა და პაროდონტიტს გამოიწვევს.

აი, მარილიანი გემო კი ორგანიზმში სითხის უკმარისობაზე მიუთითებს. მიიღეთ დღეში 1.5-2 ლ წყალი და მარილის გემოც გაქრება.

უფრო სერიოზული მიზეზები:

  1. საყლაპავში სოკო ან ინფექცია, სინუსიტის სახით.
  2. სანერწყვე ჯირკვლებში სტრეფტოკოკების, სტაფილოკოკების, პნევმოკოკების მოხვედრა. ამ დროს სტომატოლოგს უნდა მიმართოთ!

მეტალის გემო

მეტალილს გემო შემდეგი მიზეზებით უნდა იყოს გამოწვეული:

  • თუ მეტალის კბილები, პროთეზი ან ბრეკეტები გაქვთ, აუცილებლად იგრძნობთ მათ გემოს, სანამ არ შეეგუებით;
  • სტომატოლოგიური დაავადებები: სტომატიტი, გლოსიტი, გინგივიტი, ღრძილების სისხლდენის თანხლებით;
  • ორგანიზმში რკინის სიჭარბე. თუ ადამიანი ცხარე საკვებს იღებს, მუდმივად სვამს მინერალურ ან ონკანის გაუფილტრავ წყალს;
  • რკინის გემო ფეხმძიმობის სიმპტომიცაა;
  • რკინის გემოს შეიგრძნობთ, თუ საკვებს ალუმინის ან თუჯის ჭურჭელში ამზადებთ;
  • მრავალი პრეპარატის მიღებას შეუძლია მეტალის გემოს გაჩენა პირის ღრუში;
  • მუშაობა მავნე საამქროში, რომელშიც ვერცხლისწყლის ან სპილენძის ორთქლია;
  • დიაბეტი, ვიტამინ B6-ის დეფიციტი, ანემია, კნტ-ს დაავადებები;
  • ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის დაავადებები.

სხვა გემოები

აი, აცეტონის გემო კი შაქრიანი დიაბეტის განვითარების ნიშანია. აგრეთვე, არსებობს ეჭვი ონკოგენურ პროცესებზეც.

იოდის გემოს შეიძლება წარმოქმნიდეს:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • კნტ-ს მუშაობის დარღვევა;
  • ღვიძლისა და თირკმლების დაავადებები;
  • საოფლე ჯირკვლების გაუმართავი მუშაობა;
  • კბილის მინანქრის ან ბჟენების დაშლა;
  • იოდზე ალერგია.

ჯანმრთელობისთვის საშიშია სისხლის მუდმივი გემო. ეს შეიძლება მიუთითებდეს ანემიაზე, პირის ღრუს, ნაღვლის ბუშტის, ორლ-ორგანოების დაავადებებზე, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებზე.

თუ პირის ღრუში არსებულ დისკომფორტს მუდმივი წყურვილიც ერთვის თან, ეს ყველაფერი შაქრიანი დიაბეტის წინამორბედია.

ფეხმძიმობაც ტოვებს პირში სისხლის გემოს. მოზარდებს, ჰორმონული გარდატეხის პერიოდში, ასეთი პრობლემა ხშირად აწუხებთ.

თუ სისხლის გემო პირში დახველების შემდეგ გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს ისეთი სერიოზული დაავადებების სიმპტომია, როგორებიცაა პნევმონია, ბრონქიტი, ტუბერკულოზი, ფილტვების კიბო.

თუ ხველას სისხლის გემო და სისხლიანი ლორწოც კი მოჰყვება, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია!