
შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში, ნიორს ყველაზე მძლავრი სამკურნალო ძალა აქვს. ნუ გაუშვებთ ამ პერიოდს ხელიდან, დაიწყეთ მისი დაუჯერებელი თვისებების გამოყენება უახლოეს მომავალში. რაში ეხმარება ნიორი ორგანიზმს? Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ რეცეპტებს წნევის, პარაზიტების, გაციებისა და სხვა მრავალი დაავადების დროს.
ნივრის რძის სასარგებლო თვისებები
ძველ დროში, ეს ბოსტნეული, რძესთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობა. ჩვენმა წინაპრებმა, რომლებსაც აბები სიცოცხლეში არ ენახათ, იცოდნენ ხალხური საშუალებებით მკურნალობის ფასი.
ნივრიანი რძის სარგებლობის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე ტიბეტიდან მოაღწია. ესეც მისი ძირითადი სასარგებლო თვისებები:
- აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვების კედლებს;
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და არტერიულ წნევას;
- ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე დაგროვებები;
- არეგულირებს ნერვულ მდგომარეობასა და ძილს;
- კურნავს ნებისმიერი სახის გაციებას;
- ათხელებს ლორწოს და გამოაქვს იგი სასუნთქი გზებიდან;
- აუმჯობესებს მდგომარეობას ბრონქიტის დროს;
- აძლიერებს მამაკაცურ ძალას;
- აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს;
- ხელს უშლის სიმსივნისა და წანაზარდების გაჩენას;
- გვაშორებს პარაზიტებს;
- ებრძვის ცხიმოვან დაგროვებებს.
სანამ სამკურნალო სასმლის მომზადებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ მის მიმართ უკუჩვენება არ გაქვთ:
- კნტ-სა და ღვიძლის დაავადებები, გამწვავებულ ფაზაში;
- დაბალი წნევა;
- თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები;
- არითმია;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- დიაბეტი;
- ფეხმძიმობა და ლაქტაცია.
მარადიული ახალგაზრდობის ტიბეტური რეცეპტი
ნივრის სპირტიანი ნაყენის შესახებ ვისაუბრებთ. ტიბეტელმა ბერმა, რომელიც ეს რეცეპტი შეიმუშავა, სასმელს “სიცოცხლის ელექსირი” უწოდა.
გაეროს ხელმძღვანელობით, ნაყენი კვლევებს დაუქვემდებარეს. შედეგად, გაჩნდა სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ სასმელს დაუჯერებელი სამკურნალო ძალა აქვს.
ელექსირის მომზადება მხოლოდ მზარდი მთვარის ფაზაში უნდა დაიწყოთ. რეცეპტი ასეთია:
- აიღეთ 200 გ დაქუცმაცებული ნიორი, ჩაყარეთ ქილაში.
- დაასხით 200 მლ სპირტი, დაახურეთ ჭურჭელს თავი და დააყენეთ ბნელ ადგილას 10 დღით.
- გადაწურეთ, გადაასხით სხვა ქილაში და კიდევ 3 დღით დააყენეთ.
მიღების ტიბეტური სქემა
ნაყენი უნდა მიიღოთ 50 მლ რძესთან ერთად, მასში უნდა ჩააწვეთოთ ნაყენი, სპეციალური სქემის მიხედვით. კურსი 11-დღიანია. პირველი დღის საუზმეზე, 50 მლ რძეს 1, სადილზე – 2, ხოლო ვახშამზე – 3 წვეთი ნაყენი უნდა დაუმატოთ. გაზარდეთ ეს დოზა ყოველდღე თითო წვეთით (ანუ, მეორე დღის საუზმეზე 4, სადილზე – 5, ვახშამზე კი 6 წვეთი), როცა 15 წვეთს მიაღწევთ (მეექვსე დღეს), საუზმეზე დაუმატეთ რძეს 15 წვეთი, სადილზე უკვე 14, ვახშამზე კი 13, შეამცირეთ დოზა თითო წვეთით. მეათე დღის ვახშამზე მხოლოდ 1 წვეთი ნაყენი დაგრჩებათ. მეთერთმეტე დღეს მიიღეთ სამივე ჯერზე 25-25 წვეთი ნაყენი.
დაავადებების მკურნალობა
თრომბის დარტყმა რომ არ გემუქრებოდეთ, პირველ რიგში, საჭიროა სისხლძარღვების წმენდა კოლტებისგან.
რეცეპტი:
- 250 მლ რძე;
- 5 კბილი ნიორი;
- 1 ს.კ. კურკუმა;
- 1 მწიკვი შავი პილპილი;
- 1 ს.კ. თაფლი.
მომზადება
- დაუმატეთ რძეს დანაყული ნივრის კბილები, მოხარშეთ დარბილებამდე.
- შეურიეთ კურკუმა პილპილს და ჩაყარეთ ნარევი შეგრილებულ სასმელში.
- რძე გადაწურეთ, ბოლოს დაუმატეთ თაფლი და მიირთვით. გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში. 1 თვის შემდეგ კურსის ხელახლა გავლა შეგიძლიათ.
ჰიპერტონიის დროს
წნევის დასაწევად, 1 ჭიქა რძეში მოათავსეთ 5 დანაყული კბილი, დააყენეთ 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე და მიირთვით დღის განმავლობაში. კურსი – 7 დღე. შეისვენეთ 3 დღით და გაიმეორეთ.
ხველის დროს
სისველის სწრაფად მოშორებისთვის, ხველის ჩაცხრობისთვის, მოამზადეთ ანტიბაქტერიული საშუალება.
ინგრედიენტები:
- 250 მლ რძე;
- 4 კბილი ნიორი;
- 2 ჩ.კ. თაფლი;
- 0.5 ჩ.კ. კარაქი.
მომზადება და გამოყენება
აადუღეთ და თბილ მდგომარეობამდე გააგრილეთ რძე. შეურიეთ ყველა დანარჩენი კომპონენტი და მიირთვით დილა-საღამოს.
პარაზიტების წინააღმდეგ
1 ჭიქა რძეში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი, დადგით ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გააგრილეთ და დაუმატეთ თაფლი. მიიღეთ უზმოზე 7 დღის განმავლობაში.