
მშრალი კოჟრები მტკივნეული წანაზარდებია, რომლებიც ნორმალურად სიარულსა და ცხოვრებაში ხელს გვიშლის. Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხალხური მკურნალების მეთოდების, როგორ მოიშოროთ კოჟრები სწრაფად, რით და როგორ უმკურნალოთ მშრალ კოჟრებს ფეხებზე.
როგორ ჩნდება მშრალი კოჟრები ფეხებზე
ფეხებზე ახალ წამონაზარდებს ხშირად ნახეთქებს უწოდებენ. ისინი კანის ხანგრძლივი ხეხვის ან ტერფებზე ზეწოლისას ჩნდება. მთავარია, რომ გადამდები არაა, მაგრამ თავად ადამიანს პრობლემას უქმნის.
ფეხებზე კოჟრების გაჩენის უამრავი მიზეზი არსებობს, დაწყებული ვიწრო ფეხსაცმლის ტარებით და არასწორი დგომით და სხვადასხვა დაავადებით დამთავრებული. ხშირად სპორტი და ხშირი სირბილიც ტერფების და თითების დახეთქვას იწვევს. ქალებსაც, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამენ, ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ.
როგორ მოვიშოროთ კოჟრები
ყველაზე მტკივნეული ახალწანაზარდი ფეხის თითებს შორის წარმოიქმნება. რთულია ფეხსაცმლის შერჩევა, სიარული, ვარჯიში. გამოდის, უნდა მოიშოროთ.
აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ კრემი Evo შარდოვანით. მას დღეში ერთხელ პრობლემის სრულად გაქრობამდე ისვამენ. კოჟრების საწინააღმდეგო სუპერ საშუალება 2–3 საათით წაისვით.
რეკომენდებულია, მალამო ნემაზოლი 2 დღით აპლიკაციის სახით კონკრეტულად კოჟრებზე წაისვათ:
- პლასტირში კოჟრის ზომა ნახვრეტი ამოჭერით.
- დაამაგრეთ, ჯანმრთელი კანი დაფარეთ.
- პრობლემურ ნაწილზე კრემი წაისვით, ზემოდან მეორე პლასტირი დაიკარით.
პლასტირი სალიპოდი კარგ საშუალებად ითვლება. თუ ნეკა თითზე გასქელება გამოჩნდა, ეს პლასტირი არა მხოლოდ გიშველით, არამედ ფეხსაცმლის ზეწოლისგან დაგიცავთ.
პლასტირი ფეხის დაორთქვლის შემდეგ დაიკარით. აბაზანას 2 ს/კ სოდა დაუმატეთ, რომ კოჟრები უკეთ დარბილდეს. 1 დღეში კოჟრები მაკრატლით მოჭერით და პლასტირი კიდევ ერთხელ დაიკარით.
პრეპარატები „სტოპ–მაზოლი“, „ვიტაონი“ გამოგადგებათ, თუ ღერძი ჯერ კიდევ კანში ღრმად არის შეღწეული.
თუ მალამოებით მკურნალობა ეფექტური არაა, მტკივნეული შეგრძნებები გაიზარდა, მის მოშორებას მხოლოდ აპარატული მეთოდით შეძლებთ. ერთ–ერთი მათგანია სპეციალური საბურღით გაბურღვა.
თუ კოჟრს მაგარი ღერძი აქვს, ლაზერი გამოიყენება. 1–2 პროცედურაში კოჟრებს მოიშორებთ. გარეგანი ან ღერძული კოჟრი თხევადი აზოტით კარგად შორდება.
ხალხური მკურნალების რეკომენდაციები
ყველას არ შეუძლია აპარატული პროცედურების გამოყენება, ამიტომ ხალხური მკურნალები ხალხურ საშუალებებს გთავაზობენ.
პირადი გამოცდილებით გიამბობთ, რომ მეგობარმა კოჟრების პრობლემა გამომცხვარი ხახვით ეფექტურად მოიშორა. ხახვი ღუმელში დარბილებამდე გამაოცხო და კოჟრებზე დაიდო. 3 დღე ზედიზედ იმეორებდა.
ასეთივე ეფექტი ნიორს აქვს. ნიორი ღუმელში გამოაცხვეთ, ვაზელინი ან კარაქი აურიეთ და კოჟრებზე წაისვით, 2–3 საათით გაიჩერეთ. 2–3 საათში მალამო მოიშორეთ. 1–2 დღეში გაიმეორეთ.
ძმრით და ნივრით სამკურნალო კვერები გააკეთეთ:
- 1 კბილი ნიორი გახეხეთ და 0,5 ჩ/კ ძმრის ესენცია დაუმატეთ.
- ამ ნარევს იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ ცომი მოზილოთ.
- პლასტირის ფირფიტაში კოჟრის ზომა ნახვრეტი გამოჭერით და დაიმაგრეთ. ამ ნახვრეტში კვერი მოათავსეთ.
- ბინტით შეიხვიეთ და პლასტირით დაიფიქსირეთ.
- 3 დღე ატარეთ. ხშირად ერთი პროცედურა საკმარისია, რომ კოჟრები ღერძთან ერთად გამოვიდეს.
ქუსლებზე ღერძული კოჟრების მოშორებას უძველესი რეცეპტით შეძლებთ: შავი პურის რბილობი კარგად დაამარილეთ, შემდეგ პრობლემურ ადგილას დაიდეთ და დილამდე გაიჩერეთ. ასეთი პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
კარტოფილი ყოველთვის სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. აი, კოჟრებთან ბრძოლაში კომპრესის სახით გამოიყენება.
- გარეცხილი კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- მარლაში გაახვიეთ.
- კოჟრებზე დაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. ასეთი პროცედურა 2–3 ღამე ზედიზედ გაიმეორეთ.
- დარბილებული კოჟრები მაკრატლით მოჭერით.
- სრულად მოსაშორებლად პინცეტი გამოიყენეთ.
ალოე შეგიძლიათ კოჟრებზე სრულ გაქრობამდე წაისვათ. გულყვითელას, ოროვანდის და ჭინჭრის დაქუცმაცებული ფოთლები პრობლემურ ადგილას შეიხვიეთ და პრობლემას მოიშორებთ.
კლასიკური რეცეპტი – დღეში რამდენჯერმე ქრისტესისხლას წვენი კოჟრებზე წაისვით.
ტერფებსა და თითებზე კოჟრებს მარტივად უმკლავდება ლიმონის ქერქიც: თავდაპირველად ფეხი დაიორთქლეთ, წყალში სოდა დაამატეთ, შემდეგ ციტრუსის ქერქი ყვითელი მხრიდან დაიდეთ და 2 დღე გაიჩერეთ.
კიდევ უფრო მეტი ხალხური რეცეპტები
- კარტოფილი და ხახვი გახეხეთ, ალოეს წვენი დაუმატეთ. მარლაში გაახვიეთ, კოჟრებზე დაიდეთ და 1 დღე გაიჩერეთ.
- მჟავე პომიდორი კოჟრებზე ყოველდღე დაიდეთ.
- პურის გული და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და კოჟრებზე ერთი დღე გაიჩერეთ.
იპოვეთ თქვენი მეთოდი, თუ როგორ და რით მოიშოროთ მშრალი კოჟრები ფეხებზე, რომ სიარულის და ვარჯიშის დროს ტკივილმა არ შეგაწუხოთ.