დაფნის ფოთოლის ჯადოქრობა გასახდომად

0
1338

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და დალიოთ ცხიმის მწველი დაფნის სასმელი ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

დაფნის ფოთოლი წონაში დასაკლებად

დაფნის ფოთოლის თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გვაოცებს. დღესაც კი მისი ჯადოსნური შესაძლებლობები ბოლომდე შესწავლილი არაა.

ახლახანს დაფნის ფოთოლის გასახდომი უნარი აღმოაჩინეს.

ექსპერიმენტების ჩატარებით დიეტოლოგები დარწმუნდნენ, რომ დაფნა ჭარბ წონას ნამდვილად ებრძვის. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ თვეობით შიმშილი და ვარჯიში არ მოგიწევთ. საკმარისია, 3-5 დღის განმავლობაში დაფნის ნახარში დალიოთ.

რის ხარჯზე ხდება დაკლება? ექიმების მოსაზრებით, დაფნა მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს:

  • საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, გახდომას ხელს უწყობს;
  • სისხლძარღვებს წმენდს, გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს;
  • სითხეს გამოდევნის, შეშუპებას ამცირებს;
  • მთელი ორგანიზმის ტონუსს ზრდის, გადაღლილობას უმკლავდება;
  • მარილებს გამოდევნის;
  • სოკოს და ინფექციებს ებრძვის;

დაფნის ფოთოლი შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო, ამიტომ მხოლოდ ახალი, სუფთა ფოთლები გამოიყენეთ. მათში ბევრი ვიტამინია. ასევე მომზადების დროს პროპორციები დაიცავით.

რაშია დაფნის ფოთლის სარგებელი გასახდომად? დაფნა მიღებული მავნე პროდუქტებიდან დაგროვებულ ტოქსინებს გამოდევნის.

ბევრი მავნე პროდუქტის მიღებით ორგანიზში იმდენი მარილი გროვდება, რომ ეს ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

ჭარბი მარილი სითხის დისბალანსს იწვევს, ხოლო წყლის შეკავება – შეშუპებას და ჭარბ წონას.

ამ შემთხვევაში დაფნის ფოთოლი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც შეშუპებას ებრძვის. შარდმდენი ეფექტის წყალობით სითხის გამოდევნას და დაკლებას ხელს უწყობს.

დაფნა უმოკლეს ვადაში ორგანიზმიდან 3-4 ლ ჭარბ სითხეს გამოდევნის. ჭარბ წყალთან ერთად უსარგებლო წიდებს, ტოქსინებს გამოდევნის. შემდეგ დაფნა ცხიმოვან დაგროვებას ებრძვის, მეტაბოლიზმს აჩქარებს. გარდა ამისა, ნახარში კანს წმენდს, მას ბუნებრივ ბზინვარებას და სისუფთავეს მატებს.

სანამ ამ მეთოდის გამოყენებას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, თუ ვისთვის არ შეიძლება დაფნის ნახარში.

უკუჩვენებები:

  • ალერგია
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • თირკმლების, ღვიძლის, საშარდე გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მწვავე სტადია
  • შაქრიანი დიაბეტი

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გახდომის მსურველთათვის

ნახარშმა დიდი სარგებელი რომ მოგიტანოთ და ფოთლებმა მთელი სასარგებლო ნივთიერებები რომ შეინარჩუნოს, სწორად უნდა მოამზადოთ.

შეგახსენებთ, რომ დაფნის ფოთლებში აღმოჩენილია:

  • მიკროელემენტები და A, B, C, PP ჯგუფის ვიტამინები
  • ომეგა 3, ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები
  • გაჯერებული, მონო, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები

ნახარშის მიღებისას კვება შეზღუდეთ. ცხიმიანი, შემწვარი და მავნე საკვები დაივიწყეთ, დღეში 2 ლ წყალი დალიეთ. შეგიძლიათ მწვანე ჩაი დალიოთ.

ზედმეტი არ მოგივიდეთ, დაფნა შხამიანია, თუ ნორმას და გამოყენების ვადას უგულებელყოფთ.

ნახარშის მომზადების უმარტივესი რეცეპტი: 3 დიდ ფოთოლს 1 ჭიქა წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ 5 წუთით ხარშეთ.

როგორ დავლიოთ? რამდენიმე ყლუპებით, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.

უფრო კონცენტრირებული ნაყენი: საღამოს 30 დაფნის ფოთოლს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დილით გადაწურეთ, ჭამამდე მიიღეთ. დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2 ჭიქა.

საგრძნობი ეფექტის მისაღებად ნაყენი და ნახარში დანამატებით მოამზადეთ. თაფლი კარგი იდეაა. ასე უფრო მეტ სარგებელს იგრძნობთ და დანაყრდებით.

ძლიერი შარდმდენი ეფექტის მისაღებად და ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად დარიჩინი დაუმატეთ. დარიჩინი შესანიშნავ ცხიმისმწველ საშუალებად ითვლება.

რა უნდა გააკეთოთ: 5 ფოთოლს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 ჩ/კ ფხვნილი ან 2 ჩხირი დარიჩინი დაუმატეთ, თბილ ადგილას 3-4 საათით გააჩერეთ. დღეში რამდენჯერმე თითო ჭიქა დალიეთ.

ასეთი სასმელი შეგიძლიათ კოჭით ან მიხაკით მოამზადოთ, მაშინ გახდომის პროცესი დაჩქარდება.

მომზადება: 0,5 ცხელ წყალს 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 30 გრ კოჭა, 4 დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ 1 დღე დააყენეთ და დალიეთ, როგორც ჩაი.

რას ამბობენ წონაში დაკლების შემდეგ

შეფასებების წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ ცხიმისმწველი საშუალება შესანიშნავად მუშაობს. სამ განტვირთვის დღეში 2-3 კგ–ს მოიშორებთ!

ნაყენი არაყზე

დაფნის ფოთოლის ნაყენი ფეხის შეშუპებას მოგაშორებთ, სისხლძარღვებს გააძლიერებს, სახსრებს მარილებისგან გაწმენდს.

მომზადება:

  1. 7 დაფნის ფოთოლი დაფშვენით, 250 მლ არაყი ან კარგი სამაგონი დაასხით.
  2. 2 კვირა დააყენეთ.
  3. 15 მლ ნაყენი წყალში გაზავებული დღეში 3–ჯერ დალიეთ.
  4. მკურნალობის კურსი – 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

და ბოლოს: დაფნის ფოთოლის ჯადოქრობა გასახდომად ნამდვილად მუშაობს, საკუთარ თავზე გამოვცადე.