ბალახები, რომლებიც შეგიძლიათ ჩაის დაუმატოთ

0
1119

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ როდის და რომელი ბალახების ნაკრებს გვირჩევენ ხალხური მკურნალები ნერვების დასამშვიდებლად და რომელს სხვადასხვა დაავადებების დროს. გიამბობთ, როგორ შეადგინოთ ბალახების ნაკრები და რომელია ყველაზე სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

მცენარეები მწვანე ჩაის მოყვარულთათვის

მწვანე ჩაი ყველაზე სასარგებლო ჩაიდ ითვლება, ამიტომ ამ სასმელის მოყვარულთა რიცხვი იზრდება. ცხიმის წვის მისი თვისება დიდად ფასობს. ჭარბი წონის მქონე ქალები ცდილობენ, რომ მწვანე ჩაი დალიონ. დიეტოლოგებიც უპირატესობას ამ ელექსირს ანიჭებენ.

ვიტამინების და მიკროელემენტების დიდი შემცველობის წყალობით მწვანე სასმელი ნამდვილად ბუნებრივი ექიმია.

იმის მიუხედავად, რომ ორგანიზმისთვის მისი სარგებელი უდავოა, სასარგებლო თვისებების გაძლიერებას შეძლებთ ბუნების საჩუქრების დამატებით, როგორიცაა მდელოზე, ბოსტანში და ტყეში ამოსული ბალახები.

ბალახების მოხარშვამდე აუცილებლად უკუჩვენებები გაარკვიეთ:

  • ორსულობის დროს სამკურნალო მცენარეებზე უარი თქვით, განსაკუთრებით ჭინჭარზე, თავშავასა და ბეგქონდარაზე.
  • მაღალი არტერიული წნევის და პოტენციის პრობლემების დროს კრაზანას და ძირტკბილას მოხარშვა არ ღირს.
  • თირკმლის დაავადების დროს ბეგქონდარა სიტუაციას გაამწვავებს.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტში წყლულის დროს შავი ცირცელის სასმელების მიღება არ შეიძლება.

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, როგორიცაა ალერგია, თავბრუსხვევა, თავის ან კუჭის ტკივილი, პრობლემური ბალახის მიღება შეწყვიტეთ.

გაფრთხილება! ჩაი ერთი და იმავე მცენარით დიდხანს არ დალიოთ! კურსი – 3 კვირა, შემდეგ რეცეპტი შეცვალეთ.

პოპულარული მცენარეული დანამატები

მწვანე და შავ ჩაიში საუკეთესო დანამატად პიტნა ითვლება. პიტნა თავის ტკივილს ამცირებს, ნერვულ სისტემას არეგულირებს, ძილს აწესრიგებს, ნაწლავების შებერილობას აქრობს.

შემადგენლობა, სადაც შედის ასკილის კენკრა, პიტნა და მოცხარის ფოთლები, წლის ნებისმიერ დროს სასარგებლოა. თუ ბავშვის დაბადებისთვის ემზადებით, პიტნის მიღება რეკომენდებული არაა. ის ჩასახვას ხელს უშლის.

თუ შვილების ყოლა გსურთ, ჩაიში სალბი დაამატეთ. შეგიძლიათ უბრალოდ ერთი სალბი მოხარშოთ.

მწვანე ჩაი ექინაცეასთან ერთად სასარგებლოა. უბრალოდ ამ მცენარის ყვავილები ჩაის დაუმატეთ და გრიპის, სურდოს განვითარებას შეაფერხებთ. ამ ყვავილს საშარდე სისტემის ინფექციების, სტრეპტოკოკური და გინეკოლოგიური ინფექციების, როგორიცაა რძოვანა და სხვა სოკო, შეფერხება შეუძლია. თუ ანალიზებმა სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონე აჩვენა, ექინაცეა მოხარშეთ. მალე მას დაარეგულირებთ. თუ შფოთვა გაწუხებთ, ეს ყვავილი შფოთვას და დეპრესიას, ასევე სხვა უსიამოვნებებს მოგაშორებთ.

საუკეთესო ბალახები ჩაიში დასამატებლად

ხშირად ჩაის სამკურნალო ბალახებს უმატებენ. ასე სასიამოვნო დასალევიცაა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. უძველესი სასმელი თხაწართსალათი (ივან ჩაი) დიდი პოპულარულობით სარგებლობს. დღეს ბევრი მოყვარული ამ ბალახის ფერმენტაცითაა დაკავებული.

თხაწართსალა შეგიძლიათ ჩაის დაუმატოთ ან ცალკე მოხარშოთ. მას ნაზი გემოს და სამკურნალო თვისებების გამო აფასებენ. ნახარშით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, ქალის და კაცის დაავადებებს კურნავენ. პირველი ბალახია გულძმარვის, ნერვული სისტემის სამკურნალოდ. ძილის წინ ერთი ფინჯანის დალევისას უშფოთველი ძილი გარანტირებული გაქვთ.

გვირილა კიდევ ერთი სასარგებლო ყვავილია. რა თვისებები არ აქვს ამ მცენარეს: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელი და დამამშვიდებელი მოქმედება. მასში შედის C ვიტამინი, თუთია და კალიუმი.

გვირილათი სამკურნალო ნაკრებს ამზადებენ: გვირილა და პიტნა თანაბარი პროპორციით აიღეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, გააგრილეთ და თაფლი დაუმატეთ.

ცაცხვის ყვავილებიც პოპულარულია. მისი დალევა ხველის, მტკივნეული თირკმლების და შეშუპების დროს სასარგებლოა.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევის, მტკივნეული თვიურის დროს ცაცხვის ყვავილები დაგეხმარებათ. ის გინეკოლოგიურ პრობლემებს გააქრობს. კლიმაქსის დროს ცაცხვის ყვავილები მოხარშეთ, თუ გულის და სისხლძარღვების პრობლემები არ გაქვთ.

რეცეპტი: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ყვავილებს 1 ჭიქა წყალი დაასხით.

ცაცხვს არა მდუღარე, არამედ ოდნავ გაგრილებული წყალი დაასხით, შეფუთეთ და 15-20 წუთით დააყენეთ.

ბეგქონდარას ბევრი საკუთარ ნაკვეთზე ზრდის. მას ხველის და სურდოს დროს ხარშავენ. ბევრის დალევა არ ღირს. საკმარისია მწიკვი ბეგქონდარა შავ ჩაის გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატოთ.

საუკეთესო ბაღის მცენარეები არომატული ჩაისთვის

შავი მოცხარი

არაფერია უფრო არომატული, ვიდრე სასმელი შავი მოცხარის ფოთლებით. როგორც კი მცენარე ფოთლებით იფარება, გემრიელი სასმელის მოყვარულები ფერმენტაციას იწყებენ. ისინი გადაჭრილ ტოტებს არასდროს ყრიან. მისგან უგემრიელესი ბუნებრივი ელექსირი გამოდის.

ფერმენტაცია:

  1. ფოთლები ნაჭერზე გასაშრობად გაშალეთ. პროცესი 12 საათი გრძელდება.
  2. 10 ხმელი ფოთოლი ხელისგულებით ძლიერ გასრისეთ, დაახვიეთ.
  3. დახვეული ფოთლები წვრილად დაჭერით და კონტეინერში ჩაყარეთ.
  4. ნედლი მასალა ხელებით 20 წუთით აურიეთ, მიკრული გოროხები დააცალკევეთ.
  5. შემდეგ ფოთლები 9-10 სმ ფენად პლასტმასის ან ემალის კონტეინერში ჩააწყვეთ, ხელით ოდნავ ჩატუმბეთ.
  6. ჭურჭელს სველი ბამბის სალფეთქი დაახურეთ, ფერმენტაციისთვის სითბოში გააჩერეთ. დრო და დრო სალფეთქის სისველე შეამოწმეთ.
  7. ფერმენტაცია 8 საათი გრძელდება. დასრულების სიგნალი ძლიერი მოცხარის არომატია.
  8. მასალა საცხობ ტაფაზე 1 სმ ფენად დააწყვეთ. გააფხვიერეთ.
  9. 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში საცხობი ტაფა მოათავსეთ, კარი ოდნავ ღია დატოვეთ. 1,5 საათით აშრეთ. შემდეგ ტემპერატურა 50 გრადუსამდე დაწიეთ და გამოშრობამდე მიიყვანეთ. თუ ხელით შეხებისას ჩაი დაიფშვნება, მზადაა. ჩაი სელის ტომარაში გადაიტანეთ და ჰაერზე ბოლომდე გააშრეთ. მინის ქილებში შეინახეთ.

სასმელი შეშუპების, ანთების, სისხლდენის დროს დაგეხმარებათ, ასევე შარდმდენი საშუალებაა.

ბარამბო

ბარამბოთი დამამშვიდებელ ჩაის ამზადებენ, რადგან ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ბარამბო შრომისუნარიანობას ზრდის, სოკოს ებრძვის, ანთებას და თავის ტკივილს აქრობს.

ორსულებს ტოქსიკოზთან ბრძოლაში ეხმარება, მეძუძურე დედებს რძის გამოყოფაში. უკუჩვენებები არ აქვს.

დამამშვიდებებლ საშუალებებს მიეკუთვნება შავბალახა, კატაბალახა და პიტნა.

ალუბალი

სასმელი ალუბლის ფოთლებით სისხლდენის შემაფერხებელ, გამაძლიერებელ, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ, ამოსახველებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებებს ფლობს. სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროს, მაგრამ ჰიპოტონიკებისთვის, კუჭის გაზრდილი მჟავიანობის, წყლულების და გასტრიტის დროს სახიფათოა.

სასარგებლო სასმელები ყოველდღიურად

ყველა ბალახის ყოველდღე მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობას დააზიანებთ.

ხალხში ყველაზე საყვარელ მცენარედ ასკილი ითვლება. ასკილის ჩაის დალევა შეუძლია ყველას, ვისაც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და არტერიული წნევის რყევები აწუხებს.

1 ს/კ დაქუცმაცებული კენკრა ან ფესვები თერმოსში მოათავსეთ, 0,5 ლ ცხელი წყალი დაასხით, 12 საათი დააყენეთ, 100 მლ სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ბარამბო, გვირილა, ცაცხვის ყვავილები შეგიძლიათ ყოველდღე მოხარშოთ. მატონიზირებელი სასმელების დალევა კარგია. ისინი ყავაზე უკეთ გაგამხნევებთ: კოჭა და წყალნაწყენი.

გამწმენდი ნაკრები

ორგანიზმი ლორწოსგან, სხვადასხვა მავნე ნივთიერებისგან, წიდებისა და ტოქსინებისგან რომ გაწმინდოთ, მცენარეული ელექსირები დალიეთ.

  • ლორწოს გამოდევნას მრავალძარღვას ფოთლების, დიდი კამას ან ანწლის კენკრით შეძლებთ.
  • ნაღვლის გამოდევნას გააუმჯობესებთ ისეთი მცენარეებით, როგორიცაა გულყვითელა, აბზინდა, ბაბუაწვერას ფესვები, სიმინდის ფუჩეჩი, გვირილა.
  • თავშავა და ია ფილტვებს და მთელ სასუნთქ სისტემას კარგად წმენდს.
  • ბაბუაწვერა, ჭინჭარი და ოროვანდი კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
  • სისხლძარღვებს ქოლესტერინის ფოლაქებისგან მოცხარის ფოთლებით, იაპონური სოფორას და თეთრი ფითრის ნახარშებით გაწმენდთ.

ჯანმრთელობა დაცული ტერიტორიებიდან

ალტური მცენარეები დიდად მოთხოვნადია. მაგალითად, ალთაური ჩაი სასიცოცხლო ენერგიას ზრდის, კანს ახალგაზრდობას უბრუნებს და ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

რატომ არის სასარგებლო ალთაური ჩაი? მას იმდენი სასარგებლო თვისება აქვს, რომ თითქმის ყველა ორგანოს და სისტემას ჯანმრთელობას უბრუნებს. ამ სასმელის შემადგენლობა მხოლოდ გარემოს გავლენით იქმნება.

რა შედის ალთაურ ჩაიში? მასში შედის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა:

  • კუნელი – საუკეთესო საშუალება გულის პრობლემების დროს;
  • ძახველი – სისხლძარღვებს წმენდს, წნევას ამცირებს;
  • ასკილი – ცუდ ქოლესტერინს შლის, ზედმეტ ცხიმს აქრობს;
  • გინკო ბილობა – სისხლს ათხელებს, ტვინის მუშაობას აუმჯობესებს;
  • ფარსმანდუკი – მეხსიერებას და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს;
  • არყის ჩაგა – სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება აქვს;
  • სოკო რეიში – იშვიათი მცენარე, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს;
  • ჭინჭრის ფოთლები – გულის მუშაობას აუმჯობესებს;
  • მოცხარის ფოთლები – ტვინის და გულის მუშაობს მხარს უჭერს;
  • კედრის წიწვები – იმუნიტეტს აძლიერებს.

მცენარეებს ერთმანეთს ისე უთავსებენ, რომ ეფექტი გაძლიერდეს. ბევრმა ქალმა გამოსცადა ალთაის ნაკრები №3 კასიათი და პიტნით და კმაყოფილნი დარჩნენ.

ალთაური ჩაი სამკურნალო შემადგენლობით იმდენად უნიკალურია, რომ ბევრ უსიამოვნებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, ასევე გახდომის და ძალების აღდგენის დროს.

სასმელებს ძლიერი არომატი და სასიამოვნო გემო აქვთ, ამიტომ ნებისმიერი სასმელი ჩვეულებრივ ჩაის ჩაგინაცვლებთ.

ფიტოჩაი, მაგალითად, „რუსული ბალახების ძალა“ სასარგებლო თვისებებით სავსეა. ერთ პაკეტში მთელი რუსული ბალახების ძალაა თავმოყრილი. თითოეულ შეფუთვაზე მითითებულია შემადგენლობა, შენახვის ვადა და ის, თუ სად არის მოკრეფილი ბალახი. ეს შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ყირიმი კარგი ადგილია არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სასარგებლო მცენარეების გასაზრდელად. სასარგებლოა ყირუმული ფოთლოვანი ჩაი, რომელშიც შედის ბეგქონდარა, მაყვლის ფოთლები, შავბალახა, პიტნა, პირშუშხა, გვირილა, ძიძო და ჭინჭარი.

სხვადასხვა ბალახების კომბინაციით მწარმოებლები იმ ერთადერთს პოულობენ, რომელიც გარკვეული მიმართულებით ეფექტურია. არსებობს დამამშვიდებელი, გასახდომი ჩაი, სპეციალურად ორსულების და ბავშვებითვის განკუთვნილი, ნებისმიერი გემოვნების!

უსასრულოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ რომელი ბალახის დამატება შეიძლება ჩაიში. აქ მხოლოდ ხელმისაწვდომ ბალახებსა და კენკრაზე გესაუბრეთ. ზაფხულში მათი მოგროვება, საკუთარი ხელით ფერმენტირება ან მზა შემადგენლობის ყიდვა არ დაგავიწყდეთ. მათი დახმარებით ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და ტონუსის შენარჩუნებას შეძლებთ.