სისხლძარღვების გასაწმენდად ძალიან უბრალო პროდუქტები გჭირდებათ

0
1019

სისხლძარღვები ქოლესტერინის ფოლაქებისგან რომ გაწმინდოთ, მხოლოდ 2 უბრალო პროდუქტი გჭირდებათ. ხოლო რეცეპტი, რომელსაც Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, სხვა დაავადებების მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

სისხლძარღვების ეფექტურად გაწმენდა ნივრით

ყველამ იცის, თუ როგორი სახიფათოა ათეროსკლეროზი. ამასთან სისხლძარღვების დაავადებების დროს ქოლესტერინი გროვდება, რომელიც მთელ რიგ ფოლაქების გროვას ქმნის.

ეს დაგროვება ვენებში სისხლის ნორმალურად მიმოქცევას აფერხებს, შედეგად ორგანოები საკვებს და ჟანგბადს ვერ იღებენ. წნევის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში რომელიმე ფოლაქი შეიძლება ადგილს მოწყდეს და ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს.

თუ სათანადო ზომებს არ მიიღებთ, დაგროვებული ქოლესტერინი არტერიებში სისხლის მიწოდებას მთლიანად დაბლოკავს და მაშინ არაფერი გიშველით. ადრე ადამიანები ყოველდღე ნიორს ჭამდნენ, ამიტომ ინსულტის და ინფარქტის შემთხვევები ცოტა იყო.

ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც სკლეროზულ ფოლაქებს შლის ან ზომაში ამცირებს. მცირე დეტალი: ორგანიზმი ამ ნივთიერებას ადვილად ეგუება და ქოლესტერინზე მოქმედებას წყვეტს. ეფექტის შესანარჩუნებლად ნივრის საშუალების მიღებებს შორის დიდი ხნით (1,5-3 თვე) შეისვენეთ.

ნივრის ნაყენი ლიმონით

ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება – ლიმონის და ნივრის ნარევი. თუ ექიმების მოსაზრების გაგება გსურთ, ისინი გაფრთხილებენ: ნარევი ყველას არ უშველის.

თუ ფოლაქები ჯერ კიდევ რბილია, საშუალების მიღების შემდეგ მისი დაშლის იმედი უნდა გქონდეთ. თუ უკვე ქვასავით მაგარია, ნარევი უსარგებლოა.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო საშუალება:

  1. 4 მსხვილი თავი ნიორი დააქუცმაცეთ.
  2. 4 ლიმონი ჯაგრისით კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, კურკები მოაშორეთ.
  3. ორივე ინგრედიენტი სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და მდუღარე წყლით ბოლომდე გაავსეთ.
  4. 3 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ. გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ყოველი ჭამის შემდეგ 1 ს/კ მზა ნარევი დალიეთ. თუ გვერდითი ეფექტები არ გაქვთ, დოზა 2 კოვზამდე გაზარდეთ, ნებადართულია დოზა 50 მლ–მდე გაზარდოთ.

ექიმების გაფრთხილება

ექიმები სურნელოვანი ბოსტნეულის მიღების წინააღმდეგი არ არიან. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ის ათეროსკლეროზთან ბრძოლაში ნამდვილად ეფექტურია.

თუმცა ყურადღება მიაქციეთ ექიმების ასეთ შეფასებებს:

  1. ნაყენის მიღება არ შეიძლება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების, პანკრეატიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ნაწლავების კედლებზე წყლულების დროს.
  2. დიეტოლოგი იუ. გ. ჩეხონიცა გაფრთხილებთ, რომ ნიორი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელსაც თავის ტვინის სისხლძარღვებში სპაზმის გამოწვევა შეუძლია, რაც თავის მხრივ წნევის ზრდას იწვევს. სწორედ ამიტომ, ნაყენის მიღება ძალიან მცირე დოზით დაიწყეთ.
  3. ექიმი ე. ს. კოლინი გირჩევთ დილით 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენთან ერთად დალიოთ. ეს კუჭს ძლიერ არ აღიზიანებს. თუ სისხლძარღვები ძლიერ გაჭედილია, ვერანაირი ნიორი ვერ გიშველით. ამ შემთხვევაში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, ის კი სტატინებს დაგინიშნავთ.

ეფექტური რეცეპტი ქოლესტერინის ფოლაქების მოსაშორებლად

ნიშნები, რომ სისხლძარღვები ცუდი ქოლესტერინით სავსეა:

  • ხშირი თავის ტკივილი
  • შრომისუნარიანობის და ზოგადი ტონუსის დაქვეითება
  • მეხსიერების გაუარესება, მუდმივი დაღლილობა
  • მაღალი წნევა, შაკიკისკენ მიდრეკილება
  • წონის მკვეთრი მატება, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება
  • „ვარსკვლავური“ სისხლძარღვები ფეხებზე

საუკეთესო კომბინაცია სისხლძარღვების გასაწმენდად – კოჭა, ლიმონი, თაფლი და ნიორი. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ კოჭა ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ხოლო ბოსტნეულთან, ლიმონთან და თაფლთან კომბინაციაში უფრო ეფექტურია.

იმდენაც ცოტა პროდუქტებია საჭიროა, რომ მის მომზადებას ნებისმიერი შეძლებს: კვირაში მხოლოდ 3-4 კბილი ნიორი გჭირდებათ, კოჭა – 20 გრ, თაფლი – დღეში 2 ს/კ.

ელექსირი ასე მზადდება:

  1. 50 გრ კოჭის ფესვი დააქუცმაცეთ, 16 კბილი ნიორი და 3 ლიმონი უქერქოდ დაუმატეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ, თბილი წყალი დაასხით, გემოვნებით თაფლი დაუმატეთ.
  3. 3 დღე დააყენეთ.

მზა ელექსირი ყოველი ჭამის წინ 50-50 მლ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 10 დღე. განმეორებითი კურსი – 1 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები – კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები.

გულის სისხლძარღვების გამწმენდი საშუალება

ასაკის მატებასთან ერთად გულის სისხლძარღვებიც ბინძურდება, რაც მთავარ ორგანოს მუშაობაში ხელს უშლის. არტერიების გაწმენდაში დაგეხმარებათ ოხრახუში, ლიმონი და თაფლი.

როგორ მოვამზადოთ:

  1. ოხრახუშის და ნიახურის ფესვები ჯაგრისით გაწმინდეთ, დააქუცმაცეთ.
  2. დაქუცმაცებული ლიმონი და თაფლი გემოვნებით დაუმატეთ.
  3. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ.
  4. მაცივარში გადაიტანეთ.

დილით, საუზმის წინ 2 ს/კ სამკურნალო საშუალება 10 დღის განმავლობაში დალიეთ. შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ამ საშუალებით შეშუპებასაც მოიშრებთ, მაგრამ უკუჩვენებებს აუცილებლად გადახედეთ.

და ბოლოს: სისხლძარღვების გამწმენდი რეცეპტები ლიმონით და ნივრით ნამდვილად დაგეხმარებათ. ეს არაერთხელ შემოწმებული და დამტკიცებულია. ასაკოვანი ადამიანებიც კი ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ.