ტუჩის ბალზამის 3 გემრიელი რეცეპტი

0
638

იმისთვის, რომ ტუცები ყოველთვის დატენიანებული და რბილი გვქონდეს, მათ კარგი მოვლა ესაჭიროებათ. ბალზამის შეძნეა ნებისმიერ აფთიაქში, მზა მდგომარეობაშიც შეიძლება, თუმცა როდესაც მათ საკუთარ ხელით ამზადებთ – ფერი და ტექსტურა შეგძლიათ თავად შეარჩიოთ. ამ სტატიაში ტუჩის ბალზამის 3 სხვადასხვა სახეობის მომზადებას ვისწავლით.

შოკოლადის ბალზამი

ინგრდიენტები

  • ფუტკრის ცვილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • კაკაოს ზეთი – 1 ცაის კოვზი
  • ვაზელინი – 0,5 ცაის კოვზი
  • შავი შოკოლადი – 0,5 ჩაის კოვზი
  • წვრილი ბრჭყვიალები ან პერლამუტის ჩრდილი (სურვილისამებრ)

წყლის აბაზანაზე გაალღვეთ ვაზელინი, კაკაოს ზეთი და ფუტკრის ცვილი. როდესაც ყველა ინგრედიენტი გალღვება ცოტაოდენი შავი შოკოლადი დაუმატეთ – ის სუნსა და სასიამოვნო გემოს შესძენს თქვენს ბალზამს.იმისთვის, რომ საშალება უფრო საინტერესო გახდეს, ამს ცოტაოდენი წვრილი ბრჭყვიალები ან ოქროსფერი/შოკოლადისფერი პერლამუტის ჩრდილები დაუმატეთ. მასა პატარა შუშის ქილაში გადაასხით და დანიშნულებსამებრ მოიხმარეთ.

ბალზამი ტკბილის მოყვარულთათვის

ინგრედიენტები:

  • ფუტკრის ცვილი – 1 ჩაის კოვზი
  • ქოქოსის კარაქი – 1 ჩაის კოვზი
  • ვაზელინი – 0,25 ჩაის კოვზი
  • დაფხვნილი თეთრი შოკოლად – 0,25 ჩაის კოვზი
  • თეთრი ზეფირი “მარშმელოუ ” – 0,25 ჩაის კოვზი
  • თვალის ჩრდილები

დავიწყოთ ფუძის მომზადება. წყლის აბაზანაზე გავადნოთ მარშმელოუ, ვაზელინი, ცვილი და შოკოლადი. ახლა დავიწყოთ დეკორირება. დაუმატეთ ნებისმიერი ღა ფერის თვალის ჩრდილი.
ბალზამი მასში შემავალი ფუტკრის ცვილის წყალობით საკმარისად სქელი გამოვა. აჯობებს ბალზამი ქილის ნაცვლად, ძველ ტუჩსაცხის ტუბში შევინახოტ. ის ფორმაში გადაასხით, აცადეთ გაცივება და შემდეგ დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ.

ბალზამი “კივი”

დაგჭირდებათ:

  • მზა ტუჩის ბალზამი
  • თვალის ჩრდილები
  • ჩიას მარცვლები, საკონდიტრო ყაყაჩო ან დაფქული დარიჩინი

ფუძედ ყველაზე უბრალო ტუჩის ბალზამი გამოიყენეთ, რომელიც არომატიზატორებსა და საღებავებს არ შეიცავს. ბალზამის ზედაპირი კოვზით ამოიღეთ და სანთელზე გაადნეთ და ბალზამის სახურავში ჩაასხით. დააყარეთ დარიჩინი, ჩიას თესლი ან ყაყაჩოს თესლი.შემდეგი ფენისთვის კიდევ ცოტაოდენი ბალზამი მოჭერით კოვზით. დაადნეთ და ღია-მწვანე ფერის თვალის ჩრდილები დაუმატეთ. ნარევი თავსახურში ჩაასხით, დარიჩინიანი ფენის ზემოთ. როდესაც ცვილი ოდნავ გაცივდება, ის კბილის ჯაგრისით მეშვეობით აურით.მესამე ფენა უფრო მკვეთრი უნდა იყოს. ბალზამის მესამე ნაწილს მკვეთრი მწვანე ფერის თვალის ჩრდილები დააყარეთ. ამ ფენის მომზადებისას მორჩენილი ინგრედიენტები სრულად უნდა გამოიყენოთ. მიღებული ნარევი თავსახურში მოათავსეთ და მაცივარში შედგით გასაგრილებლად.

ბალზამი არა მხოლოდ გემრიელი გემოთ და არომატით გამოირჩევა, არამედ უჩვეულოდაც გამოიყურება.