
სეზონის მიუხედავად, ყოველ ღამეს ჩვენ თბილ საბანში გახვეული ტკბილად ვიძინებთ. მაშინაც კი, თუ ძალიან ცხელა, ჩვენ რაღაც აუხსნელი მოთხოვნილება გვაქვს, რომ საბანში გავეხვიოთ, თუ არადა დაძინება გვიჭირს. რატომ ხდება, რომ ყველა ფანჯარა ღია გვაქვს ტემპერატურის დასაწევად და ჩვენ მაინც საბანში ვეხვებით? დღეს გიამბობთ, რა გავლენას ახდენს სიზმარი ადამიანზე საბნის ქვეშ და რატომ არ შეგვიძლია გადასაფარებლის გარეშე.
- ძილი საბნის ქვეშ-რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ გვიჩნდება საბანში გახვევის მწვავე მოთხოვნილება. თუ უცნაურად გეჩვენებათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ზაფხულშიც საზამთრო საბანში ეხვევა, ამას ახსნა აქვს. იქნება ეს პლედი, თხელი გაფასაფარებელი თუ საბანი, ჩვენ მასში აუცილებლად ვეხვევით. როგორც გაირკვა, ამ მოქმედებას უფრო ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს, ვიდრე ფიზიოლოგიური.
- საბანი სხეულის ტემპერატურას არეგულირებს-ადამიანი თბილ სისხლიანი არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თერმორეგულაციის წყალობით ჩვენ თბილი ვრჩებით. ღრმა ძილის ფაზაში ჩვენი კონტროლი ქრება, ამიტომ რომ არ გავიყინოთ, საბანში ვეხვევით. ძალიან ცივ ან ცხელ ოთახში გადასაფარებელი სხეულის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება.კომფორტული ტემპერატურა ძლიერი, ჯანსაღი ძილის გარანტიაა. თუ ოთახში ძალიან ცხელა ან ცივა, ორგანიზმი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, რომ სითბო შეინარჩუნოს. ამ დროს მოდუნებას ვერ ვახერხებთ და ვერ ვიძინებთ.თუ ვერ იძინებთ, ექსპერტები გირჩევენ, რომ თბილი შხაპი მიიღოთ და რბილი წინდები ჩაიცვათ. ასე შეძლებთ მოდუნებას და ფეხების თბილად შენარჩუნებას, თუ ფეხები მუდმივად გეყინებათ.
- რუტინის განუყოფელი ნაწილი-ბავშვობიდან მშობლები ძილის წინ საბანს საგულდაგულოდ გვაფარებდნენ. ძილისკენ მიმავალი შეფუთვა – ერთ–ერთი ყოველდღიური ჩვევა, რომელიც სიგნალს იძლევა, რომ ძილის დროა. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ვერ დაიძინებთ, უბრალოდ საბანში კარგად გაეხვიეთ.
- შფოთვას ამცირებს-ერთ–ერთი ქიმიური ელემენტი, რომელიც თავს კარგად გვაგრძნობინებს, სეროტონინია. ის პასუხს აგებს იმაზე, რომ ადამიანმა თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოს. სტრესის დროს უძილობა ხშირად გვაწუხებს. საბანში გახვევისას ვმშვიდდებით და ვიძინებთ.ეს გამოწვეულია იმით, რომ საბანი სხეულზე ნაზ ზეწოლას ახდენს, თითქოსდა გვეხუტება და ორგანიზმი სეროტონინს გამოყოფს. ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალიან მძიმე საბანმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს და ჯანსაღ ძილს ხელი შეუშალოს.
- დაცვის გრძნობას აძლიერებს-ყველაზე გავრცელებული შიში ბავშვობაში – სიბნელის შიში. როცა უხილავ ურჩხულებს საბნის ქვეშ ვემალებით, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. საბანი თავშესაფარი ხდება, რომელიც დაძინებაში გვეხმარება.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი ქსოვილისგან არის შეკერილი საწოლის თეთრეული. ნატურალური, სუნთქვადი ქსოვილი, როგორიცაა სელი, ბამბუკი, ბამბა, აბრეშუმი ცხელ ზაფხულში კომფორტული ძილისთვის საუკეთესოა. თქვენ რა გეხმარებათ, რომ კარგად დაიძინოთ და დილით თავი მხნედ იგრძნოთ?