თაფლი, კამა და კატაბალახა: ძვირფასი ნარევი სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის

0
1087

ხალხური მედიცინის საშუალებებმა დიდი ხნის წინ დაიკავა მტკიცე ადგილი, ფარმაცევტულ პრეპარატებთან ერთად. ნახარშების, ნაყენების, ჩაის გამოყენებით შეგვიძლია არტერიული წნევის შემცირება, ტკივილისა და დისკომფორტის მოხსნა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეების დარეგულირება.

სისხლძარღვების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობაც: ჰყოფნით თუ არა ჟანგბადი ქსოვილებს, ხომ არ წვალობს ტვინი და შინაგანი ორგანოები, ხომ არ ზიანდება გული და კორონარული სისხლძარღვები.

საშიში მდგომარეობის გაჩენის რისკის შესამცირებლად, პერიოდულად გაიწმინდეთ სისხლძარღვები: სისხლში არსებული ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებს ემაგრება და ქმნის კოლტებს. დროთა განმავლობაში, ეს კოლტები კალცინირდება, მკვრივდება და ავიწროებს სისხლძარღვების გამავლობას. შედეგად, იმატებს წნევა და ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ ხალხურ საშუალებას, სისხლძარღვების გასაწმენდად.

1. კამა

უბრალო და ხელმისაწვდომი მწვანილი, რომელსაც თითქმის ნებისმიერ მაცივარში შეხვდებით (გასაყიდის გარდა), სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის.

კამის ეთერზეთები აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. კალიუმი და მაგნიუმი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს სისხლის მდოგმარეობას. სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად, გამოიყენება კამის თესლი.

2. კატაბალახი (ვალერიანა)

ეს პოპულარული დამამშვიდებელი საშუალებაა, მისი ფესურისგან ამზადებენ სითხეს, რომელიც ამცირებს გულის რიტმს, აფართოებს სისხლძარღვებს, აქვს მარეგულირებელი და სედატიური მოქმედება ნერვულ სისტემაზე.

სწრაფმოქმედი პრეპარატებისგან განსხვავებით, კატაბალახა ნელა მოქმედებს და ეფექტი თანდათან გროვდება.

3. თაფლი

ნატურალური თაფლი  ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროა, იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზეა, სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლში გლუკოზის დონესთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თაფლი აძლიერებს სისხლძარღვებს, წმენდა ქოლესტერინისგან, გამოდევნის ტოქსინებს და ამცირებს წნევას.

  1. აკაციის თაფლი არეგულირებს სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას.
  2. წიწიბურის თაფლი ზრდის ჰემოგლობინის დონეს, დადებითად მოქმედებს გულის მუსკულატურაზე, აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას.
  3. ჟოლოს ბუჩქებიდან აღებული თაფლი წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ებრძვის ათეროსკლეროზს.
  4. მზესუმზირის თაფლი აძლიერებს სისხლძარღვებს, ანიჭებს მათ ელასტიურობას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, მხარს უჭერს მიოკარდის ჯანმრთელობას.
  5. მაღალი არტერიული წნევის, ტაქიკარდიის, გულის რიტმის დარრვევების მქონე ადამიანებმა სუსტი სისხლძარღვებით, რაციონში ძიძოს თაფლი უნდა ჩაამატონ.
  6. სისხლძარღვებს გაწმენდს, ქოლესტერინისა და სისხლის წნევის დონეს შეამცირებს კუნელის თაფლი. იგი სასარგებლოა მოხუცებისა და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
  7. ქოლესტერინს შეამცირებს და სისხლძარღვებს კოლტებისგან გაწმენდს ცაცხვის ყვავილის თაფლი.

სამმაგი დარტყმა

თითოეული ინგრედიენტის გავლენა სისხლძარღვებზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ქოლესტერინზე კომპლექსური შეტევა გაცილებით ეფექტური იქნება. კამა, თაფლი და კატაბალახა ერთად გააძლიერებს და გაწმენდს სისხლძარღვებს, დაგვიცავს ათეროსკლეროზისგან და სისხლში გლუკოზის დონეს დაარეგულირებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კამის თესლი;
  • 2 ს.კ. კატაბალახს დახეხილი ფესვი;
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი.

მომზადება და გამოყენება

  1. ერთლიტრიან ქილაში მოათავსეთ კამის თესლი და კატაბალახას ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი.
  2. როცა ნაყენი 35 გრადუსამდე გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი (მაღალ ტემპერატურაზე, თაფლი კარგად სასარგებლო თვისებებს).
  3. დააყენეთ 1 დღით ბნელ, გრილ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, დილით უზმოზე. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.
  4. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა, მოამზადეთ ნაყენი ულუფებად, ნუ მოამზადებთ ოთხივე კვირის მარაგს ერთდროულად.