
ცხოვრების განმავლობაში, ფილტვები არახელსაყრელი ფაქტორების მუდმივ ზემოქმედებას ექვემდებარება: დაბინძურებული ჰაერი, საყოფაცხოვრებო ქიმიის მხუთავი აირი, სიგარეტის კვამლი, ვირუსები და ბაქტერიები…მავნე ნივთიერებები წამლავს ორგანიზმს, ილექება ფილტვებში, ხელს უშლის ფილტვების ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან მოდის ქოშინი, სისუსტე, თავისა და გულის ტკივილები, შინაგანი ორგანოების დაავადებები, საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიუღებლობა.ორგანიზმს რომ გარე-სამყაროს ზემოქმედების შემცირებაში დაეხმაროთ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას ფილტვების გასაწმენდად.
- ხალხური საშუალებები: ფიჭვის გირჩების მურაბა-ახალგაზრდა – მწვანე და გაფისული გირჩები მოკრიფეთ, კარგად გარეცხეთ და ჩაალაგეთ ღრმა ქვაბში. ამ მიზნით გამოიყენეთ ძველი ჭურჭელი, რადგან ფისიანი ნალექის მოშორება ძალიან გაგიჭირდებათ.დაასხით გირჩებს წყალი ისე, რომ მისი დონე ნედლეულისას 20 სმ-თი აღემატებოდეს, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ურიეთ და ხშირად მოხადეთ ქაფი. პროცესი 8 საათს წაიღებს.ნახარში გადაწურეთ, გირჩები გადაყარეთ, სითხეს დაუმატეთ 1:1 შაქარი, ხარშეთ სიროფი კიდევ 1 საათით – ასე იგი მურაბად იქცევა. მიირთვით ჩაისთან ერთად, დილა-საღამოს 2-3 ჩ.კ. ოდენობით.
- ხახვის სიროფი-ხველის საწინააღმდეგო პოპულარული საშუალების გამოყენება ფილტვების პროფილქტიკური წმენდისთვისაც შეიძლება. 2-3 საშუალო თავი ხახვი გაფცქვენით, დააქუცმაცეთ, დააყარეთ 1:1 შაქარი, დადგით ჭურჭელი თბილ ადგილას რამდენიმე საათით. მიღებული ტკბილი, წებოვანი სითხე მიირთვით დილა-საღამოს, თითო ჩ.კ.
- ბეგქონდრისა და თავშავას ნაყენი-ჩაყარეთ თერმოსში თითო ს.კ. დაქუცმაცებული თავშავასა და ბეგქონდრის ბალახები, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ და დააყენეთ 10-12 საათით ან მთელი ღამით, დილით გადაწურეთ და მიირთვით 100 მლ დღეში ორჯერ. შაქრის დამატება არაა სასურველი.
- შვრიის რძე-შვრიის რძე ყოველდღიურად უნდა მოამზადოთ და 14 დღის განმავლობაში, ძილის წინ მიირთვათ. ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრიის მთლიანი მარცვლები, დაასხით 0.5 ლ ძროხის რძე, ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ რძის მოცულობა არ განახევრდება. რძე შესქელდება, მარცვლები კი მოიხარშება. ნახარში უნდა გადაწუროთ და გაცრათ საცერში (ან ხელის ბლენდერით დააქუცმაცოთ), ფაფისებრი მასის მიღებამდე.
- ნაძვის სიროფი-შეგიძლიათ, სიროფი ნაძვის ახალგაზრდა თათებისგან მოამზადოთ – ღია მწვანე, რბილი, გაზაფხულის დასაწყისში ტოტებზე რომ იზრდება. მოჭერით ნედლეული, გარეცხეთ, გააშრეთ და ჩაალაგეთ შუშის ქილაში. ყოველ ფენას მოაყარეთ შაქარი და კარგად ჩატკეპნეთ. დაახურეთ თავი მჭიდროდ, დადგით ბნელ ცივ ადგილას 3 კვირით, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შიგთავსი რომ აირიოს.3 კვირის შემდეგ გადაწურეთ და ამოიღეთ მწვანე, წელვადი სიროფი. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.