როგორ განვკურნოთ ცისტიტი ხალხური საშუალებებით

0
1220

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს. დაავადებას საფუძვლად უდევს ინფექცია, ანთებითი პროცესის გამოწვევა კი გადაციებას, სტრესს, ინტიმური ჰიგიენის უგულებელყოფასა და თანმდევ დაავადებებს შეუძლია.

ცისტიტის დროს, ავადმყოფი განიცდის შარდის ხშირად გამოყოფის სურვილს, ტკივილსა და წვას შარდის ბუშტის არეში, შეიძლება სხეულის ტემპერატურაც გაიზარდოს. წამლების გარდა, ცისტიტის დამარცხება შეიძლება ხალხური მედიცინის საშუალებებითაც. Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ბალახებს, რომლებსაც შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, პლაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები აქვს.

ბალახის აბაზანები

თუ სხეულის ტემპერატურა აწეული არაა, ხალხური მედიცინა გვირჩევს ბალახების ნახარშის მომზადებას და აბაზანის გაკეთებას:

  • მოხარშეთ 1 ლ წყალში 100 გ დაფნის ფოთოლი (აადუღეთ, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ 15 წუთით). ნახარში გადაწურეთ, აბაზანაში ან დიდ ვარცლში ჩაასხით არამდუღარე წყლის საჭირო რაოდენობა და დაუმატეთ ნახარში. პროცედურა 20 წუთით უნდა გაგრძელდეს, წყალი ოდნავ რომ გაგრილდება, დაუმატეთ ცხელი;
  • ცისტიტთან საბრძოლველად გამოიყენეთ არყის ახალგაზრდა ფოთლები, სანამ ისინი ჯერ კიდევ წებოვანია. დააყენეთ მდუღარე წყალში ანალოგიურად და დაუმატეთ აბაზანის წყალს;
  • დაამზადეთ ეთერზეთების ნარევი – ოხრახუშის, კამის, ფიჭვის (ან ღვიის), ჩაის ხის, გვირილის, ცერეცოს, ლავანდის 2-2 წვეთი. დაუმატეთ მასა წყალს (40 გრადუსამდე გამთბარს). ჩაჯექით ამ წყალში 15 წუთით.

ბალახები და ნაკრებები ცისტიტის წინააღმდეგ

აფთიაქში შეიძინეთ შარდმდენი, ანტისეპტიკური ფიტოჩაი მოსახერხებელ ფილტრ-პაკეტებში. როგორც წესი, 2 პაკეტს ჩვეულებრივი ჩაივით აყენებენ ჭიქა წყალში და იღებენ 1-2 ულუფად. ყველაზე გავრცელებული საშუალებაა წითელი მოცვი, არყის კვირტები, მინდვრის შვიტა.

აგრეთვე:

  1. შარდმდენ საშუალებად იყენებენ ჩვეულებრივ მატიტელას, დათვის კენკრას, ფარსმანდუკის ბალახს, კამის თესლსა და ღვიას.
  2. ანთებითი პროცესის მოხსნა შეიძლება გვირილის, კრაზანის, ბაღის პიტნის ნაყენები, ვირისტერფას, ცაცხვის ან გულყვითელას ყვავილების ჩაი.
  3. ანტიბაქტერიული თვისებები აქვს გულყვითელას, ოქროწკეპლას, კრაზანას, არყის კვირტების, ორკბილას, ფარსმანდუკის ნაყენებსა და ნახარშებს.

ნაკრები მწვავე ცისტიტის დროს: ნახარში

ცისტიტის გამწვავების დროს, მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ შემდეგი ბალახოვანი ნაკრები:

  • შეურიეთ 1-1 ს.კ. წითელი მოცვის, დათვის კენკრის, ფარსმანდუკის ფოთლები, 2-2 ს.კ. გვირილის ყვავილები, არყისა და ჭინჭრის ფოთლები, დაუმატეთ 1/2 ს.კ. ძირტკბილას ფესვი.
  • 4 ს.კ. მასას დაასხით 1 ლ წყალი და დადგით ცეცხლზე.
  • აადუღეთ, ხარშეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დაახურეთ თავსახური ან გადაასხით თერმოსში და დააყენეთ 40 წუთით.
  • გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, 1/2 ჭიქა უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მზა ნახარში შეინახეთ მაცივარში მხოლოდ 1 დღით. დალევამდე, ნახარში ოთახის ტემპერატურამდე უნდა გაათბოთ.

ნაყენი

მარტივი და ეფექტური ნაყენის მოსამზადებლად, შეურიეთ 2 ს.კ. მრავალძარღვას ფოთლები, ამდენივე თესლი და დათვის კენკრის ფოთლები. ჩაყარეთ 2 ს.კ. ნარევი თერმოსში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. თერმოსს მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ არანაკლებ 8 საათით (გააჩერეთ მთელი ღამით). გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ მცირე ულუფებად დღის განმავლობაში. დღიური მოცულობა 1/2 ჭიქაა, კურსი კი 2-4 კვირას შეადგენს.

სამკურნალო ჩაი

შეურიეთ 1 ს.კ. ფიჭვის კვირტები, 2 ს.კ. მატიტელა, არყის ფოთლები, 3 ს.კ. დათვის კენკრა, მინდვრის შვიტა, 2 ს.კ. მსხალიჭას ბალახი. ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ, ჩაყარეთ 2 ს.კ. ნარევი ჩაის დასაყენებელში და დაასხით მდუღარე, დაახურეთ თბილი პირსახოცი და დააყენეთ 30 წუთით.

ჩაი გადაწურეთ და მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ. გემოს გასაუმჯობესებლად, დაუმატეთ ლიმონის ნაჭერი, ცოტაოდენი შაქარი ან თაფლი, საუკეთესო ვარიანტი – შაქრის შემცველი. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირას მოიცავს.

ბალახეულით მკურნალობის დროს, გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების კომპონენტები ინდივიდუალურ აუტანლობას შეიძლება იწვევდეს. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მიღება.