აირჩიეთ ხეზე ხილი და გაიგეთ, როდის აგიხდებათ სურვილი

0
3302

გაინტერესებთ, აგიხდებათ თუ არა სურვილი? მაშინ, ეს ტესტი სწორედ თქვენთვისაა. სურათზე გამოსახულია ხე ნაყოფებით, რომლებიც ციფრებითაა დანიშნული. აირჩიეთ ციფრი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა ყველაზე დიდი სურვილი, და როდის მოხდება ეს.

თუ თქვენ აირჩიეთ

  1. დიდი ალბათობით, ძალიან მოკრძალებული ადამიანი ხართ და თქვენი სურვილიც ძალიან მოკრძალებულია. ბევრს არ ითხოვთ, თუმცა, სხვებს ბევრს გასცემთ. თქვენი კეთილი გული ძალიან იტანჰება, რადგან სურვილი თქვენს ოჯახს უკავშირდება. ნუ იდარდებთ, თქვენი სურვილი მალე ახდება და ისევ შეიძენთ სულიერ სიმშვიდეს.
  2. მოკრძალება თქვენი ძლიერი მხარე არაა. სურვილი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მისი ასრულება. ის ადამიანი არ ხართ, რომელიც ცოტაოდენ ძალისხმევას მაინც დაატანდა ამ სურვილის განხორციელებას. სურვილი არ აგიხდებათ. სხვა რამ ჩაიფიქრეთ.
  3. ცხოვრებაში ბედნიერება თან არ დაგყვებოდათ. ძალიან ცდილობდით, რომ სურვილი აგხდენოდათ, თუმცა, რაღაც დიდი ძალა გიშლით ამაში ხელს. ეს სურვილი მაინც აგიხდებათ, რადგან იგი რაღაც ძალიან ლამაზს უკავშირდება. ეს სურვილი აგისრულდებათ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით.
  4. თქვენ რომ გაქვთ, ისეთი გული ყველა სურვილის ასრულებას იმსახურებს. არასდროს გდომებიათ ბევრი, თუმცა, სიყვარულთან დაკავშირებული სურვილი ნამდვილად აგიხდებათ. სიყვარული, რომელსაც იმსახურებთ, გიპოვით. უბრალოდ, იღბალი ჯერ თქვენს კარამდე არ მოსულა.
  5. ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და იბრძვით საკუთარი წარმატებისთვის. თქვენი სურვილი მარტივია და გულწრფელად იმსახურებთ მის ასრულებას. უკეთესი ცხოვრების სურვილი ახდება. ბედნიერება, რომელსაც დიდხანს ელოდით, ბოლოს და ბოლოს თქვენს კარზეც დააკაკუნებს.
  6. ბევრი ცხოვრებაში ბევრი აღმართ-დაღმართი გამოგიცდიათ. სხვებთან ყოველთვის გულწრფელი არ ყოფილხართ, ფულადი სარგებლის სურვილის ახდენა არ დაგიმსახურებიათ. შესაბამისად, თქვენი სურვილი არ ახდება. ბევრი რამ გააკეთეთ ოცნების ასახდენად, თუმცა, ამას კეთილსინდისიერად არასდროს აკეთებდით. სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ, არ ახდება, რადგან იგი გულწრფელი არაა.
  7. თქვენი ახლობლების ბედნიერება თქვენთვის პირველხარისხოვანია. თქვენ არ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე. პირიქით, საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობთ. სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად კარგი ადამაინი ხართ. თქვენნაირი ადამიანები იმსახურებენ ყველა სურვილის ახდენას. ეს ძალიან მალე მოხდება.
  8. გამბედავი და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, ეს ძალიან კარგად იცით. ყველაფერს აკეთებთ წარმატების მისაღწევად, ამას ყოველთვის კეთილსინდისიერად და გულწრფელად აკეთებთ. არასდროს მოგიტყუებიათ სხვა, რაღაცის მიღწევის მიზნით. სურვილი, რომელიც ბიზნესში წარმატებას ეხება, აუცილებლად ახდება. წარმატება, რომელსაც დიდხანს ელოდით, უახლოეს მომავალში მოვა თქვენამდე.