10 რეცეპტი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად: თუ ლიმონი გიყვართ

0
857

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 10 რეცეპტს ლიმონის გამოყენებით, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

1. ელექტროლიტების წყარო

ეს ციტრუსი მდიდარია ისეთი ელექტროლიტებით, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და კალციუმი, ბევრმა კი არც იცის, რომ ასეთი კომბინაცია იდეალურ სპორტულ სასმელს ქმნის.

შაქრით გაძეძგილ სასმელში ფულის ყრის ნაცვლად, მოამზადეთ გაცილებით უფრო სასარგებლო სასმელი (თანაც, გაცილებით იაფად), სახლის პირობებში.

ესეც ერთ-ერთი რეცეპტი უთვალავს შორის: 40 მლ ლიმონის წვენი გააზავეთ 1 ლ წყალში, დაუმატეთ 3 ს.კ. თაფლი და 1/4 ჩ.კ. მარილი. 4-5 ულუფა სასმელს მიიღებთ.

2. იმუნიტეტის გამაძლიერებელი

თუ გრძნობთ, რომ ავად ხდებით, მიირთვით 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენითა და თაფლით, იმუნიტეტი რომ გააძლიეროტ.

ერთი ლიმონი C ვიტამინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს. კალციუმთან, რკინასთან, მაგნიუმთან, ფოსფორთან და სპილენძთან ერთად, რომლებსაც ლიმონი ასევე შეიცავს, ჩვენ ვიღებთ იმუნიტეტის ნატურალურ გამაძლიერებელს.

3. გულისრევისა და რეტის მომხსნელი

გულისრევა უსიამოვნო მოვლენაა, განსაკუთრებით, როცა ასეთი რამ მოგზაურობის ან დასვენების დროს ხდება. თუ ხელთ მგზავრობისთვის სპეციალური წამალი არ გაქვთ, ახლოს კი აფთიაქს ვერ ხედავთ, ჩაიდეთ პირში ლიმონის ნაჭერი. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ლიმონი შესანიშნავად გაუმკლავდება გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებებს.

4. ბუნებრივი ანტინაბახუსევინი

ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება დღე, როცა დილით ვნანობთ საღამოს დალეულ ბოლო ჭიქას. თუ ეს უეცრად შეგემთხვათ, იცოდეთ, რომ ლიმონი დაგეხმარებათ. იგი არამხოლოდ ებრძვის გულისრევას და ავსებს ორგანიზმს ელექტროლიტებით (რომლებსაც ალკოჰოლის მიღების დროს ვკარგავთ), არამედ ღვიძლიდან ტოქსინებსაც დევნის.

5. მუცლის შებერილობის მომხსნელი

ამ პრობლემის მიზეზი ბევრ რამეში შეიძლება იმალებოდეს. თუმცა, როგორც მესამე პუნქტში, ეს მდგომარეობაც ყველაზე შეუფერებელ მომენტებში იჩენს თავს. თუ დილით მუცლის არეში დისკომფორტით გაგეღვიძათ, მიირთვით შემდეგი რეცეპტით მომზადებული სასმელი:

აიღეთ კიტრის 4-5 ნაჭერი, ლებნებად დაჭრილი ლიმონის ნახევარი, ფორთოხლის მეოთხედი ნაწილი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი, ეს ყველაფერი ჩაყარეთ ცივი წყლით სავსე ლიტრიან დოქში (სასურველია, ყინულით).

6. სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო

ლიმონი და მისი წვენი ბუნებრივი ანტიოქსიდანტის, C ვიტამინის მძლავრი ბუნებრივი წყაროებია. ეს ვიტამინი ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც, ხშირად, სიმსივნურ უჯრედებად იქცევიან. ამიტომ, წესად შემოიღეთ ლიმონის ან მისი წვენის მოხმარება დღეში ერთხელ მაინც.

7. დამხმარე ასთმის დროს

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ლიმონი სასარგებლოა ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლადაც. იგი ამცირებს ანთებას, სასუნთქი გზები იხსნება და ადამიანს უმარტივდება სუნთქვა.

1 ს.კ. ლიმონის წვენის მიღება ჭამამდე 1 საათით ადრე, კვლევების თანახმად, ასთმის სიმპტომებს ამსუბუქებს.

მნიშვნელოვანია! მაღაზიაში ნაყიდი ლიმონის წვენები ჩვენს ორგანიზმს ვერ აძლევს ისეთ ეფექტს, როგორც ახალდაწურული ლიმონი. Asthma Initiative of Michigan-ის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბოთლის ლიმონის წვენს ასთმის შეტევის გამოწვევაც კი შეუძლია.

8. სტრესისა და უძილობის საწინააღმდეგო

ლიმონის გამოყენებით საკუთარ განწყობასა და ძილის ხარისხზე რომ მოახდინოთ გავლენა, გამოიყენეთ იგი არომათერაპიის სახით. ამისთვის ნედლი ლიმონი და წყლის ჭურჭელი დაგჭირდებათ.

  1. აადუღეთ წყალი, ჩააწურეთ ლიმონის წვენი და ჩაყარეთ ლიმონის ნარჩენებიც.
  2. დადგით ნახარშიანი ჭურჭელი და უბრალოდ შეისუნთქეთ ეს არომატი.

დამტკიცებულია, რომ ლიმონის არომატი ამცირებს სტრესისა და შფოთვის დონეს და ამშვიდებს გონებას. ეს საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივაა. სცადეთ!

9. თირკმლებში კენჭების გაჩენის საწინააღმდეგო

ლიმონის მოხმარება, აგრეთვე, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების გაჩენას, ციტრატების შემცველობის წყალობით. მეცნიერებს აქვთ იმის მტკიცებულება, რომ ციტრატები, რომლებსაც შარდი შეიცავს, კალციუმს არ აძლევს სხვა ნივთიერებებთან შეკვრის საშუალებას – ეს კენჭების გაჩენას იწვევს.