
ხახვი ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან ცნობილია. აი, გამომცხვარი ხახვი ტანჯვას მოგაშორებთ. მისი დახმარებით მოიშორებთ ბევრ სხვადასხვა პათოლოგიას, დაწყებული ხველით, ნაკაწრებით და დამთავრებული ბუასილით და ქუსლის დეზით. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტებს გამომცხვარი ხახვით.
ცხარე ძირნაყოფის სარგებელი
დღესდღეობით ხახვის 500 სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია ჩვეულებრივი ხახვი. მას ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ.
გამომცხვარი ბოსტნეული ისეთივე სასარგებლო რჩება, როგორც ახალი. სასარგებლო თვისებები მის მდიდარ შემადგენლობას ეფუძნება. მასში ბევრი მიკროელემენტი, B, C, PP და K ვიტამინები, რეტინოლი, ვაშლის და ფოლიუმის მჟავები შედის. ამის წყალობით ხახვს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია.
დაგეხმარებათ ინსულტის და ინფარქტის შემდეგ, ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს, ბრონქიტის და მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს კურნავს.
ჩირქოვან აბსცესებს ადვილად უმკლავდება. ძირმაგარას 2–3 დღეში მოგაშორებთ. ძირმაგარაზე გამომცხვარი ხახვი დაიდეთ, პლასტირით დაიმაგრეთ და 2 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ახალი კომპრესით გამოცვალეთ. თუ ჩირქი არ მომწიფდება, პროცედურა მეორე დღეს გაიმეორეთ.
როგორ გამოვაცხოთ ხახვი სამკურნალოდ?
საშუალო ზომის ხახვი გარეცხეთ, გაამშრალეთ და შუაზე გაჭერით.
- ტაფაზე. მშრალ ტაფაზე (უზეთოდ) გადანაჭერით ქვემოთ მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ. 15 წუთით აცხვეთ.
- მიკროტალღურ ღუმელში. თასში ხახვი ჩადეთ და ღუმელში შედეთ. მაქსიმალურ სიძლიერეზე 10 წუთით აცხვეთ.
- ფოლგაში. ბოსტნეული ფოლგაში გაახვიეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.
აბსცესების და აკნეს სამკურნალოდ
სოფლის მაცხოვრებლები აბსცესების დროს ხახვს პირველ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ. თუ კანში ან ჭრილობაზე სტაფილოკოკური ინფექცია მოხვდება, მაშინ ბოსტნეული დაგროვებულ ჩირქს ადვილად გაუმკლავდება.
უკუჩვენებები არ აქვს, ამიტომ მკურნალობის მეთოდი ორსულებსა და ბავშვებსაც გამოადგებათ. ჩირქის ამოსაღებად ბოლქვის ნახევარი ჭრილობაზე დაიდეთ, ბინტით დააფიქსირეთ. ამ მეთოდით ჩირქის გამოდევნა 2-3 დღე სცადეთ.
ბევრი გოგო ხახვის დახმარებით ჩირქოვან აკნეს იშორებს. ხახვის პატარა ნაჭერი გამონაყარზე 1 საათით დაიდეთ. კანის გაწითლების შეთხვევაში, ეს მეთოდი თქვენთვის შესაფერისი არაა.
გაფრთხილება: თუ სახეზე ბევრი ჩირქოვანი გამონაყარი გაქვთ, დერმატოლოგს მიმართეთ და შიგნიდან იმკურნალეთ. თვალზე ჯიბლიბო სწრაფად მომწიფდება და გაქრება, თუ მარლაში გახვეულ ხახვის ფაფას დაიდებთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
დიდი ჩირქის სამკურნალოდ
დიდი ჩირქის მოსაშორებლად 3 მეთოდი გამოიყენეთ. კომპრესები 2–2 საათით უნდა გაიჩეროთ.
- დიასახლისის საპონი გახეხეთ, გამოცხვარ ხახვთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა მარლის სალფეთქზე გადაიტანეთ და ჩირქზე დაიდეთ. პარკით შეიხვიეთ და ბინტით დააფიქსირეთ. სამკურნალო ნარევი 3 პროცედურაში ქუსლის დეზს განკურნავს.
- უძველესი რეცეპტი ხახვით და თაფლით. ფქვილი, ხახვი და თაფლი თანაბარი პროპორციით აურიეთ, კვერები გააკეთეთ. ნარევი ჩირქზე დაიდეთ, სალფეთქი დააფარეთ და შარფით შეიხვიეთ.
- რეცეპტი ხახვი და ნივრით. გამომცხვარი ხახვი და ახალი ნიორი 1:1 პროპორციით აურიეთ. მიღებული ფაფა ჭრილობაზე დაიდეთ, ბამბის დისკი დააფარეთ და პლასტირით დააფიქსირეთ.
სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ
ბევრი ქალური დაავადება (საშვილოსნოს ყელის ეროზია, საკვერცხეების კისტა, ფიბრომა საწყის სტადიაზე) შეგიძლიათ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან დამზადებული ტამპონებით განკურნოთ.
როგორ გავაკეთოთ სამკურნალო ტამპონი: პატარა ხახვის ბოლქვიდან შუაგული ამოიღეთ და თაფლი ჩაასხით. ღუმელში 5 წუთით აცხვეთ, მარლაში შეახვიეთ და საშოში მთელი ღამე გაიჩერეთ. მკურნალობა 7-10 დღე.
ენდომეტრიოზის დროს ხახვი, ახალი ნიორი და თაფლი აურიეთ, მარლაში გაახვიეთ და დანიშნულებით გამოიყენეთ. მკურნალობა – 10 დღე.
პანკრეატიტის დროს მხოლოდ მოხარშული და გამომცხვარი ბოსტნეული მცირე რაოდენობით გამოიყენეთ.
მცირე რაოდენობით შეუძლია:
- სისხლში შაქრის დონის შემცირება;
- იმუნიტეტის გაძლიერება;
- კალიუმი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს;
- კვერცეტინი ონკოლოგიისგან დაგიცავთ, კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილების განადურებას შეაფერხებს.
ნახეთქები და მშრალი კოჟრები შეგიძლიათ ამ ცხარე ბოსტნეულის კომპრესებით მოიშოროთ.
ბუასილის მკურნალობას ხახვის ფაფის ტამპონებით შეძლებთ. გამომცხვარი ხახვი დააბლენდერეთ, მარლაში გაახვიეთ და 20-30 წუთით ბუასილზე დაიდეთ. პროცედურა დილა–საღამოს, 14 დღის განმავლობაში გაიმეორეთ.
ხველის სამკურნალოდ გამოიყენეთ ასეთი წამალი: გამომცხვარი ხახვი 5 ნაწილად გაყავით. თითოეულს კოვზი კარაქი და თაფლი დაუმატეთ, შემდეგ შეჭამეთ. დღის განმავლობაში ხუთივე ნაწილი მიიღეთ.