ჯანმრთელობის 10 უძველესი რეცეპტი, ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.

0
1150

ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა მოდაშია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი საუკეთესო რეცეპტების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტიბეტელი ბერების, ასევე ხალხური მკურნალების და ექიმი ნეუმივაკინის საუკეთესო რეცეპტებს.

1. ტიბეტელი ბერების საიდუმლო

რა არის ახალგაზრდობა? ეს უბრალოდ ლამაზი სახე ან სხეული არაა. ეს ისეთ მდგომარეობაში ჩაძირვაა, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა შრომისუნარიანობა, ენერგიის აფეთქება, დაავადებების მოშორება, ძლიერი ძალის ფლობა, რომელიც ავადმყოფობას ეწინააღმდეგება.

ტიბეტელი დღეგრძელები ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანის ყველა ნიშანს ფლობენ. როგორ ახერხებენ? მათ ისეთი საშუალება აქვთ, რომელიც უძლურ მოხუცსაც ფეხზე დააყენებს.

მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სამკურნალო საშუალებები, რომელთაც ტიბეტელი ბერები ათასწლეულების განმავლობაში იყენებენ, ხანგრძლივი ცხოვრების სისტემის ეფექტურობის საუკეთესო დამადასტურებელია.

ის მიმართულია სულის, სხეულის და ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერებისკენ, რომ ადამიანმა სამკურნალო მედიკამენტებისა და მავნე აბების გარეშე დაავადებასთან გამკლავება თავად შეძლოს.

თუ ადამიანი თავის ცხოვრების საფუძვლად უძველეს ტიბეტურ პოსტულატს გამოიყენებს, კლინიკებში სიარული არასდროს მოუწევს:

„თუ ავად გახდი, ცხოვრების წესი შეცვალე. თუ არ გიშველა, რაციონს გადახედე, თუ კიდევ არ გიშველა, მაშინ ექიმთან მიდი“.

ტიბეტელი უხუცესები ირწმუნებიან: ჯანმრთელობას მაშინ უნდა მიხედოთ, როცა ჯანმრთელი და ძლიერი ხართ, და არა მაშინ, როცა მოხუცი და უძლური ხართ. თუმცა უძლური მოხუცებიც არ უნდა დანებდნენ. მათთვის ჯადოსნური სამკურნალო საშუალებები არსებობს.

ტიბეტური რეცეპტების ძალა

სამკურნალო საშუალებებს უმატებენ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს, რომელთა ეფექტურობა დრომ გამოცადა.

აღმოსავლელი მკურნალები ირწმუნებან, რომ სასარგებლო ბალახების ნაყენი, ჩაი, ნახარში უნდა დავლიოთ და მორიგი აბები არ ვყლაპოთ.

გირჩევთ საკუთარ თავზე გამოცადოთ სამეფო ნაყენი – ერთ–ერთი საუკეთესო რეცეპტი, რომელიც ჯანმრთელობასა და ხანგძლივ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

1971 წელს იუნესკოს ექსპედიციამ ტიბეტის მონასტერში იპოვა რეცეპტი, რომელიც თიხის ფირფიტებზე ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ–მდე V საუკუნეში იყო დაწერილი.

ახალგაზრდობის რეცეპტი:

  • არყის კვირტები
  • გვირილას ყვავილები
  • უკვდავა
  • კრაზანა

როგორ მოვამზადოთ:

  1. 100–100 გრ თითოეული კომპონენტი მშრალი და დაქუცმაცებული სახით აურიეთ.
  2. საღამოს 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 20 წუთით დააყენეთ.

როგორ დავლიოთ ელექსირი:

  1. როგორც კი მომზადდება, ელექსირი გადაწურეთ, 2 ნაწილად გაყავით და ერთ ნაწილს 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ და დალიეთ. დილამდე სხვა არაფერი დალიოთ ან შეჭამოთ, რომ კუჭს ბალახებიდან ყველაფერი სასარგებლოს ათვისებაში ხელი არ შეუშალოთ.
  2. დილით დარჩენილი ნაყენი შეათბეთ, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და დალიეთ. 30-40 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
  3. სამკურნალო ბალახების მიღების კურსი – 12 დღე. ყოველ 6 თვეში გაიმეორეთ.

ელექსირის ეფექტი

4 ბალახის ნაყენის სარგებელი:

  • ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერება
  • სისხლძარღვების მოქნილობის გაზრდა
  • გულის კუნთების გაძლიერება
  • წნევის დარეგულირება
  • მხედველობის და სმენის გაუმჯობესება
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს დახმარება
  • პარაზიტების მოშორება
  • წონის შემცირება

უკუჩვენებები:

  • თაფლსა და კომპონენტებზე ალერგია
  • მძიმე ფორმის ჰიპერტონია

მკურნალობის დროს გულის სამკურნალო მედიკამენტების, ანტიბიოტიკების, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და გარუჯვა არასასურველია. თერაპიის დაწყებამდე ექიმს რჩევა ჰკითხეთ.

ბალახების მოქმედება ორგანიზმზე

გვირილა – ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარე. გვირილას ნახარში მიკრობებს კლავს, ანთებით პროცესებს, ნაწლავურ სპაზმებს და დუღილის პროცესებს აქრობს.

კრაზანა – ნერვებს ამშვიდებს, არტერიულ წნევას არეგულირებს, სისხლს ათხელებს, გულზე დატვირთვას ამცირებს, ნაღვლის წარმოებას არეგულირებს.

უკვდავა – ძლიერი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. პარაზიტებს სწრაფად ანადგურებს, ზედმეტ ნაღველს გამოდევნის, თირკმლების მუშაობას არეგულირებს.

არყის კვირტები – ბაქტერიებს ანადგურებს, ღვიძლის და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს კურნავს.

2. ნივრის ნაყენი სპირტზე

სპირტზე დამზადებული ნივრის ნაყენი ეფექტურია. წვეთური სქემით უნდა მიიღოთ. 350 გრ ნიორი და 300 მლ სპირტი დაგჭირდებათ.

10-12 დღე დააყენეთ. ამის შემდეგ რძეში გააზავეთ და აუცილებლად სქემით მიხედვით დალიეთ.

3. ნიორი ლიმონით და თაფლით

მოქმედი რეცეპტი გასაახალგაზრდავებლად და ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად – ნიორი თაფლით და ლიმონით.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 0,5 ლ თაფლი
  • 5 ლიმონი (თხელი ქერქით)
  • 5 თავი საშუალო ზომის ნიორი

ლიმონს პარაფინები და ფუნგიციდები რომ მოაშოროთ, ჯერ მდუღარე წყალი გადაავლეთ. მდოგვის ფხვნილი ცოტა წყალში გახსენით და ამ ხსნარში ლიმონები გარეცხეთ.

მომზადება:

  1. ციტრუსი გაჭერით, კურკები მოაშორეთ, მიქსერით ათქვიფეთ (ქერქი არ მოაშოროთ). წვენი გაწურეთ.
  2. ნივრის ნაჭრები დააქუცმაცეთ, ციტრუსის წვენს დაუმატეთ.
  3. მიღებული ნარევი თაფლს აურიეთ, მაცივარში 10-12 დღე გააჩერეთ.
  4. 1 ს/კ ჭამამდე (დღეში 3-ჯერ) მიიღეთ.

თუ ნივრის ჭამა არ შეგიძლიათ, ლიმონი კოჭის ფესვებთან ერთად დააბლენდერეთ და ჩაის დაუმატეთ. ორსულობის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

4. ნივრის ნაყენი ლიმონის წვენზე

ტიბეტელმა მკურნალებმა საუკუნეების განმავლობაში უამრავი რეცეპტი გამოიგონეს და გამოცადეს. რომელია საუკეთესო? თითოეული რეცეპტი ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა.

ქვემოთ მოცემული რეცეპტი არაერთხელ გამოცადეს და შეფასებებით წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა. უძლური მოხუცებიც კი ახალგაზრდობის ძალით იმუხტებიან:

  1. 400 გრ ნიორი გახეხეთ, 24 ლიმონიდან წვენი გაწურეთ და ნიორს აურიეთ.
  2. ნარევი ქილაში გადაიტანეთ, მარლა დააფარეთ (თავსახური არ დაახუროთ) და მაცივარში შეინახეთ.
  3. 1 ჩ/კ ნარევი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ და ჭამის შემდეგ მიიღეთ.

თქვენს მდგომარეობას დააკვირდით. 2 კვირაში ძილიანობა, მოთენთილობა გაქრება, სიმსუბუქეს და შრომისუნარიანობის ზრდას იგრძნობთ.

ტიბეტელი ბერების ცხოვრების წესი:

  1. ღვინო არასდროს დალიოთ.
  2. ყოველი ჭამის შემდეგ 100 ნაბიჯი გაიარეთ.
  3. ადრე ადექით და ადრე დაწექით.
  4. ყოველდღე ფიზიკურად იშრომეთ.
  5. ყოველი ახალი დღით გაიხარეთ, ხალხი გიყვარდეთ.

5. უძველესი რეცეპტი ძალების და ენერგიების გასაზრდელად

იმუნიტეტის გაძლიერებას, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარეგულირებას, ღვიძლის და სისხლძარღვების გაწმენდას, სახის კანის ფერის გაუმჯობესებას უძველესი საშუალებით შეძლებთ. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 3 კომპონენტი:

  • 200 გრ თაფლი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ ციტრუსის წვენი (ლიმონი)

სამივე კომპონენტი ერთად ძლიერ ანტიასაკობრივ საშუალებად გარდაიქმნება!

მომზადება:

ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი აურიეთ, მაცივარში შეინახეთ. დილით გაღვიძებისას ნარევს კარგად აურიეთ და 1 ჩ/კ ელექსირი უზმოზე დალიეთ. 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ.

6. სელის ზეთი

ამ რეცეპტის მოსამზადებლად სელის ზეთი დაგჭირდებათ. ძველად ის შეუცვლელი პროდუქტი იყო. ქალები მას სახის და თმის სილამაზისთვის იყენებდნენ.

სასწაული ნარევი სელის ზეთით:

  • 1 კგ თაფლი
  • 4 ლიმონი
  • 3 თავი ნიორი
  • 200 მლ სელის ზეთი

მომზადება: ლიმონი (2 ცედრის გარეშე და 2 ცედრით) და გასუფთავებული ნივრის თავები დააბლენდერეთ, თაფლი და ზეთი დაუმატეთ, აურიეთ. მინის ქილაში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ.

1 ს/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. ზეთი ნივრის სუნს ჩაახშობს, ამიტომ შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიიღოთ.

თითოეული პროდუქტის გასაოცარი თვისებები კომბინაციაში უფრო ძლიერდება.

სელის ზეთი მდიდარია B, A, F და E ჯგუფის ვიტამინებით, ასევე მიკროელემენტებით და ომეგა 3 და ომეგა 6 მჟავებით.

სწორედ მჟავების წყალობით ზეთი შეუცვლელი საშუალებაა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლძარღვების მოქნილობის გასაზრდელად. სელის ზეთი ინსულტის, ინფარქტის, ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს, თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს.

უცვლელი ცხიმოვანი მჟავების დღიური დოზის მისაღებად დღეში 2–3 ს/კ სელის ზეთი მიიღეთ.

7. წყალი დარიჩინით

შინაურული სასმელი დარიჩინით რეგულარულად დალიეთ და სიბერე დიდხანს არ მოვა: 1 კოვზი დარიჩინის ფხვნილი 3 ჭიქა ცხელ წყალს აურიეთ.

როცა წყალი გაგრილდება 4 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. დღეში 4–ჯერ, ფინჟნის მეოთხედი დალიეთ. ძალიან მალე გარეგნობაში სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ.

8. პროპოლისის ნაყენი

ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 100 ნიორი
  • 50 გრ თაფლი
  • 200 მლ არაყი
  • 30 მლ 20%–იანი პროპოლისის ნაყენი

მომზადება:

დაქუცმაცებული ნიორი თაფლი და პროპოლისის ნაყენს აურიეთ. არაყი დაასხით და 10 დღე კარადაში შეინახეთ. 1 ჩ/კ ნარევი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – ბალზამის დასრულებამდე.

9. ნიორი რძით

ჯადოსნური სასმელი ინდოელებისგან: 2 თავი ნიორი დააქუცმაცეთ და 1 ლ რძეში დარბილებამდე მოხარშეთ. მთელი დღის განმავლობაში დალიეთ.

სასმელი მამაკაცის ძალისა და ახალგაზრდობისთვის: 200 მლ წყალი გააცხელეთ, 1 ს/კ ლიმონის წვენი დაასხით და 1 ჩ/კ ხმელი პიტნა და შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. 5 წუთში შეგიძლიათ დალიოთ.

10. პროფესორ ნეუმივაკინის ანტიასაკობრივი რეცეპტები

ორგანიზმის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად ექიმი ნეუმივაკინი თავის ნამდვილად ჯადოსნურ რეცეპტებს გვთავაზობს.

  1. თითო ჭიქა სტაფილოს, ჭარხლის და ბროკოლის წვენები აურიეთ. 1 ჭიქა თაფლი, 1 ლ არაყი და 2-3 ლიმონის წვენი დაუმატეთ. ნარევი 2-3 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ, შემდეგ უზმოზე 2-3 კოვზი დალიეთ. 30 დღის განმავლობაში ორგანიზმის ძლიერ გაიწმინდება.
  2. 1 ლ არაყს 0,5 ჭიქა პირშუშხას წვენი და თითო ჭიქა სტაფილოს, ჭარხლის და შავი ბოლოკის წვენები, ასევე 1 ჭიქა თაფლი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 14 დღე დააყენეთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ 1 ს/კ დილა–საღამოს დალიეთ, ნარევის დამთავრებამდე. ასეთი გაწმენდის შემდეგ ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.