ნიშნები ხელისგულებზე, რომლებიც სერიოზულ დაავადებებზე გაფრთხილებთ

0
717

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადებებზე საუბრობს ხელისგულებზე არსებული ნიშნები.

  • წითელი ხელისგულები ღვიძლით დაინფიცირებაზე მიგანიშნებთ. ასევე ღვიძლის შემოწმება ღირს, თუ ხელისგულებს მოყვითალო შეფერილობა აქვთ.
  • თუ მხოლოდ თითის წვერები გიწითლდებათ, საჭმლის მონელებაზე დაფიქრდით, რადგან თქვენი კუჭ–ნაწლავის ტრაქტი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს.
  • ცერა თითის ფუძესთან წითელი ლაქა სასქესო ორგანოების პრობლემებზე მიგითითებთ.
  • ხელის უკანა მხარეს ყავისფერი ლაქა მიგანიშნებთ კანის პიგმენტაციის ასაკობრივ დარღვევებსა და ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე.
  • ხელისგულებზე მარმარილოს ნიშანი ვეგეტატიური ნერვული სისტემის პრობლემებზე მიგითითებთ.
  • ხელის კანის აქერცვლა A და D ვიტამინების დეფიციტის ნიშანია. თუ კანი მსხვილად გექერცლებათ, სჯობს სოკოზე დაფიქრდეთ.
  • ყინულივით ცივი ხელები უბრალოდ ყვირის, რომ პერიფერიული სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, ნიკოტინის მჟავა დეფიციტურია (ნიკოტინის მჟავას არაფერი საერთო არ აქვს მოწევასთან და ნიკოტინთან. მას შეიცავს რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი, წიწიბურა, ლობიო, სოკო, კომბოსტო).
  • თუ ხელისგულები ზამთრის სიცივეშიც ცხელია, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ. კერძოდ, ღვიძლი თავის გაწმენდის ფუნქციებს ვერ ასრულებს, მიღებული მედიკამენტების, ალკოჰოლის და სხვა ქიმიური კომპონენტების დეაქტივაციას ვერ ახერხებს.
  • თუ გეჩვენებათ, რომ ხელებზე მწერები, ე.წ. „ჭიანჭველები“ დადიან, ენდოკრინული სისტემა შეამოწმეთ. სხვათა შორის, ენდოკრინული სისტემა ხელებთან დაკავშირებულ შეგრძნებებთან ხშირად არის დაკავშირებული – სველი ხელი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე, ხოლო მშრალი და მკრთალი ხელი ჰიპოფუნქციაზე მიუთითებს.
  • ფერმკრთალი ხელის მფლობელებმა სისხლის საერთო ანალიზში ჰემოგლობინის შემცველობა უნდა შეამოწმონ.
  • თითის წვერების გაშეშება, განსაკუთრებით ნეკა თითის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე საუბრობს. თუ მხოლოდ ცერა თითები გიშეშდებათ, სასუნთქი სისტემის პრობლემებს უფრთხილდით.
  • თითების გვერდითა ზედაპირის ქავილისას ცრურწმენის იმედად ნუ იქნებით, რომ ხელის ქავილი ბევრი ფულის ნიშანია. სავარაუდოდ, ქავილი ნაწლავების დაავადებებზე საუბრობს.
  • საჩვენებელ თითებზე კანის გამკვრივება და უხეში კანი ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე საუბრობს.
  • სახსრების ფორმების ცვლილებებს მხოლოდ ზარმაცი ვერ შეამჩნევს. ეს აშკარად ართროზის, ართრიტის დეფორმაციაზე საუბრობს. ასევე ფსორიაზის მიშვებულ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს.