დრუიდების ჰოროსკოპი: რომელ ხესთანაა დაკავშირებული თქვენი პიროვნება

0
2405

ძველი კელტები დიდ პატივს სცემდნენ ბუნებას და მიაჩნდათ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ხე, რომელიც მფარველობს მას. გინდათ იმის გაგება, თუ ვინ ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით? Girl.ge-ის რედაქცია ამას ახლავე გიამბობთ.

1. ვაშლის ხე

23-31 დეკემბერი; 25 ივნისი – 4 ივლისი

ქალბატონი ვაშლის ხე ოჯახური ცხოვრებისთვისაა შექმნილი. იგი კეთილი, მომთმენი და გულუხვია. რაც მთავარია, ვაშლის ხისგან დიდებული დედა დგება. თუმცა, ზედმეტად მზრუნველი. “ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება” – ეს არა ბუნების კანონს, არამედ იმას ეხება, რომ ვაშლის ხე თავის საყვარელ ადამიანებს მხედველობის არეში აჩერებს. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ბავშვებს არ ეხება.

2. ნაძვის ხე

1-11 იანვარი; 5-14 ივლისი

თუ ქალ ნაძვს ეტყვით, რომ ზედმეტად იჩხვლიტება, სახეში ნაძვის სილას მიიღებთ. მჩხვლეტავი კი არა, ფუმფულაა! ზოგადად, ნაძვი მთავარი ხეა. თუმცა, მის გარშემო ცეკვა-თამაში საპატიო დაშორებით უნდა მოაწყოთ: ნაძვს უყვარს, როცა მისით ყველა აღფრთოვანებულია, თუმცა, ახლო წრეში მხოლოდ რჩეულებს უშვებს. რჩეულებს კი ელით საჩუქრები, გირლანდები და შუშის ბურთულები.

3. თელა

12-24 იანვარი; 15-25 ივლისი

ამ ქალის ცხოვრებისეული დევიზი: “თუ ახსნა საჭიროა, ნუ ახსნი”. მას გულწრფელად არ ესმის, რატომ ართულებენ ადამიანები მუდმივად ყველაფერს, რატომ არავინ ცდილობს მარტივად ცხოვრება. ამ ქალბატონს ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე აქვს დალაგებული, ყველა სვლა აქვს გაწერილი, ამიტომ, თუ ვინმეს მისი დაპყრობა სურს, მარტივად უნდა ცხოვრობდეს. უფრო მარტივად, უფრო!

4. კვიპაროსი

25 იანვარი – 3 თებერვალი; 26 ივლისი – 4 აგვისტო

როგორც ცნობილია, ეს ან ხე, ან ბუჩქია. უფრო სწორად, ორივე ერთად. თანაც, ძალიან ძველი ხე-ბუჩქია. ქალბატონი კვიპაროსი გაორებულ პიროვნებას წარმოადგენს. სამაგიეროდ, მისი ცხოვრებისეული პრინციპები უბრალო და სწორია, როგორც ძველი მოძღვრებები. სულაც არაა მომაბეზრებელი ადამიანი. პირიქით: უყვარს გართობა და ხალხმრავლობა.

5. ვერხვი

4-8 თებერვალი; 5-13 აგვისტო

ვერხვი დაუჯერებელი სიჩქარით იზრდება, თანაც ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი. ქალბატონი ვერხვებიც ასეთები გახლავთ: ნებისმიერ სიტუაციაში ხედავენ დადებით მხარეებს და ნებისმიერი უსიამოვნებიდან იძვრენენ თავს, დანაკარგის გარეშე. თუმცა, გარშემომყოფებს ეჩვენებათ, რომ ქალბატონი ვერხვი ძალიან ბევრია: საითაც არ უნდა გაიხედონ, ყველგან ისაა! ეს სეზონურ მოვლენებსაც ეხება: ვერხვის ფოჩები, სიცხე, ივლისი…

6. კედარი

9-18 თებერვალი; 14-23 აგვისტო

კედარი უნიკალური ხეა, ნებისმიერი თვალსაზრისით. თანაც, ძალიან, ძალიან ძვირი. მოკლედ, სულ ესაა, რაც ქალბატონი კედრის შესახებ უნდა იცოდეთ. იგი სულაც არაა ისეთი, როგორიც ყველა. ამაშივე მდგომარეობს მისი პრობლემა: კედარი ყოველთვის ირჩევს უკიდურესობას: ან ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, ლამაზია, ან, პირიქით, ყველაზე უარესია. კიდევ ერთი უკიდურესობა ცხარე კაცთმოძულეობაა. საბედნიეროდ, კედარს შეუძლია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა.

7. ფიჭვი

19-29 თებერვალი; 24 აგვისტო – 2 სექტემბერი

იცით, რატომ ამზადებენ ფიჭვისგან ხომალდის ანძებს? იმიტომ, რომ ის ძალიან მაღალი, იდეალურად სწორია, არ უყვარს ქვემოთ ტოტების გაზრდა. ზოგადად, ესვე ახასიათებს ქალ ფიჭვს: მას მახვილი გონება, რკინის ლოგიკა აქვს, ყოველთვის ფესვებში იყურება და ამბობს, რასაც ფიქრობს. რა თქმა უნდა, პერფექციონისტია. ყველაფერი ან იდეალურად უნდა იყოს, ან არანაირად. ფიჭვი აუტანელი იქნებოდა, რომ არა ხომალდის თემა.

8. ტირიფი

1-10 მარტი; 3-12 სექტემბერი

ქალ ტირიფის ხასიათის გაგება მარტივია, თუ ამ ხეს დააკვირდებით: აი, დგას იგი წყალთან, ტოტები მწუხარებით აქვს ჩამოყრილი და გვატყვევებს თავისი მელანქოლიური სილამაზით. ქალბატონი ტირიფი დაბადებიდან მსახიობია. აგრეთვე, მანიპულატორი. მას აქვს განსაკუთრებულად ტანჯვის უნარი, რა თქმა უნდა, ძირითადად, სიყვარულში. მისი ტანჯვის მიზეზი დღემდე გაუგებარია.

9. ცაცხვი

11-20 მარტი; 13-22 სექტემბერი

ცაცხვს ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი სჭირდება: მყუდრო სახლი, წიგნები და კატა. და კიდევ, კარგი ადამიანები რომ შეითქვან და ცუდები დახოცონ. სამწუხაროდ, ბოლო შეუძლებელია, ამიტომ ქალბატონი ცაცხვს ურჩევნია, იცხოვროს თავის შინაგან მონღოლეთში, იქ, სადაც სულელი და ბოროტი ადამიანები არ არიან. თუმცა, სამყარო ბოროტისა და სულელის გარეშე მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ ცაცხვი მათ თავად მოიგონებდა.

10. ლარიქსი

22-31 მარტი; 24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

ლარიქსის ხე ცნობილია ორი თვისებით: ჯერ ერთი, იგი ტენიანობისადმი ზედმეტად მედეგია. მორწყე, წყალდიდობა მოუწყვე – არ დალპება. მეორეც, მასში ლურსმინს ჩაჭედება ძალიან რთულია, ამოღება კი შეუძლებელი. მოკლედ, მიხვდებოდით. ქალი ლარიქსი ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება, სპილენძის მილებში სტვენით დაფრინავს. ხოლო მათ, ვინც არ აწყობს, ლურსმანივით ექცევა. დიდხანს და მოთმინებით უგულებელყოფს, შემდეგ კი ერთი დარტყმით აპობს შუაზე.

11. ცირცელი

1-10 აპრილი; 4-13 ოქტომბერი

იგი ყველას უყვარს: ძალიან ლამაზია, მისი კენკრა კი – შეუცვლელი. მას ჩიტები მიირთმევენ, ადამიანები – გემრიელ ნაყენს ამზადებენ. ქალბატონი ცირცელიც ყველას უყვარს, რადგან იშვიათი ნიჭი გააჩნია: ყველასთან შეუძლია საერთო ენის პოვნა, უკანასკნელ ნაძირალაშიც კი დაინახავს რაღაც კარგს.

12. ნეკერჩხალი

11-20 პარილი; 14-24 ოქტომბერი

ქალბატონი ნეკერჩხალი ნამდვილი ურჩხულია. მართლა. იგი არაადამიანურად მიმზიდველია, გონება კი მის ფერხთაა გართხმული. ისმის კითხვა: რატომ დააჯილდოვა ბუნებამ ამდენი ნიჭით ერთი ადამიანი? რასთან გვაქვს საქმე? პასუხი – იუმორთან. ნეკერჩხალს იუმორიც თავისებური აქვს. ზოგიერთი მგრძნობიარე ინდივიდი ტირილით იჯერებს გულს, ნეკერჩხალი კი უპირატესობას ხუმრობას ანიჭებს.

13. კაკალი

21-30 აპრილი; 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი

ქალბატონი კაკალი, ალბათ, ერთადერთი ნიშანია, რომელსაც თავის მწვანე პროტოტიპთან საერთი არაფერი აქვს. არავითარი გემრიელი ნაყოფი, არავითარი მიმზიდველი ხე. ნუ, რაღაც საერთო მაინც აქვთ: ნიგოზი ძალიან გემრიელი, თუმცა ვერაგია: 1 მუჭას შეჭამ და, ჰოპ! – კალორიების დღიურ ნორმას გადააჭარბე. აი, ასეთი გახლავთ ქალბატონი კაკალი: ვერაგი და დაუნდობელი. თუმცა, მხოლოდ მათთან, ვინც მის შრომას ნებართვის გარეშე გამოიყენებს. ოჰ, როგორ ანანებს!

14. ჟასმინი

1-14 მაისი; 3-11 ნოემბერი

წვრილი ტოტები, ნაზი ყვავილები და დიდებული, მათრობელა არომატი – რატომ უბოძა ბუნებამ იასამანს ასეთი სილამაზე? როგორც ჩანს, ქალბატონი ჟასმინის მყიფე სილამაზე ყველას ათრობდა, ამიტომაც უძღვნიდნენ მას ლექსებსა და სიმღერებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათრობელა არომატი გათავდება, მიხვდებიან, რომ ჟასმინი არა ყვავილი, არამედ ნამდვილი რკინის ლედია: ძლიერი, მიზანმიმართული და ჯიუტი. თუმცა, გვიანი იქნება.

15. წაბლი

15-24 მაისი; 12-21 ნოემბერი

ქალბატონი წაბლი დიდებული გმირი, ჩაგრულთა მცველი და სამართლიანობისთვის თავდადებული მებრძოლი გახლავთ. ფიქრობთ, ამ დროს უბედური იქნება და ამ სამყაროს ნაკლები აწუხებს? არაფერიც: უყვარს სიცოცხლე – მისი ნებისმიერი გამოვლინება. მოსწონს დაჩაგრულთა დაცვა და მოფრთხილება, მჩაგვრელებს კი ჯოხებით დასდევს.

16. იფანი

25 მაისი – 3 ივნისი; 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი

ვიკინგები ამ ხისგან ამზადებდნენ რუნებს, რადგან, ლეგენდის თანახმად, სიცოცხლის ხე, სახელად იგგდრასილი, სწორედ იფანი გახლდათ. სხვათა შორის, პირველი რუნების მისაღებად, უზენაესმა ღმერთმა ოდინმა იგგდრასილზე 9 დღე გაატარა. ამიტომ, თუ ვინმეს ქალბატონ იფნისგან რამე სჭირდება, ხანგრძლივი გამოცდისთვის უნდა მოემზადოს. არა, იფანი ძუნწი კი არაა, უბრალოდ გადაწყვეტილების მიღება უჭირს. განსაკუთრებული მოთმინება დასჭირდება მათ, ვინც მასზე დაქორწინებას დააპირებს. 9 დღეში ვერ გამოძვრებით.

17. რცხილა

4-13 ივნისი; 2-11 დეკემბერი

ქალბატონ რცხილას ჩვევაა, გარშემომყოფებს ოდნავ მაღლიდან უყუროს. ზოგადად, ამის საფუძველი აქვს: პასუხისმგებლიანი და დაუჯერებლად შრომისუნარიანია, ამიტომაც აღწევს წარმატებას. გარშემო ყველა უსაქმურია, აბა?! რეალურად, რცხილა ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამრიგად იცავს თავს ბოროტებისგან. სხვა საქმეა, რომ ამ ბოროტების ნახევარი თავადვე მოიგონა, ნუ ჩავუღრმავდებით.

18. ლეღვის ხე

14-23 ივნისი; 12-20 დეკემბერი

ფიკუსის ეს სახეობა ძუნწი არაა, ემოციური, არაპროგნოზირებადი და მერყევია, გარშემომყოფები კი მუდმივად სთავაზობენ რამე აუტანლად მოსაწყენს. მაგალითად, სამსახურს ან ზომიერ ოჯახურ ცხოვრებას. “რა მოსაწყენია!” ფიქრობს ქალბატონი ლეღვის ხე და თავით ეფლობა შემოქმედებაში. ან თავგადასავლებში. ან კიდევ სადმე. ამას უკვე აღარ გეტყვით.

19. უხა

21-22 მარტი

მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს შეგვიძლია მუხა ვუწოდოთ – არ ეწყინება. მას არაფერი სწყინს, რადგან ეს სულელური ქცევაა. რა უაზრობაა ეს წყენები, როცა მარადიულობასთან გვაქვს საქმე? დიახ, ქალბატონი მუხა მარადიულად აპირებს ცხოვრებას, რომ იცოდეთ. ამას თითქმის მოახერხებს, რადგან მასში იმდენი ძალა და ნებისყოფაა, რომ ზედმეტი დიდი ხნის წინ უნდა გაეჩუქებინა.

20. არყის ხე

24 ივნისი

სხვათა შორის, ძველად არყის ტოტებს ავი სულების განდევნისთვის იყენებდნენ. ქალბატონი არყი ვერ აიტანს გვერდით უწმინდურს: არავითარი სკანდალი, ინტრიგა, უსამართლო თამაში. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველფან სიმყუდროვის, სიმშვიდისა და სიხარულის ატმოსფეროს დაამყარებს. სავსებით გაუგებარია, როგორ ახერხებს ამას, იმის გათვალისწინებით, რომ არყის ხეს ადამიანები ისევე უყვარს, როგორც ავი სულები.

21. ზეთისხილის ხე

23-24 სექტემბერი

ეს მარადმწვანე ხეა, რომელიც, ძირითადად, ხმელთაშუაზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე იზრდება. დაახლოებით ასე ახერხებს ქალი ზეთისხილი თავისი ცხოვრების მოწყობასაც: გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ იგი თბილი და ნაზი ზღვის ნაპირზე ზის და ჩაფიქრებული აკვირდება შესანიშნავ პეიზაჟს. უცნობია, ამას როგორ ახერხებს, თუმცა, ცნობილია, რომ ამ ხის ტოტი მშვიდობის სიმბოლოა. მართლაც: ეს ყველაზე მშვიდობიანი ნიშანია! სწორედ ეს იცავს მას ბოროტი შურიანებისგან.

22. წიფელი

21-22 დეკემბერი

წიფელი იდეალურად სწორი ხეა: გამძლე, ძლიერი, ლამაზი, ამასთან, მასზე გემრიელი და სასარგებლო კაკალი იზრდება. მოკლედ, ეს ქალბატონი ქალწულია, რომელიც წარმატებას ნებისმიერ საქმეში აღწევს. თუმცა, არსებობს ნიუანსი: წიფელი წითელ მონსტრად იქცევა, თუ ვინმე მისთვის ძვირფასს შეეხება.