სახის კორეული მასაჟი: მოატყუეთ ბუნებას, იყავით ახალგაზრდა

0
626

კოსმეტოლოგმა და საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის მფლობელმა, კორეელმა ალისია იუნმა შეიმუშავა სახის მასაჟის განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც ეხმარება კანს სიმკვრივისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში, ავარჯიშებს სახის კუნთებს და გრავიტაციას არ აძლევს ჩვენი გამწარების საშუალებას.

-“სახის მასაჟის პირველი წესი – არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ იგი მშრალ კანზე. მოიშორეთ მაკიაჟი, თუ იგი გესვათ, გაიწმინდეთ კანი ტონიკით და წაისვით სახის სამასაჟე სპეციალური კრემიდ ან კოსმეტიკური ზეთი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თითები ოდნავ სრიალებდეს კანზე, თუმცა, არ ჭიმავდეს ან ძაბავდეს მას.” 

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ სახის მასაჟის წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

  1. ლიმფური კვანძების მასაჟი-მასაჟი უნდა დაიწყოთ ლიმფური სითხის ნაკადის აჩქარებით. ყურებს უკან, ყბის სახსართან ახლოს, თითებით მოსინჯეთ ლიმფოკვანძები და მაქსიმალურად ნაზად დაიზილეთ, წრიული მოძრაობებით. რამდენადაც გვერდით სანერწყვე ჯირკვალია მოქცეული, მსუბუქი წვა და ნერწყვის ჭარბი გამოყოფა შეიძლება იგრძნოთ, რაც ნორმალურია. შეასრულეთ მოძრაობები 1 წუთის განმავლობაში.
  2. V-ზოლის მასაჟი-მოხარეთ ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები, გაატარეთ იგი სახის ოვალზე, თითქოს, V ასოს ხატავთ. ეს ასტიმულირებს სისხლის ნაკადს და აუმჯობესებს კანის ტურგორს. გაიმეორეთ 15-ჯერ, ცვალეთ ზეწოლის ინტენსივობა მსუბუქიდან ძალიან ინტენსიურობამდე.
  3. კისრის მასაჟი-თითების ბოლოებით დაიზილეთ კისერი, ყბის ზოლიდან მხრებამდე. გაიმეორეთ 20-ჯერ, ზეწოლის ინტენსიობა – საშუალო.
  4. ნიკაპის მასაჟი-ჩქმეტვითი მოძრაობებით გაატარეთ ხელები ნიკაპის ცენტრიდან ყურის ბიბილოებამდე და მოფერებითი მოძრაობებით ჩაატარეთ ხელები კისერზე, ქვემოთ. გაიმეორეთ 15-ჯერ.
  5. ლოყების მასაჟი-თითის ბალიშებით რამდენჯერმე დააჭირეთ თვალქვეშა “ტომრების” მონაკვეთს, ანუ, იმ ადგილს, სადაც, ჩვეულებრივ, შეშუპება გიჩნდებათ. შემდეგ მომუშტეთ ხელები და შეასრულეთ ინტენსიური ზეწოლითი მოძრაობები ყვრიმალებზე. მუშტის ზურგის მხარე დააჭირეთ შუბლის ცენტრალურ ნაწილსა და თვალის ბუდეს, გაიმეორეთ ციკლი ხუთჯერ.
  6. შუბლის მასაჟი-შეკარით მუშტები და დაიზილეთ შუბლის კანი მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით, ამჯერად მოხრილი თითების ძვლებით. შემდეგ გაიმეორეთ მოძრაობა, კანის თითის დაბოლოებებით შეხებით, თითქოს, კანს ეფერებით. შეასრულეთ “ჩამობანვითი” მოძრაობებით, ზემოდან ქვემოთ. გაიმეორეთ ხუთჯერ.
  7. ლოყის შუა ნაწილების მასაჟი-დიდი თითებით, საშუალო ინტენსიობით გააცურეთ ცხვირის ნესტოების კიდეებიდან საფეთქლებამდე. დაასრულეთ მოფერებითი მოძრაობებით, ზემოდან ქვემოთ. გაიმეორეთ 15-ჯერ.