ალოესა და თაფლის ნარევი სასარგებლოა კუჭისთვის.

0
721

თანამედროვე ადამაინისთვის რთულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისთვის თავიდან აცილება. მათ იწვევს არასწორი კვება (ფასტ-ფუდი, მარილისა და სუნელების ჭარბი რაოდენობით მოხმარება), ალკოჰოლი, სტრესი, წამლების გვერდითი ეფექტები. შედეგად, ჩნდება სიმძიმე, წვა, ტკივილი, დისპეპსია.

შეგიძლიათ, გამოსავალი წამლებში იპოვოთ, მიიღოთ აბები იმ საფუძვლით, რომ სამკურნალო ეფექტი შესაძლო გვერდით მოვლენებს დაძლევს. ან, მიმართოთ ხალხურ მედიცინას. ისინი საუკუნეების განმავლობაში შეგროვდა, დაიხვეწა, მათში ბუნების ძალა და ბუნებრიობა იგრძნობა.

1. ალოე-იყო დრო, როცა ალოე (ასწლოვანი) ნებისმიერი სახლის ფანჯრის რაფაზე იზრდებოდა. ახლა იგი უფრო იშვიათად გვხვდება, თუმცა, ალოეს პოვნა მაინც მარტივია.ალოე სუკულენტებს მიეკუთვნება: სქელი, ხორციანი ფოთლები სითხეს აგროვებს, კიდეები კი ბასრი ეკლებითაა დაფარული. ალოეს წვენი და რბილობი შეიცავს:

  • В ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, რომელსაც საერთოგამაძლიერებელი მოქმედება აქვს, მონაწილეობს მიმოცვლით პროცესებში;
  • ქინონები, რომლებსაც მსუბუქი საფაღარათე მოქმედება აქვთ, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეტაბოლიზმს;
  • მიკროელემენტები და ორგანული მჟავები სეკრეტორულ ცხოველქმედებას არეგულირებს;
  • ფლავონოიდები, ტანინები, გლიკოზიდები ანეიტრალებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ მიკროფლორას;
  • ფიტოსტეროიდები აცხრობს ანთებით პროცესებს.

2. თაფლი-თაფლი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, დიეტოლოგებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს მისი დადებითი გავლენა კუჭსა და ნაწლავებზე. მას ანთების საწინააღმდეგო, შემხორცებელი, მსუბუქი, საფაღარათე მოქმედება აქვს, ასტიმულირებს მადას, არეგულირებს კუჭის წვენის pH დონეს.თაფლის მირთმევა სასარგებლოა მეტეორიზმის, მუცლის შებერილობის, სიმძიმის შეგრძნების, ყაბზობის დროს.ხალხურ მედიცინაში იდეალურ კომბინაციად ითვლება ალოესა და თაფლის მასა. მისი მიღება რეკომენდებულია კუჭისა და ნაწლავების დაავადებების დროს, აგრეთვე, პათლოგიების, მათ შორის, ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკისთვის.

როგორ მივიღოთ ალოესა და თაფლის ნაზავი-ალოეს გამოყენება სამედიცინო მიზნისთვის რომ შეძლოთ, ქვედა სქელი ფოთლები ფრთხილად მოტეხეთ ან მოჭერით, კარგად გარეცხეთ, გამშრალი ფოთლები გაახვიეთ კილიტაში და მოათავსეთ მაცივრის ქვედა თაროზე 2-3 დღით. შემდეგ მოჭერით ეკლები და დააქუცმაცეთ ფოთლები. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დაჭერით დანით, შემდეგ კი დაწურეთ წვენი.ალოეს პრეპარატების შეძენა აფთიაქშიც შეიძლება.

  • საკვების მონელების გასაუმჯობესებლად, მადის გასაძლიერებლად

შეურიეთ 100 მლ ალოეს წვენი 200 გ თაფლს (უმჯობესია, ყვავილის ან წიწიბურის), დაუმატეთ 150 მლ წითელი მშრალი ღვინო. დადგით თბილ ბნელ ადგილას 4 დღით, ანჯღრიეთ, ურიეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, უზმოზეც, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ, ღვინო საერთოდ არ დაუმატოთ.

  • საფაღარათე საშუალებად

რბილი საფაღარათე სასუალება რომ მიიღოთ, მაცივრიდან გამოღებულ ფოთლებს დაასხით 1 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. თუშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. გააგრილეთ ნახარში, ამოიღეთ ფოთლები და დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ, 100 მლ ოდენობით.

  • წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ

კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, შეურიეთ 100 მლ ალოეს წვენი თაფლსა და კარტოფილის ახალდაწურულ წვენს. ნუ მოამზადებთ საშუალებას წინასწარ, მოამზადეთ უშუალოდ გამოყენებამდე. დალიეთ უზმოზე, 100 მლ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

გასტრიტისა და წყლულის დროს, რეცეპტი ასე იცვლება: დაადნეთ 70 გ კარაქი, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ 100 მლ თაფლი და 150 გ ალოეს წვენი, მოურიეთ და მიიღთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

უკუჩვენებები-ამ ინგრედიენტებით მომზადებული პრეპარატების მიღება არ შეიძლება დიაბეტისა და ინგრედიენტების ინდივიდუალური აუტანლობის დროს.