როგორ ვუშველოთ სახსრების ტკივილს: ხალხური საშუალებები

0
1048

სახსრების ტკივილს ყოველთვის დისკომფორტი, ხელების მოძრაობის შეზღუდვა მოჰყვება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი (ტრავმა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ხანგრძლივი სტატიკური დაძაბულობა), ისე შინაგანი (სხვადასხვა ხასიათის დაავადება, მემკვიდრეობითობა, ბუნებრივი დაბერება) ფაქტორები.

ხალხური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ მდგომარეობის გაუმჯობესება, ტკივილის მოხსნა, მოძრაობის უნარის დაბრუნება. მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტების რეცეპტები, რომლებსაც Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ, საშუალებას მოგცემთ, მოამზადოთ წამალი სახლის პირობებში.

პროდუქტი, რომელიც რაციონს უნდა დაუმატოთ

ნახარშების, სალბუნებისა და მალამოების გარდა, სახსრების ტკივილის დროს, აუცილებელია რაციონის გადახედვაც. მენიუდან უნდა ამოიღოთ (ან მინიმუმამდე დაიყვანოთ) მარილი, ცხარე საკვები, მარინადები, შებოლილი პროდუქტი, ყავა. მათ ნაცვლად, გაამდიდრეთ რაციონი შემდეგი პროდუქტით:

  • თაფლი და დარიჩინი, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, აღადგენს ქსოვილებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას;
  • ზეითუნის ზეთი, რომლის უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ანთების საწინააღმდეგო ფაქტორები ხსნის ტკივილს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას ართრიტის დროს. ამ ზეთის გამოყენებით, დაიზილეთ ხელებიც, შეიზილეთ თბილი ზეთი სახსრებში;
  • კარტოფილი და მისი წვენი ამსუბუქებს ტკივილს და უბრუნებს სახსრებს მოძრაობის უნარს, მოქნილობას, მცირე მოძრაობების სიზუსტეს;
  • ნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, სასარგებლოა სახსრების დაავადებების დროს;
  • კურკუმა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას;
  • ვაშლის ძმარი გააზავეთ თბილ წყალთან (1 ს.კ. 250 მლ წყალზე), დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და მიირთვით ყოველდღე, უზმოზე.

სახსრების სამკურნალო საშუალებები

  1. შეურიეთ თითო ჩ.კ. მდოგვის ზეთი და თხევადი თაფლი, გაათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ ხელების კანში, დაზელვითი მოძრაობებით, განსაკუთრებით მოინდომეთ სახსრებთან (თითებსი დანაყოფებთან, მაჯასთან).
  2. დაჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მდოგვის ზეთი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. ნარევი ოდნავ შეათბეთ ორთქლზე, შეიზილეთ სახსრებში, დაატანეთ მცირე ძალისხმევა. გაიმეორეთ პროცედურა დილა-საღამოს.
  3. კონტრასტული კომპრესები: დაასველეთ პირსახოცი ცხელ წყალში, შეიზილეთ სახსრებში თბილი ზეითუნის ზეთი და დაიდეთ მოდუნებულ (შეძლებისდაგვარად) ხელის მტევნებზე ცხელი პირსახოცი. 3-4 წუთში პირსახოცი ყინულით სავსე ქისით ჩაანაცვლეთ. ასეთი პროცედურები აღადგენს ლიმფურ ნაკადს, არეგულირებს მიკროცირკულაციას და ხსნის სახსრების ანთებას.
  4. წითელი მოცვის ფოთლების ნახარში გამოდევნის ტოქსინებს, მარილსა და ჭარბ შეკავებულ სითხეს სახსრებიდან, ხსნის ანთებასა და ტკივილს. მინანქრიან ქვაბში 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს (ან 2 მზა ფილტრ-პაკეტს) დაასხით 0.5 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ კიდევ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს.
  5. სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს ვერხვის მერქნის ნაყენს. იგი დევნის ჭარბ მარილებს, არეგულირებს სახსრების მდგომარეობას. დაქუცმაცებულ მერქანს (1 ჩ.კ.) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, 15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.
  6. კვიპაროსის ჩაის ანთების საწინააღმდეგო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. ჩაიდანში ყვავილებსა და ახალგაზრდა ფოთლებს აყენებენ (ხმელს ან ნედლს). ჩაის დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.
  7. სახსრებს აძლიერებს, ტკივილს ამცირებს და ანთებას ხსნის კუნელი. დაასხით თერმოსში 3 ს.კ. კენკრას 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში ორჯერ.

ხალხური საშუალებები, ტრადიციული მედიცინის საშუალებებთან ერთად, სახსრების მკურნალობაში შესანიშნავ შედეგებს იძლევა.