
ქუსლების ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით ჩნდებოდეს – როგორც სრულიად უვნებლით, ისე საგანგაშოთი, რომელიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. Girl.ge-ის რედაქცია ახლა ამ თემას განავრცობს.
რატომ გვტკივა ქუსლი?
აქტიური ცხოვრების მიმდევარი ადამიანის ქუსლები მნიშვნელოვან დატვირთვას ექვემდებარება. ქალებში ამ დატვირთვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ზრდის, ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილები გაცილებით ხშირად გვხვდება.
დაავადებების გარეშე, ქუსლის ტკივილი შეიძლება შემდეგი მიზეზებით გაჩნდეს:
- ქუსლების ხანგრძლივი დატვირთვა, რასაც შეიძლება მოუხერხებელი ფეხსაცმელი იწვევდეს – ვიწრო, მჭიდრო, მაღალქუსლიანი ან მისი მკვეთრი ჩანაცვლება ბრტყელძირიანით.
- ხანგრძლივი სეირნობა, სირბილი და სხვა ფიზიკური დატვირთვები, განსაკუთრებით, სპეციალური სპორტული ფეხსაცმლის გარეშე, ქუსლების “წვას” იწვევს და მათზე დაბიჯება მტკივნეული გახდება.
- სხეულის მასის სიჭარბე (განსაკუთრებით, წონაში სწრაფი და მკვეთრი მატება) იწვევს ქუსლებზე დატვირთვის გაზრდასა და ქუსლების ტკივილს.
ტრავმები
ტრავმას შეიძლება სხვადასხვა სიმძიმე ჰქონდეს, უწყინარი დაჭიმვიდან ნახეთქამდე (ან ქუსლის ძვლის მოტეხვამდე), მყესის დაჭიმვიდან გახევამდე. დახმარება ტრავმის შესაბამისად უნდა აღმოაჩინოთ, სერიოზულ შემთხვევებში, კიდური უმოძრაოდ უნდა მოათავსოთ და დიდხანს დაასვენოთ.
ტერფების დაავადება
ქუსლების ტკივილს ტერფების მრავალი დაავადება იწვევს:
1. “ქუსლის დეზი” – ფასციიტი, რომელიც ტერფზე ქვედა მხრიდან ჩნდება. ქუსლის ფასცია არამხოლოდ იცავს ძვალ-კუნთოვან აპარატს, არამედ ხელს უწყობს ტერფის თაღის გამოკვეთას, ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას – არეგულირებს დატვირთვას ტერფზე. თუ მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაშია, ფასცია მიკროტრავმას იღებს. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ფასციის ძვალთან მიმაგრების ზონა. ზოგიერთ შემთხვევაში, ტრავმები უკვალოდ ხორცდება, თუმცა, ხანდახან იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც ისედაც მტკივნეულია და თან ძვლოვანი წანაზარდის გაჩენას იწვევს.
2. ქუსლის ხრტილის ანთება იწვევს ძლიერ ტკივილს არამხოლოდ სიარულის, არამედ მშვიდად ჯდომის დროსაც. შესაძლოა, მას იწვევდეს ტრავმა ან ინფექციური ხასიათის იყოს.
3. სინოვიალური ღრუს ანთებისა და მასზე ჭარბი სითხის დაგროვების დროს, ვითარდება ბურსიტი.
4. წვივის ძვალთან დაკავშირებული ნერვის და შევიწროება ტარზალური არხის სინდრომს იწვევს. თუ ზეწოლა ფეხის ძირის ნერვული დაბოლოებაზეა, მორტონის ნევრალგია წარმოიქმნება.
5. ტერფის ფიზიოლოგიური ფორმის დარღვევა, კერძოდ, ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა იწვევს დატვირთვის არათანაბარ გადანაწილებასა და ძლიერ ტკივილებს ქუსლებში.
ზოგადი დაავადებები, რომლებიც ქუსლის ტკივილს შეიძლება იწვევდეს.
ქუსლის ხანგრძლივი, უწყვეტი ტკივილი სერიოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს:
- სიმსივნე, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი. ისინი შეიძლება უშუალოდ ტერფის მონაკვეთში ან სხვა ადგილზე გაჩნდეს, თუმცა, შეავიწროვოს ნერვული დაბოლოებები, რაც სეირნობის დროს ტკივილს მოგაყენებთ.
- სხვა ორგანოს ონკოლოგიის დროს, მეტასტაზების გაჩენა.
- რევმატოიდული ართრიტი, რომელიც აზიანებს სახსრებს, მათ შორის, ტერფის სახსრებს.
- ოსტეომიელიტი – ძვლის აპარატის ანთება, რომელსაც ბაქტერიული ინფექცია იწვევს. შეიძლება ძვლის ქსოვილის ნეკროზში გადაიზარდოს.
- იმ მიმოცვლითი პროცესების დარღვევა, რომლებიც სახსრებს ეხება – პოდაგრა, როცა სახსრებში შარდმჟავას კრისტალები გროვდება.
- ძვლის ტუბერკულოზი.
- შინაგანი ინფექციები, რომლებიც სახსრების ანთებას იწვევს. მათ მიეკუთვნება ქლამიდიოზი, ჰონორეა.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქუსლი დიდი ხნის განმავლობაში გტკივათ, მიმართეთ ექიმს.