დალიეთ ძილის წინ ეს ჩაი და გაიღვიძეთ დასვენებულმა

0
1121

ხანგრძლივი, რთული დღე, სტრესი და საზრუნავი, ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობა ხშირად იწვევს იმას, რომ საღამოობით, მიუხედავად დაღლილობისა, დაძინებას ვერ ვახერხებთ. გვაწუხებს უძილობა ან კოშმარი, ძილი წყვეტილი, მშფოთვარე ხდება და ისევ დაღლილი ვიღვიძებთ.

სანამ დამამშვიდებელ ან საძილე პრეპარატებს მიმართავდეთ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც ხალხურმა მედიცინამ შეიმუშავა.

ბალახის დამამშვიდებელი ჩაი გვეხმარება მოდუნებაში, დაძინებასა და დასვენებული, ძალებით სავსე გაღვიძებაში.

დამამშვიდებელი ბალახები

1. აფთიაქის გვირილა

ბავშვობიდან ნაცნობი გვირილა ყველგან მოდის, ამიტომ მისი მომარაგება ჩაის მოსამზადებლად ძალიან მარტივია. გვირილის ყვავილობის პერიოდი გაზაფხულის ბოლოს იწყება და მთელი ზაფხული გრძელდება. გვირილას დილით ადრე ან საღამოს კრეფენ, ირჩევენ მხოლოდ ჯანმრთელ მცენარეებს.

გაახმეთ გრილ. კარგად განიავებად ოთახში. ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ყვავილები, თუმცა, მოკრიფეთ ღეროებიც – მოამზადეთ მათგან თმის სავლები ნახარში.

გვირილის ჩაის მოსამზადებლად, მოათავსეთ დასაყენებელ ჩაიდანში 1 ს.კ. ყვავილები და დაასხით 25 მლ მდუღარე წყალი.  შეახვიეთ ჩაიდანი პირსახოცში და დააყენეთ 15 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

გვირილას მსუბუქი სედატიური ეფექტი აქვს. ჩაის – ბალახის სასიამოვნო გემო, თუმცა, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მას 1 ჩ.კ. თაფლი და ლიმონის ნაჭერი დაუმატოთ.

თუ გვირილის კრეფის სურვილი არ გაქვთ, შეიძინეთ მზა პაკეტები აფთიაქში.

2. პიტნა და მელისა

ბაღის პიტნა და მისი მონათესავე – მელისა ძალიან პოპულარულია, დამამშვიდებელი საშუალებების სახით. პიტნისა და მელისის ფოთლები, ჩაის დაყენების (ან უბრალოდ ხელით დაჭყლეტვის) დროს გამოსცემს გამაოგნებელ არომატს, რომელიც სხვა არაფერს მოგაგონებთ!

პიტნის ეთერზეთებს ანთების საწინააღმდეგო და სედატიური ეფექტი აქვს, ადუნებს წვრილ მუსკულატურას და აქვეითებს არტერიულ წნევას. პიტნა მოჰყავთ ეზოებში, შესანიშნავად ეგუება ნებისმიერ პირობას და არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას.

ნედლი მცენარეები შეგიძლიათ წყალში ჩადოთ – პირვანდელ იერს დიდხანს შეინარჩუნებს, ან შედგათ მაცივარში, მწვანილის დანაყოფში. პიტნას გრილ, განიავებად ოთახში ახმობენ, გაზეთებზე თხელ ფენებად დალაგებულს.

პიტნის ჩაის დასაყენებლად, აიღეთ რამდენიმე ხმელი ან ნედლი ფოთოლი, დაასხით მდუღარე წყალი (უმჯობესი იქნება თერმოსში) და დააყენეთ 30 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით ძილის წინ, დაძინებამდე 1 საათით ადრე. პიტნის ჩაის დაუმატეთ თაფლი ან ჯანჯაფილი.

3. ბეგქონდარა

როგორც სხვა სამკურნალო მცენარეები, ბეგქონდრის მომზადებაცა და აფთიაქში შეძენაც შეგიძლიათ. ბეგქონდრის ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გაშორებთ სტრესს, აქვეითებს არტერიულ წნევას. მას ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, გვეხმარება თავის ტკივილების, შაკიკის, დაღლილობისა და შფოთვის დროს.

ბეგქონდრის ჩაის დასაყენებლად, 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 70-100 მლ მდუღარე, დააყენეთ 15 წუთით, გადაწურეთ და შეავსეთ წყლით 200 მლ-მდე. მიირთვით დაძინებამდე 1 საათით ადრე, შეგიძლიათ თაფლის დამატება.

4. ბალახის ნაკრები

სამკურნალო ბალახების გამოყენება დამამშვიდებელ საძილე ნაკრებად შეგიძლიათ: რამდენიმე მცენარის ერთდროული მოქმედება, ხშირად, უფრო მკვეთრი და ეფექტურია.

  1. შეურიეთ 2 ს.კ. კრაზანის, 2 ს.კ. გვირილის, 1 ს.კ. პიტნისა და 1 ს.კ. ცაცხვის ყვავილები. თერმოსში ჩაყარეთ 1.5 ს.კ. ნაკრები, დაასხით 0.3 ლ მდუღარე და დააყენეთ 20 წუთით. გადაწურეთ, დალიეთ დილა-საღამოს 150 მლ, დაძინებამდე დაძინებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე.
  2. შეურიეთ 1 ს.კ. ცაცხვის ყვავილები, თავშავას ბალახი, პიტნის ფოთლები, შავი მოცხრისა და ტყის მარწყვის ფოთლები (შეიძლება ხმელი კენკრის გამოყენებაც). დაასხით 2 ს.კ. ნაკრებს 0.5 ლ მდუღარე, დააყენეთ 15 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ ძილის წინ 150-200 მლ-ზე.

ფიტოჩაი, ნატურალური შემადგენლობის წყალობით, ბევრ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. ძილის ნორმალიზების გარდა, იგი აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის დაავადებისადმი გამძლეობას, იძლევა ენერგიასა და ცხოვრებისეულ ძალას.