
იდეალური შამპუნის ძებნას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს, რამდენადაც ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თმისა და თავის კანის მონაცემებია გასათვალისწინებელი. კანის გამოშრობის (ან ჩაკეტილ წრეში მოხვედრისა და თავის უფრო ხშირად დაბანის) შიშში, ბევრი ამბობს უარს თმის ყოველდღიურ დაბანაზე და იტანს მომატებულ ცხიმიანობასა და უსიამოვნო იერს. თუმცაღა, ეს შიში არაა გამართლებული.
არმენ ზაქარიანი, სალონ Barber Z-ის ვარსკვლავური სტილისტი და Kérastase-ის ექსპერტი, გვირჩევს: “საუბარი იმის შესახებ, რომ თავი უფრო იშვიათად უნდა დაიბანოთ, რათა თმა ნაკლებად გაჭუჭყიანდეს – ძველი მითია. თანამედროვე შამპუნები, ხარისხიანი ფორმულების წყალობით, დელიკატურად წმენდს თავის კანს, ამიტომ მათი გამოყენება ყოველდღიურადაც შეიძლება. მთავარია, აირჩიოთ რბილი საშუალებები ნეიტრალური pH-ით, თუ ყოველდღიური გამოყენება გსურთ. კვირაში ორჯერ (არაუმეტეს) გამოიყენეთ გამწმენდი და ექსფოლიანტი შამპუნები – ისინი უფრო საგულდაგულოდ და ღრმად გაწმენდს თავის კანს სტაილინგისგან.”
ზაფხულში, როცა შლაპებს არ იხურავთ და თითქმის არ იმყოფებით ისეთ ადგილას, სადაც ცენტრალური გათბობაა, თავი შეგიძლიათ იშვიათად დაიბანოთ. თუმცა, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, დაიბანეთ საჭიროებისამებრ. აუცილებლად გამოიყენეთ რბილი გამწმენდი შამპუნი აუზში ან ზღვაში ცურვის შემდეგ – მარილი და ქლორი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ.
“შამპუნის შერჩევისას, გაითვალისწინეთ მისი შემადგენლობა,” – გვირჩევს არმენი. –“ცხელი სეზონისთვის, იპოვეთ საშუალება uva/uvb დაცვით (დიახ, მზისგან დამცავი შამპუნი იშვიათობა აღარაა), იგი დალალებს დაიცავს თხელი ფენით მზისგან. ზამთარში კი იპოვეთ მკვებავი ზეთებით სავსე ფორმულა.
ზაფხულისთვის
- Kérastase, შამპუნი-აბაზანა მზის გულზე ყოფნის შემდეგ, Après Soleil.
ეს პროდუქტი ღრმარ ატენიანებს თმას და იცავს შვებულების შედეგებისგან – მზისა და მარილიანი წყლის ზემოქმედებით გამოშრობისგან. ბონუსი – თუ შეღებილი თმა გაქვთ, შამპუნი მას ფერსაც უნარჩუნებს.
- L’Oréal Professionnel, შამპუნი After Sun Nourishing Solar Sublime.
ეს ის მზისგან დამცავი შამპუნია, რომელიც არამხოლოდ ღრმად ატენიანებს დალალებს, არამედ ხელს უშლის უი-სხივების შეღწევას მზის გულზე ყოფნისას.
ნორმალური თმისთვის
- Dove, შამპუნი და ბალზამ-სავლები 2 1-ში, “ძირითადი მოვლა”.
შემადგენლობაში არსებული დამატენიანებელი კომპლექსი შამპუნის ყოველდღიური გამოყენების საშუალებას იძლევა. იგი აგლუვებს და კვებას დალალებს, არბილებს მათ.
- L’Oréal Paris, შამპუნი “ლავანდა” Botanicals.
ლავანდის ეთერზეთები, ასევე, ქოქოსისა და სოიოს ზეთები დელიკატურად წმენდს თმას და, ამავდროულად, ატენიანებს და კვებავს მას მთელ სიგრძეზე. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც თავს საღამოობით იბანს – ლავანდის არომატი მომენტალურად მოგადუნებთ.
მშრალი და დაზიანებული კანისთვის
- Kiehl’s, მკვებავი შამპუნი Olive Fruit Oil.
კრემისებრი შამპუნი მდიდარია ზეთისხილის ზეთით, რის ხარჯზეც იგი ღრმად კვებავს და აღადგენს მშრალ დალალებს, რომლებიც მუდმივი ვარცხნილობებით დაიღალნენ. თმა რბილდება და დამყოლი ხდება, არ იხლართება ძლიერ ქარშიც კი.
- OGX, შამპუნი Coconut Milk.
სქელი მკვებავი შამპუნი შეიცავს ქოქოსის რძესა და კარაქს, აგრეთვე, კვერცხის ცილას. გულდასმით კვებავს მშრალ და დაზიანებულ თმას, ანიჭებს ქოქოსის ტროპიკულ არომატს.
ცხიმიანი თმისთვის
- Wella Professionals, შამპუნი Aqua Pure.
ლოტოსის ექსტრაქტი პასუხს აგებს თმის დატენიანებაზე. ამასთან, შამპუნი იდეალურად წმენდს თმას სტაილინგის ნარჩენებისა და ჭუჭყისგან და უხანგრძლივებს სიახლის შეგრძნებას.
- Honey Bunny, შამპუნი ხილის მჟავებით.
შემადგენლობაშია ნუშის ექსტრაქტი, ვიტამინი B5 და ხილის მჟავები, რომლებიც აგლუვებს და არბილებს თმას, ამასთან, წმენდს მას ნაზად და საგულდაგულოდ. შამპუნი გამოდგება ყოველდღიური გამოყენებისთვის – განსაკუთრებით, ცხიმიანი თმის მფლობელებისთვის, რამდენადაც აბალანსებს თავის ქონის ჯირკვლების მუშაობას.
შეღებილი თმისთვის
- Avon, შამპუნი “თვალისმომჭრელი ქერა”.
იისფერი პიგმენტის შემცველი შამპუნი უმკლავდება აუტანელ მოყვითალო ელფერს და ანელებს ფერის ჩამორეცხვას. ფორმულაშია შრატი, მდიდარი ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლების კვებავს და ატენიანებს თმას.
- Sebastian Professional, შამპუნი Color Ignite Mono.
შემადგენლობაში არსებული კომპლექსი თმის ღერებს ელვარებას ანიჭებს და ინარჩუნებს ფერს. ამასთან, შამპუნი შესანიშნავად წმენდს და ატენიანებს თმას, აგლუვებს მთელ სიგრძეზე.
თქვენ რომელ შამპუნს იყენებთ? დაწერეთ თქვენი თმის ტიპიც და გაგვიზიარეთ გამოცდილება.