პროდუქტი, რომელიც ქოლესტერინს ამცირებს და სისხლძარღვებს წმენდს

0
1181

სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე პირდაპირაა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. ქოლესტერინის მომატებულ დონეს, რომელსაც არასწორი კვება, ალკოჰოლი, ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევა იწვევს, სისხლძარღვების დაბინძურებამდე და, საბოლოოდ, მათ ჩახერგვამდე მივყავართ.

კედლებზე ჩნდება მკვრივი კოლტები, რომლებიც ამცირებს გამავლობას. იზრდება არტერიული წნევა, უარესდება თვითშეგრძნება, ტვინს, გულს, შინაგან ორგანოებს უჭირსთ ფუნქციონირება.

Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს შეამცირებს.

სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება რთული არაა. საკმარისია, რაციონში რამდენიმე ისეთი პროდუქტი ჩართოთ, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.

1. პარკოსნები

ბარდა, ლობიო, სოიო, ოსპი მცენარეული ცილის წყაროებია, ისინი გამოდევნის ქოლესტერინს ორგანიზმიდან, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. მათი შეთავსება შეგიძლიათ მარცვლეულთან (ბრინჯთან, მყარი ხორბლის მაკარონთან, წიწიბურასთან):

გარეცხეთ 1 ჭიქა წითელი ოსპი, დაასხით წყალი და აადუღეთ, წყალი გადაღვარეთ. გაფცქვენით 1 თავი ხახვი, წვრილად დაჭერით და შეწვით ზეთზე. ჩაასხით ოსპს წყალი, დაუმატეთ 2 ს.კ. ტომატ-პასტა, მარილი, დაფქული პილპილი და შემწვარი ხახვი. დადგით ცეცხლზე და კიდევ 10 წუთით ხარშეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა გრძელმარცვლიანი ბრინჯი და 1 მწიკვი ქონდარი. ხარშეთ მომზადებამდე.

2. ხილი

პექტინით მდიდარი ხილი (ვაშლი, მსხალი, ციტრუსი) კანიანად უნდა მიირთვათ, მოხარშოთ ჯემები, მურაბები.

  1. 2 კგ ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით ლებნებად, ამოჭერით გულები. ლებნები დახეხეთ მსხვილად ან გაატარეთ ხორცსაკეპში. გულებს ცალკე, პატარა ქვაბში დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.
  2. აადუღეთ, ხარშეთ 15 წუთით, ნელ ცეცხლზე, თავდახურული.
  3. ვაშლის პიურე ნელ ცეცხლზე ხარშეთ. გულები გადაწურეთ საცერში, დარჩენილი სითხე დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს. იგი ვაშლის პიურეს უნდა დაუმატოთ, აქვე ჩაყაროთ 1 ჭიქა შაქარი და ხარშოთ კიდევ 30 წუთით.
  4. მზა პიურე ბლენდერით ათქვიფეთ ერთიან მასამდე, დაუმატეთ 2 ჭიქა შაქარი და კიდევ ერთხელ მოხარშეთ.
  5. პროცესი ხანგრძლივი, შრომატევადია, მასა ძლიერად არ უნდა ბუყბუყებდეს, უნდა ურიოთ, რომ არ მიიწვას. შეგიძლიათ, 2-3 დღის განმავლობაში რამდენიმე მისვლით მოხარშოთ.
  6. როცა მასა სამჯერ შემცირდება და შესქელდება, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე და შედგით ოდნავ ღია ღუმელში (100 გრადუსზე გახურებულში) რამდენიმე საათით. მზა (არა წებოვანი) ფირფიტა დაჭერით რამდენიმე ნაწილად – ვაშლის მარმელადი მზადაა.

3. შვრიის ფაფა

შვრიის ფანტელელები და შვრიის ფქვილი დაბალკალორიულია, კარგად აითვისება, წმენდს სისხლძარღვებს და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მოქმედებაზე.

თასში ჩაასხით ნახევარი ჭიქა თბილი რძე, დაუმატეთ მწიკვი მარილი და შაქარი, 1/2 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი, 3 ს.კ. ზეთი. მცირე ულუფებად ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრიის ფქვილი და 3 ს.კ. შვრიის ფანტელები. დაასხით რძე, თხევადი ცომი რომ მიიღოთ, კარგად მოურიეთ. გაახურეთ ტაფა, დაასხით ცომი თხელ ფენად და გამოაცხვეთ ბლინები.

4. ბოსტნეული

ბოსტნეული, განსაკუთრებით ნედლი, შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რის გამოც ძალიან სასარგებლოა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. პირველ რიგში, კომბოსტო, ბადრიჯანი, წითელი წიწაკა, ჭარხალი, სტაფილო, ისპანალი, კარტოფილი მწვანილი. არანაკლებ სასარგებლოა ბოსტნეულის ახალდაწურული წვენი.

გარეცხეთ და წვრილად დაჭერით თეთრი კომბოსტო, 2-3 ნედლი შამპინიონი, კიტრი, ტკბილი წიწაკა და სტაფილო. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი ან ვაშლის ძმარი, მარილი და სუნელები გემოვნებით.

5. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის ათვისებასა და კოლტების გაჩენას სისხლძარღვების კედლებზე.