
ჰიპერტონიის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია. უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და შეუპოვრად იაროთ მიზნისკენ. როგორც წესი, მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს
- სწორ კვებას (მარილის, ცხარე, შებოლილი პროდუქტის, მწნილის, ალკოჰოლის გარეშე);
- მავნე ჩვევების დათმობას;
- ფიზიკურ აქტივობას;
- სულიერ სიმშვიდეს;
- სამკურნალო პრეპარატების კურსს.
დაავადების საწყის სტადიებზე და წნევის ერთჯერადი მატების დროს, აბების მიღება აუცილებელი არაა. მათ მარტივად ჩაანაცვლებთ სამკურნალო ბალახებით – ხალხური მედიცინის კოლორიტებით. მათ რეცეპტებს ახლა Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ.
კოქტეილი ჰიპერტონიის წინააღმდეგ
ხალხში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს 5 ნაყენის ნარევი, რაც შემთხვევითი არაა: მისი კომპონენტები არეგულირებს გულის მუშაობას, აძლიერებს და აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს გულის რიტმს და ამცირებს არტერიულ წნევას.
1. კატაბალახას ნაყენი
ვალერიანა, გაზვიადების გარეშე, ყველაზე ცნობილი სედატიური საშუალებაა. ნაყენი რეცეპტის გარეშე იყიდება, აქვს მსუბუქი სედატიური და საძილე მოქმედება. თუმცა, დამამშვიდებელი ეფექტის გარდა, იგი
- აფართოებს სისხლძარღვებს, მათ შორის, კორონარულს (გულის);
- აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და გულის ჟანგბადით მომარაგებას;
- არეგულირებს გულის რიტმს, ამშვიდებს ტაქიკარდიას;
- აქვეითებს არტერიულ წნევას.
2. დახრილი იორდასალამი
ნაყენის მოსამზადებლად იყენებენ იორდასალამის ფესურასა და მცენარის მიწისზედა ნაწურს. ნედლეულს სპირტის 40%-იან ხსნარს ასხამენ.
ფესურა და ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, გლიკოზიდებს (გულის), მინერალურ ნივთიერებებს, რკინას, სპილენძსა და გულისთვის აუცილებელ კალციუმს, მაგნიუმსა და ნატრიუმს.
იორდასალამის ნაყენი აძლიერებს და ასტიმულირებს გულის კუნთს, ამცირებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს და ამარტივებს მის მოძრაობას სისხლძარღვებში (რითად მიკროცირკულაციას აუმჯობესებს), ხელს უშლის თრომბწარმოქმნას.
გარდა ზემოხსენებულისა, იორდასალამს სედატიური მოქმედებაც აქვს, აუმჯობესებს მდგომარეობას სტრესის ან ძლიერი დაძაბულობის დროს.
3. შავბალახას ნაყენი
შავბალახას სტრესის, უძილობის, დაძაბულობის მოსახსნელად იყენებენ. მისი ნაყენი რეკომენდებულია ემოციებით მომატებული წნევის შესამცირებლად, შფოთვის, შიშის, სტრესის დროს.
შავბალახა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იცავს სისხლძარღვებსა და გულს ანთებისგან, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას, არეგულირებს გულის რიტმსა და ძილს.
4. კუნელი
ეს მცენარე სამართლიანადაა აღიარებული “გულის” პრეპარატად: მისი სპირტიანი ნაყენი ამცირებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს გულისცემას, აძლიერებს გულის კუნთს. გულის ტკივილების, შეუძლოობის, გადაღლის დროს, კუნელის ნაყენი პირველადი დახმარების საშუალებაა.
აქვს თრომბის საწინააღმდეგო მოქმედება და გვიცავს ათეროსკლეროზისგან.
5. კორვალოლი
გულის ან მის გარშემო ტკივილის, გახშირებული გულისცემის, არითმიის დროს, კორვალოლი დაგეხმარებათ. მას მსუბუქი სპაზმოლიტური და სედატიური მოქმედება აქვს, ამცირებს არტერიულ წნევას.
კორვალოლის შემადგენლობაში შედის ბაღის პიტნის ზეთი, რომელსაც აგრეთვე დადებითი გავლენა აქვს გულსა და სისხლძარღვებზე.
6. ნაყენი
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ჰიპერტონიის დროს, მოამზადეთ ზემოხსენებული 5 ინგრედიენტის ნაზავი. ამისთვის, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ შავბალახას, ვალერიანის, იორდასალამის, კუნელისა და კორვალოლის ნაყენები. ჩაასხით მუქი შუშის ჭურჭელში. მიიღეთ 15-30 წვეთი, წყალში გაზავებული.
ნაყენის მიღება არ შეიძლება ბავშვებისთვის, რადგან მის შემადგენლობაშია სპირტი, ფეხმძიმობის დროს, ჰკითხეთ რჩევა მკურნალ ექიმს.