ღამით ისევ ფეხების სპაზმი – რატომ ემართებათ ეს ქალებს

0
1253

ღამის სპაზმები უსიამოვნო, დისკომფორტისა და ტკივილის გამომწვევი მდგომარეობაა. იგი ხელს გვიშლის დაძინებაში, დილაობით ქალი თავს სუსტად, დამსხვრეულად გრძნობს. რატომ “ცვივა ფეხები კრუნჩხვაში” ღამით, რა იწვევს სპაზმებს და, მთავარი, როგორ მოვიშოროთ ისინი?

ქალებში ღამის სპაზმების გამომწვევი მიზეზი

1. ფეხებში ღამის სპაზმების ძალიან გავრცელებული მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოებაა. ეს პრობლემა წელიწადის ცხელ დროებშია განსაკუთრებით აქტუალური. სითხის უკმარისობის გამო ხდება სისხლის შეფერხება, მწვავდება იმ ნერვული დაბოლოების მგრძნობელობა, რომლებიც ფეხის კუნთებს უერთდება. მსგავსი პრობლემა ხშირად ახლავს დაუბალანსებელ დიეტებს, რომლებსაც ქალები სწრაფად გახდომის მიზნით მიმართავენ.

გამოსავალი მარტივია: დღის განმავლობაში არანაკლებ 2 ლ სუფთა წყლის მოხმარება. შეგიძლიათ, მწვანე ან ბალახის ჩაიც მიირთვათ. შავი ჩაი და ყავა პრობლემას არ გადაჭრის, ისინი გარკვეული დროით მაინც ამოიღეთ რაციონიდან.

2. მეორე, თუმცა არანაკლებ გავრცელებული მიზეზი – მაგნიუმის დეფიციტი. ფეხმძიმე ქალები ტყუილად ხომ არ იღებენ მეორე და მესამე ტრიმესტრებში მაგნიუმის პრეპარატებს. ეს ელემენტი პასუხს აგებს კუნთების მოდუნებაზე.

კუნთებისთვის ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობის მიღებით, იგი ამცირებს მგრძნობელობას, კუნთებიც დუნდება. მაგნიუმის უკმარისობა იწვევს მომატებულ დაღლილობას, ფეხების გადაღლას. მაგნიუმის მოთხოვნილება იზრდება არამხოლოდ ფეხმძიმობის, არამედ გაძლიერებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვების დროს.

მის დეფიციტზე არამხოლოდ წვივის, ტერფებისა და თითების კრუნჩხვები, არამედ გულის რითმის დარღვევა, დაღლილობა, ცხოვრებისეული ენერგიის დაქვეითებაც მიუთითებს. “დაღლილი ფეხების სინდრომი” სწორედ აქედან იღებს სათავეს.

პრობლემის გადასაჭრელად, ჩართეთ რაციონში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი: ავოკადო, მწვანილი, კომბოსტო, თალგამი, შავი მწარე შოკოლადი, პარკოსნები, გოგრისა და მზესუმზირის თესლი, თხილეული, ლეღვი.

თუ საკვებ პროდუქტში მაგნიუმი საკმარისი რაოდენობით არაა, აფთიაქში შეიძინეთ მაგნიუმის პრეპარატები. უმჯობესია, ექიმს წინასწარ გაესაუბროთ.

3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰორმონული აშლილობა ღამით ფეხის კრუნჩხვებს იწვევს. კრუნჩხვებს თან ახლავს გაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში.

ამ შემთხვევაში, თვითმკურნალობა შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ჩაიტარეთ გამოკვლევები, ჩააბარეთ ანალიზები ჰორმონებზე, შემდეგ კი მიჰყევით მკურნალობის სქემას.

4. საგანგაშო სიმპტომი, ფეხების კრუნჩხვები ღამით, შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტზე მიუთითებდეს. სისხლში გლუკოზის მომატებული დონის დროს, წვივის კუნთებში ინერვაცია და მიკროელემენტთა ბალანსი ირღვევა. ამას ემატება გაუწყლოებაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, ძლიერ კრუნჩხვას იწვევს.

მკურნალობას ნიშნავს ექიმი, სხვა ვარიანტები დაუშვებელია!

5. ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასაც შეუძლია გაუწყლოება და ნერვული კავშირების დარღვევა. თუ დამღუპველ ჩვევაზე უარს ვერ ამბობთ, ეცადეთ, სითხის დანაკლისი აანაზღაუროთ.

სპირტიანი სასმელების რაოდენობა შეზღუდეთ, მათი მოხმარების დროს, მიიღეთ მეტი სუფთა წყალი.

6. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. სეირნობა, სირბილი, ველოსიპედით სიარული, ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა (განსაკუთრებით, თუ მიუჩვეველი ხართ) იწვევს ტკივილს, დისკომფორტსა და ღამის კრუნჩხვებს ფეხებში. ქალებში დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს მოუხერხებელი ფეხსაცმელი – ვიწრო, მაღალქუსლიანი, ბრტყელძირიანი, რომელიც არ იმეორებს ტერფის ფიზიოლოგიურ მოხრას.

ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, ანაცვლეთ ქუსლიანი და დაბალძირიანი ფეხსაცმელები. სპორტით დაკავებისას ჩაიცვით კედები ან ბოტასები, ფიზიკური დატვირთვები თანდათან გაზარდეთ, არ იჩქაროთ ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება.

დასკვნა

ფეხებში ღამის კრუნჩხვების პროფილაქტიკა ასეთია: დღის განმავლობაში, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი, დააბალანსეთ კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების რაოდენობა.

შეზღუდეთ ყავის, შავი ჩაისა და ალკოჰოლის რაოდენობა, რადგან ისინი გაუწყლოებას იწვევს, ნუ გადააჭარბებთ შარდმდენი პრეპარატების რაოდენობას, გახდომის მიზნით. ზომიერად იმოძრავეთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი, არ დაგავიწყდეთ ფეხების მოვლა, თვითმასაჟი და, თუ ფეხებში მუდმივად სპაზმები ჩნდება, მიმართეთ ექიმს.