
ჩვენი პიროვნება მრავალი ფაქტორის ნაკრებია და, როცა საკუთარი თავის შესახებ მეტ რამეს ვიგებთ, მეტ ცოდნას ვიღებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ძლიერი მხარეები და როგორც ვმართოთ სისუსტეები.
ჩვენი თვითშეცნების ამაღლების ერთ-ერთი საშუალება პიროვნული ტესტებია, ისინი ყოველთვის გვაძლევს რაღაც ახალს, რაც მანამდე არ ვიცოდით, და გვეხმარება თავდაჯერებულად ცხოვრებაში.
Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტესტს, რომელშიც უბრალოდ თქვენი დაბადების თვის ყვავილი უნდა აირჩიოთ. თითოეულ თვეს თავისი ყვავილი შეეფერება. აირჩიეთ თქვენი დაბადების თვე და გაიგეთ, რას ამბობს იგი თქვენი პიროვნების შესახებ.
1. იანვარი
თუ იანვარში დაიბადეთ, თქვენი ყვავილი მიხაკი ყოფილა. იგი ამბობს, რომ გარშემომყოფთა გაბედნიერების ნიჭი გაქვთ, მაშინაც კი, ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს განიცდით. თქვენი მიზანი ღიმილია, გჯერათ, რომ ცხოვრების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. როცა მსგავსი ენერგიის მქონე ადამაინებთან ურთიერთობთ, ბედნიერება მთლიანად ივსება. ეძებეთ ურთიერთობები, რომლებიც თქვენს საუკეთესო მხარეს გახსნის.
2. თებერვალი
თქვენი ყვავილი ზამბახია. დაუჯერებელი ადამიანი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საკუთარ პოტენციალში ეჭვის შეტანას გაიძულებენ. თქვენი გონება და მგრძნობიარობა ის შესანიშნავი თვისებებია, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ საკითხზე საუკეთესო პასუხი იპოვოთ და გარშემომყოფებს ბევრი სინათლე აჩუქოთ. როცა სირცხვილის გრძნობას გაათავისუფლებთ და საკუთარ თავს სამყაროს გულახდილად აჩვენებთ, კარგ მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ბედნიერებას შემატებს და შეავსებს.
3. მარტი
ნარცისი მარტის ყვავილია. იგი ამბობს, რომ თქვენს ინტროვერტულ პიროვნებაში ცუდი არაფერია და, რომ სიამოვნების მიღება საკუთარი თავის წრეში ნამდვილი საჩუქარია, რამდენადაც ბევრმა ადამიანმა საკუთარ შინაგან სამყაროსთან კავშირი დაკარგა. იცხოვრეთ საკუთარი სიმართლით, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ადამიანი იმის გამო გაკრიტიკებთ, რომ საკუთარი თავის ერთგული ხართ, და იმიტომ, რომ წარმატებული ცხოვრების რეცეპტიც გაქვთ – თავმოყვარეობა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მარტო ყოფნა სჯობს იმ ადამიანებთან ყოფნას, რომლებიც არაფერს გმატებთ.
4. აპრილი
თუ აპრილში დაიბადეთ, გვირილაა თქვენი ყვავილი. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც სხვა ადამიანების ყურადღებას თავისი ინდივიდუალობით იზიდავს. თქვენი თავდადება ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, დაუჯერებელია, თქვენ გარშემო ადამიანები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, როცა თქვენ მათ გვერდით ხართ. თუმცა, თქვენი შუქი ზოგეირთ მათგანში შფოთვასაც იწვევს. ყოველთვის გახსოვდეთ ისინი, ვისაც ცხოვრებაში უშვებთ, რათა თქვენმა ენერგიამ მათში ნეგატიური გრძნობები არ გამოიწვიოს.
5. მაისი
თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი ყვავილი შროშანია. თქვენი ცხოვრების წესი შთააგონებს ბევრ ადამიანს, რომლებიც თქვენ გარშემოა. უნიკალური დადებითი ენერგია გაქვთ და ყოველთვის გირჩევნიათ, ცხოვრებას ოპტიმიზმით, მარტივად შეხედოთ, რთულ დროშიც კი. თქვენი წყენინება რთულია, რადგან იცით, რომ იმ ადამიანთა პრობლემა, რომლებიც თქვენზე ცუდ რამეებს ამბობენ, მათშივე მდგომარეობს. ყოველთვის ცდილობთ სამყაროს გაუმჯობესებას, გარშემომყოფების მხარდაჭერისა და სიყვარულის წყალობით.
6. ივნისი
ივნისში დაბადებულების ყვავილი ვარდია. თქვენ უდიდესი ვნებით ეკიდებით საკუთარ მიზნებსა და ადამიანებს, რომლებიც თქვენ გარშემო არიან. უამრავ ცხოვრებისეულ მიზანს ისახავთ და ყოველთვის ცდილობთ, საზოგადოებრივ სტანდარტებს გაექცეთ. ცდილობთ, იცხოვროთ უფრო ნამდვილი და ბედნიერი ცხოვრებით, ამისთვის კი მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავთ. თუმცა, ხანდახან, გადატვირთვისკენ ხართ მიდრეკილი. როცა ცხოვრებას დინების საშუალებას აძლევთ, ხვდებით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო ბუნებრივად მიმდინარეობს.
7. ივლისი
თუ ივლისში დაიბადეთ, თქვენი ყვავილი დელფინუმი ყოფილა. ყოველთვის ამაყობდით თქვენი პიროვნებით. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც შინაგან და გარეგან სილამაზეს აერთიანებთ. გვერდიდანაც კი შეიძლება იმის დანახვა, რომ განსაკუთრებული აურა გაქვთ, და რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ტოვებთ დადებით კვალს. როცა საკუთარ თავში ამ თვისებებს ამოიცნობთ, ეფექტი გაძლიერდება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სამყაროს ცვლის – ეს უნდა აღიაროთ.
8. აგვისტო
თუ აგვისტოში დაიბადეთ, ხანჯალა თქვენი ყვავილია. ეს ყვავილი ძლიერ და ბრძენ ადამიანებს ასახიერებს. უზარმაზარი ძალა გაქვთ იმ ყველაფერთა გასამკლავებლად, რაც ცხოვრებამ მოგიმზადათ. საკუთარი წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობთ, სწორი მიმართულებით რომ იმოძრაოთ. მართალია, ყოველთვის არ აკეთებთ სწორ არჩევანს, გყოფნით პასუხისმგებლობის გრძნობა იმისთვის, რომ აღიაროთ შეცდომები და იმუშაოთ უკეთესი ნაყოფის მისაღებად არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საყვარელი ადამიანებისთვისაც. გაწონასწორებულობისა და შეგუების მაგალითი ხართ.
9. სექტემბერი
სექტემბრის ყვავილი ასტრია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მახასიათებელი თანაგრძნობის ძლიერი უნარია. გარშემომყოფებს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და ზრუნვით ეკიდებით და იცით, რომ უარყოფითი ურთიერთობა არაა საკმარისი ვიღაცის განსასჯელად, რამდენადაც ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. მნიშვნელოვანია თქვენი ამ ნიჭის გააზრება და გამოყენება, რათა მეგობრებს სწორი გზისკენ მიუთითოთ. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი შესაძლებლობებისა – ეს უდიდესი საგანძურია, რომელიც უნდა განავითაროთ.
10. ოქტომბერი
ნარგიზელა ოქტომბრელების ყვავილია. თქვენ ბევრს მუშაობთ და მუდმივად მიისწრაფვით გაუმჯობესებისკენ, როგორც პირად, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში. ყოველთვის მზად ხართ, ხელი გაუწოდოთ გარშემომყოფებს, თუმცა, ხშირად, არ იცით, როგორ ებრძოლოთ უმადურობას. ყველას არ შეუძლია თქვენი ძალისხმევის დაჯილდოება, ამიტომ, კონცენტრირდით იმაზე, რომ უბრალოდ შეასრულოთ სამსახურის თქვენი წილი, და მიეცით სხვებს საშუალება, პასუხი აგონ საკუთარ მოქმედებებზე.
11. ნოემბერი
ქრიზანთემა თქვენი ყვავილია. იგი გვეუბნება, რომ საკუთარი გონების განვითარებასა და აზროვნებაზე მიჯაჭვული ხართ. მუდმივად ეძებთ საქმიანობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სამყარო დიდი შეგნებითა და სიბრძნით გააანალიზოთ. შედეგად, მუდმივად იცვლებით, ცვლით ძველ ჩვევებსა და ურთიერთობებს, რაც სასურველ ცხოვრებამდე მიგიყვანთ. ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, რომ საკუთარი განვითარებისა და ბედნიერებისკენ მისწრაფებაში ცუდი არაფერია, რის გამოც განგსჯიან ხოლმე. სანამ თქვენ საკუთარი თავის ერთგული იქნებით, სწორ გზაზე დარჩებით.
12. დეკემბერი
დაბოლოს, თუ დეკემბერში დაიბადეთ, შობის ყვავილი გერგებათ. ჩბვეულებრივ, ადამიანებთან მარტივად ვერ ამყარებთ ურთიერთობას, საკუთარი სიმორცხვისა და უგულებელყოფის შიშის გამო, თუმცა, თქვენი ჭეშმარიტი “მე” მაშინ ვლინდება, როცა საკუთარი მეგობრებისა და იმ ადამიანების გარემოცვაში ხართ, რომლებსაც ენდობით. როცა ადამიანების გარემოცვაში თავს მართლაც კომფორტულად გრძნობთ, მთელ საკუთარ შემოქმედებითობასა და იუმორის გრძნობას ავლენთ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ზედმეტად მოსაწყენი ხართ, თუმცა, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მომთხოვნი ხართ მხოლოდ მათთან, ვინც გვერდით ყოფნის საშუალებას გაძლევთ, რაშიც მართალი ბრძანდებით.