
ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ხანში შესვლის შემდეგ მარტო. განსაკუთრებით, ქალები. როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? შევეგუოთ და მარტო დავრჩეთ თუ ვიპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი, სიბერეში მარტო რომ არ დავრჩეთ?
Girl.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ერთ-ერთი მკითხველის საინტერესო ისტორიას.
–“მოულოდნელად, ეს საკითხი ჩემ წინაშეც დადგა. ყველაფერს თანმიმდევრობით მოვყვები. მოკლედ, სახლთან ახლოს პატარა ტყეა, ძაღლებს ასეირნებენ ხოლმე იქ. ამ ტყეზე ორი სახლის ფანჯრები გადის. ერთ-ერთ მათგანში ერთი საინტერესო მამაკაცი ცხოვრობს – ლამაზად შეკრეჭილი წვერით, სუფთად ჩაცმული. მას პატარა ჯიშის ძაღლი ჰყავდა, ტობი, და 30-მდე წლის შვილი, რომელიც ამ ძაღლს ასეირნებდა ხოლმე. სულ ესაა, რაც ამ ადამიანის შესახებ ვიცოდი.
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ეს მამაკაცი ერთხელ მოვიდა ჩემთან და მკითხა: “დღემშვიდობისა. თავისუფალი ბრძანდებით?” როცა მიხვდა, რომ კითხვას ვერ ჩავწვდი, დააზუსტა, დაქორწინებული თუ ხართო. გავუღიმე, კი-მეთქი, ვუთხარი და გზა გავაგრძელე. მას მერე ახლოს აღარ მოსულა.
რამდენიმე წელი გავიდა. ქმარი გარდამეცვალა, ძაღლებს ახლა მე თვითონ ვასეირნებ. ბოლო დროს შევენიშნე, რომ ის მამაკაცი ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა და სახლთან ახლოს, ძელსკამზე ჯდებოდა. ნამდვილად გამოთვალა დაახლოებითი დრო, როდის ვასეირნებ ცხოველებს.
რამდენიმე ასეთი “შემთხვევითი” შეხვედრის შემდეგ, იგი ადგა და კიდევ ერთხელ მოვიდა: “ქალბატონო, ვწუხვარ თქვენი ქმრის გამო. თუმცა, დრო გავიდა. მე ქორწინებას გთავაზობთ”. ეს სასაცილოდ და, ამავდროულად, სამწუხაროდ მომეჩვენა. მართალია, რაღაც მსგავსს ველოდი, მაგრამ მაინც დავიბენი.
ის კი აგრძელებდა თავაზიან საუბარს: “სამოთახიანი ბინა მაქვს, ვაჟი გადავიდა, ტობი მომიკვდა. მარტო დავრჩი.” “შეიძლება, ვიფიქრო?” – ვკითხე მე. “რა თქმა უნდა, პატივცემულო.” – მიპასუხა და სახლისკენ წავიდა.
ავდექი, თავში ყველანაირმა აზრმა გამიარა. აი, ხომ გაგიგიათ გამოთქმა “სტენკას აქ დავდგამ” – ასეთი რაღაც მიტრიალებდა თავში: “ერთ ბინას გავყიდით, მთელ ზამთარს ტაილანდში გავატარებთ, თავაზიან, პატივსაცემ ადამიანს ჰგავს, თან, ორი ერთად არ მოვიწყენთ.”
რამდენს ჰქონია 60 წლის ასაკში ახალი ოჯახის შექმნის ბედნიერება?
სანამ ჩემი ძაღლი ბუჩქვეშ რაღაც საინტერესოს ყნოსავდა, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: თავიდანზე კი ან არა რატომ არ ვუპასუხე? მე ხომ ვიცოდი, რომ ისევ მოვიდოდა. ვიგრძენი, რომ ბოლო წლებში მაკვირდებოდა (მისი ფანჯრების ქვეშ დღეში ორჯერ მაინც ჩავივლიდი).
რომ დავფიქრდე, ხვალვე ხომ არ გვაყვები ცოლად. ახლოს გავიცნობ, გავესაუბრები. ვინ იცის… მას ხომ გადაწყვეტილება ერთ წამში არ მიაუღია. რა მიშლის ხელს?
საკუთარ თავს კი გულწრფელად ვუპასუხე – არ მინდა. მე მომწონს ჩემი ცხოვრება. მოვლენათა შუაგულში ვარ, უბრალოდ, არ მაქვს დრო იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემ გვერდით იქნება. ბევრს ვსწავლობ, ვურთიერთობ, ვმოგზაურობ. საკუთარი ბინა მაქვს, რომლის გადაცვლასაც უცოლო მამაკაცის ნებისმიერი ფართობის ბინაზე არ ვაპირებ. თავისუფალი ვარ და კიდევ ბევრი რამის დაწერა შემიძლია ამ ქორწინების წინააღმდეგ.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, არ მიყვარს იგი. ერთი პეპელა მაინც რომ აფრენილიყო ჩემს მუცელში, როცა იგი სიყვარულში გამომიტყდა, ჩემს თავისუფლებაზე უარს ვიტყოდი და დავთანხმდებოდი.
ისე კი – არა. სხვაგან ეძებე, ჩემო მამაკაცო. ჩვენ ბევრნი ვართ, თანაც, ბევრს უნდა გვერდით მამაკაცის ყოლა, წყლის მიმწოდებელი რომ ჰყავდეს.
მადლობა, რომ წაიკითხეთ!”
თქვენ რას უპასუხებდით მამაკაცს ამ შემოთავაზებაზე?