
ხანდახან, ჩვენი პიროვნება გვეხმარება ზოგიერთი კუთხის დამალვაში, რომლებიც მხოლოდ ჩვენი ცხოვრების კონკრეტულ მომენტებში იჩენს თავს. გაიგეთ თქვენი პიროვნების ძლიერი მხარე ამ ფსიქოლოგიური ტესტის დახმარებით.
ჩვენს დროში პიროვნების ოპტიკურ ილუზიებზე დაფუძნებული ტესტები ძალიან პოპულარულია. ფაქტობრივად, ფსიქოლოგებიც კი იყენებენ შედეგებს, რომლებსაც ოპტიკური ტესტებით იღებენ პაციენტები. როგორც პიროვნების პროფესიონალური ტესტების შემთხვევაში, აქ იგივე წესი მოქმედებს: ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირველ გამოსახულებაზე კონცენტრირება, რომელსაც ხედავთ.
დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ პიროვნების ტესტს, რომელიც ოპტიკურ ილუზიაზეა დაფუძნებული, თუმცა, რეკომენდებულია იმის ცოდნაც, რომ ეს ტესტი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი მიზნისთვისაა განკუთვნილი და არაა მიმართული რომელიმე დაავადების დიაგნოსტირების ან განკურნებისთვის.
ეს ტესტი ვერ მოგცემთ თქვენი პიროვნების სრულყოფილ ფსიქოლოგიურ პროფილს, თუმცა, იგი თქვენს ხასიათზე მრავალ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – ყურადღებით დააკვირდით ზემოთ მოცემულ ნახატს და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვას: რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?
თუ პირველი დაინახეთ
1. ფრინველი ტოტის მარჯვენა ნაწილში
ესე იგი, თქვენ პატიოსანი და ღია ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ თავს ისე აჩენს, როგორიც რეალურად არის. ერთგული, გულწრფელი ხართ მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, მათგანაც იმავეს ელით. არასდროს განსჯით ადამიანებს მათი გარეგნობის მიხედვით, უპირატესობას ანიჭებთ მათ ღრმა შესწავლას, სანამ აზრს გამოხატავდეთ.
ცნობისმოყვარეობა თქვენი საქმეა: ყოველთვის ეძებთ ახალ თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს, თქვენთვის უმნიშვნელოა წინააღმდეგობები, რომლებსაც გზაზე შეხვდებით, მათ დიდი სიმტკიცით ლახავთ.
2. ფოთლები
თუ თქვენი მზერა ფოთლებზე შეჩერდა, ესე იგი, თქვენ ყველა დეტალს აქცევთ ყურადღებას. გულდასმით აანალიზებთ ყოველ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როცა წარმატებაში ნამდვილად დარწმუნებული ხართ.
თქვენი ძლიერი მხარე რაციონალობაა: არასდროს არაფერს ტოვებთ ბედის ანაბარა, რაც ყველა წამოწყებაში წარმატების მიღწევის საშუალებას გაძლევთ.
3. ტოტი
თუ პირველად ტოტი დაინახეთ, ესე იგი, თქვენ მკვეთრ შუქს ასხივებთ. გიჭირთ შეუმჩნევლად დარჩენა, რადგან ძალიან მეგობრული, მხიარული და ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული ადამიანი ხართ ნებისმიერ სამეგობრო წრეში.
თქვენი ძლიერი მხარე: ყოველთვის ინარჩუნებთ საკუთარ პიროვნებას, ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენი ოპტიმიზმი, როგორც თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, ყველას იპყრობს.
4. ორი ფრინველი
თუ ნამდვილ ფრინველთან ერთად ოპტიკური ილუზიით შექმნილი ჩიტიც დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდი და დაფიქრებული ადამიანი ხართ. სხვებს არ აძლევთ თქვენ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას და, სანამ არჩევანს გააკეთებდეთ, არასდროს აძლევთ თქვენს ინსტინქტებს თქვენი მართვის საშუალებას.
თქვენი ძლიერი მხარე თქვენი ენერგიაა: არასდროს ჩერდებით, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ. თქვენთვის წინაარმდეგობა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ზღურბლის დაძლევის საშუალებაა.