
ამპულებში ნიკოტინის მჟავა თმის ზრდის მასტიმულირებელი იაფფასიანი საშუალებაა, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. თქვენი თმა მადლობას გადაგიხდით ამ მაცოცხლებელი ელექსირისთვის! Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გამოიყენოთ იგი, თმის სასარგებლოდ.
ნიკოტინის მჟავა წყალხსნადი ვიტამინია, რომელიც ნახშირწყლის მიმოცვლასა და მჟანგველ-აღდგენით რეაქციებში უჯრედულ დონეზე მონაწილეობს. მას უამრავი სამეცნიერო სინონიმი აქვს: ნიაცინი, ნიაცინამიდი, ნიკოტინამიდი, ვიტამინი PP, ვიტამინი B და მრავალი სხვა.
ამ ნივთიერებას მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს: მისი მიღება შეგიძლიათ თევზის, ღვიძლის, რძის, წიწიბურისა და საფუვრის მირთმევით.
აფთიაქის კაფსულებში ჩამოსხმული მჟავა შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც სუფთა სახით, ისე საკვანძო ინგრედიენტად, სახლის პირობებში თმის ნიღნის მოსამზადებლად. სამკურნალო თვისებების გარდა, მას პროფილაქტიკური ეფექტი აქვს აძლიერებს და კვებავს თმის ძირებს.
ნიკოტინის მჟავა თმის გასაზრდელად
ნიკოტინის მჟვა თავის კანის სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას – აფართოებს მათ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აწესრიგებს მიმოცვლით პროცესებს. ნიკოტინის მჟავის ხსნარი უნდა წაისვათ თმის ძირებში, კარგად შეიზილოთ ეპიდერმისის ზედა ფენაში. რამდენიმე ძირითადი მომენტი, რომლებიც ნიკოტინის მჟავის შესახებ უნდა იცოდეთ:
- ეს პრეპარატი ამცირებს თმისა და თავის კანის ცხიმიანობას, არეგულირებს კანის ქონის გამომუშავებას;
- ნიკოტინის მჟავა მოქმედებს თმის გარეგან იერზეც: თმა იწყებს პრიალს, მოცულობას იძენს და დამყოლი ხდება;
- ნიკოტინის მჟავა არ ამძიმებს თმას, იგი სუფთა და ახალი რჩება პრეპარატის წასმის შემდეგაც;
- პრეპარატი აუმჯობესებს თმის ბუნებრივ ფერს, პიგმენტზე ზემოქმედების გზით;
- ეს ნივთიერება თმის ზრდას თვეში 3-4 სმ-თი აჩქარებს. ეფექტი შესამჩნევი გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ იქნება;
- ნიკოტინის მჟავა მხოლოდ სუფთა თმაზე უნდა წაისვათ, რამდენადაც ჭუჭყი უფრო ღრმად შეაღწევს, რაც ნეგატიურად აისახება თმის იერზე;
- არსებობს ნიკოტინის მჟავის გამოყენების რამდენიმე შეზღუდვა, რამდენადაც არსებობს ალერგიული რეაქციების გაჩენის რისკი. სანამ ამპულებს შეიძენდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ტრიქოლოგთან.
ნიკოტინის მჟავა თმისთვის: გამოყენების ინსტრუქცია
- ამპულებში ჩამოსხმული მჟავა მხოლოდ და მხოლოდ გარეგანად უნდა გამოიყენოთ. შიგთავსი შეიზილეთ თავის კანში მსუბუქი, სამასაჟე მოძრაობებით, შეგიძლიათ პიპეტის, ბამბის დისკის ან უნემსო დგუშის გამოყენებაც;
- წაისვით პრეპარატი თავის კანზე მაშინვე, როგორც კი ამპულას გახსნით, თორემ სასარგებლო თვისებები არსებითად შესუსტდება;
- გადაინაწილეთ ნიკოტინის მჟავა საფეთქლის ძვლიდან თხემამდე, შემდეგ კეფამდე. დაყავით თმა მცირე ნაწილებად, ასე უფრო მოსახერხებელი იქნება მჟავის თმის ძირებზე წასმა;
- ერთი პროცედურა = ერთ ამპულას. ეცადეთ, საგულდაგულოდ გადაინაწილოთ ამპულის შიგთავსი, რათა თავის კანის მთელი მონაკვეთი მოიცვათ. ნიკოტინის მჟავის ხსნარი ძალიან აქტიურია, ამიტომ, მცირე დოზის შემთხვევაშიც კი, სისხლძარღვები სწრაფად რეაგირებს;
- მჟავა ჩამობანას არ საჭიროებს, თუ მას ცალკე ისვამთ. წინასწარ მოსინჯეთ პრეპარატი კანის მცირე მონაკვეთზე, თუ ალერგიული რეაქციავერ შენიშნეთ, თამამად წაისვით იგი მთელ ზედაპირზე;
- დადებითი ეფექტის გასაძლიერებლად, რეგულარულად გამოიყენეთ ნიკოტინის მჟავა 1 თვის განმავლობაში, შეისვენეთ 1-2 თვით და კურსი გაიმეორეთ;
- ძალიან მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია ნიკოტინის მჟავის წყალხსნარი: უბრალოდ დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი ამპულიდან ხელის გულზე ან ბამბაზე დასხმულ ზეთს;
- ნიკოტინის მჟავა თმის აბსოლუტურად ყველა ტიპს უხდება, იგი არ აშრობს და არ იწვევს გაყოფილ ბოლოებს;
- მსუბუქი წვა წასმის შემდეგ ნორმალურია. თუმცა, თუ ქავილი ან გამონაყარი გაგიჩნდათ, აღარასდროს გამოიყენოთ ეს ნივთიერება;
- შუშის ამპულების ხელით გახსნა საშიშია. ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურ პლასტმასის ფლაკონებში ასხამენ ნივთიერებებს, დააზუსტეთ აფთიაქში მისი არსებობა;
ნიღბები ნიკოტინის მჟავის შემცველობით
- აიღეთ 1 ამპულა მჟავა, 1 ჩ.კ. ალოეს ექსტრაქტი და 2-3 წვეთი თხევადი დინდგელი; შეურიეთ ყველა სითხე და მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში. ჩამოიბანეთ 1-2 საათში. წაისვით ნიღაბი ყოველ მეორე დღეს, შეასრულეთ 10 პროცედურა, შეფუთვაში ამპულების რაოდენობის მიხედვით.
- აიღეთ 1 ამპულა ნიკოტინის მჟავა, 10 მლ E ვიტამინი, 15 მლ ქოქოსის ან სელის ზეთი, 1 კვერცხის გული. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით სუფთა თმაზე. ჩამოიბანეთ 1-2 საათში თბილი წყლისა და ცოტაოდენი ვაშლის ძმრის ხსნარით. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში სამჰერ, შეასრულეთ 10-პროცედურიანი კურსი.
- შეურიეთ ნიკოტინის მჟავის კაფსულა, 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. კონიაკი და რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი. წაისვით მასა თმის ძირებზე და გაიჩერეთ 1-2 საათით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.