კრემი საკმარისი არაა: 3 გზა სახის დელიკატური მოვლისთვის

0
631

ბუნებრივი სილამაზე ბოლო ორი წლის და (გპირდებით) მომავალი ათწლეულის ტრენდია. Girl.ge-ის რედაქცია შეგახსენებთ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, ინექციებისა და მძლავრი ბიუთი-საშუალებების გარეშე.

1. სახის სავარჯიშოები

სახის “შენარჩუნებაში” 60 კუნთი გვეხმარება. აქტიური მიმიკისა და სტრესის გამო, ზოგიერთი მათგანი მუდმივ ტონუსშია: შუბლს ვჭმუხნით, ტუჩებს ვმუწავთ, თვალებს ვჭუტავთ. დაჭყანვისას, თქვენ კუნთებს კი არა ავარჯიშებთ, არამედ ეხმარებით მათ მოდუნებაში. როგორ? მარტივად: დაძაბულობის მოსახსნელად, პირველ რიგში, იგი უნდა შექმნათ. სავარჯიშოს ერთხელ შესრულების შემდეგაც კი, სახე მნიშვნელოვნად სწორდება, ხოლო, თუ მას ყოველდღე, 10 წუთით შეასრულებთ, მსუბუქ ლიფტინგ-ეფექტს მიიღებთ.

სავარჯიშოს მაგალითები:

– სახის მკაფიო ოვალისთვის. დაჯექით და ზურგით კედელს/სკამს მიეყრდენით. ხელის დიდი თითებით დაიწყეთ ნიკაპის ქვემოთ ჩაწევა. ენა კი მიაბჯინეთ ზედა სასას და ხელებს წინააღმდეგობა გაუწიეთ. შეასრულეთ სავარჯიშო 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ოდნავ დაჰკარით ნიკაპს, დაძაბულობის მოსახსნელად.

– ცხვირ-ტუჩის ნაკეცების წინააღმდეგ. გააღეთ და დაამრგვალეთ პირი, გქონდეთ იგი დაძაბული. საჩვენებელი თითები გაატარეთ ცხვირის კიდეებიდან საფეთქლებამდე. გაიმეორეთ 7-10-ჯერ.

Photo credit: Getty Images

2. თვითმასაჟი

შესაძლოა, ვარჯიში ზედმეტი მოგივიდეთ და კუნთები ზედმეტად დაჭიმოთ. მასაჟით რისკი მცირდება, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ დააჭერთ ხელებს. ამასთან, მსუბუქი ზელა გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს უჯრედების განახლებას. თუ ამ მომენტში მათ “სამშენებლო მასალასაც” (მკვებავი ნივთიერებები კრემიდან) მიაწვდით, ეფექტი გაცილებით ეფექტური გახდება.

მოძრაობის მაგალითები

– შეშუპების წინააღმდეგ. დაალაგეთ ხელის გულები სახის ცენტრში და დაიჭირეთ ცხვირის ფრთები. იმოძრავეთ კიდეებისკენ, შეასრულეთ დაწოლითი მოძრაობები, თითქოს ქსოვილს ზემოთ წევთ.

– დაძაბულობის მოსახსნელად. თითების დაბოლოებებით, 30 წამის განმავლობაში, მსუბუქად ურტყით სახეს. შეგრძნებით ეს მოძრაობები წვიმის წვეთების დაცემას უნდა ჰგავდეს.

Photo credit: Getty Images

3. ფაქიზი წმენდა

სანამ თქვენ უშედეგოდ ისვამთ კრემს გაღიზიანებულ/გამომშრალ/ცხიმიან/გაუფერულებულ/ნასვრეტგაჭედილ კანზე, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არაკორექტული დაბანაა.

Photo credit: Getty Images

გახსოვდეთ: ეს დილა-საღამოს სწორი საშუალებით უნდა გააკეთოთ. იგი, ერთი მხრივ, ძალიან ხარისხიანად უნდა წმენდეს, მეორე მხრივ კი არ უნდა აშრობდეს კანს. იშვიათი კომბინაციის პოვნა მიცელების შემცველ საშუალებებში შეგიძლიათ. ეს ის ნაწილაკებია, რომლებიც იზიდავენ ცხიმებს, თუმცა, არ ილექება რქოვან ფენაში – ანუ, არ ტოვებს დამცავ ფენას.