
ალბათ, ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ მანიკური სახლში. და, ისევ ალბათ, შედეგი მოლოდინისგან შორს აღმოჩნდა. რეალურად, ეს მარტივი მეცნიერებაა, მთავარია, ყველაზე გავრცელებული შეცდომები არ დაუშვათ. Girl.ge-ის რედაქცია გიკარნახებთ, როგორ უნდა გაიკეთოთ მანიკური სახლში ისე, როგორც სალონში.
შეცდომა №1: ნუნები არ მოამზადეთ
მყარი ნუნის ფრთხილად გაწევა ან მოშორება შეუძლებელია, სხვა შემთხვევაში, ლაქით დაითხვრება. თუ ხელების მოვლისთვის აქამდე ვერ მოიცალეთ, წესად შემოიღეთ ნუნებზე სპეციალური დამარბილებელი ზეთი ან ცხიმიანი მკვებავი კრემი მაინც.
შეცდომა №2: ნუნები მოიჭერით
რაც უფრო მეტს იჭრით, მით უკეთ იზრდება: ეს წესი ნუნებზეც ისე მოქმედებს, როგორც თმაზე.. უბრალოდ, თმის შემთხვევაში ჩვენ შედეგს ველით, ნუნების შემთხვევაში კი – არა. მოსაჭრელი ხელსაწყოები თქვენი მტრებია, დაიმახსოვრეთ. იდეალურად მაინც ვერ მოიჭრით, ნუნი კი სულ უფრო გასქელდება. უბრალოდ კიდევ 1-2 თვე მოითმინეთ და ყოველდღე დაიმუშავეთ ნუნები. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ მოუჭრელი ნუნები უარესია, მაგრამ, მენდეთ: ნუნები თანდათან შეანელებს ზრდას, გათხელდება, ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ ფრჩხილის ქვედა ნაწილი იდეალურად გამოიყურება.
შეცდომა №3: ფრჩხილებს ძირებამდე იჭრით
ფრჩხილის ზედაპირის არაიდეალური ფორმის მქონე გოგონებისთვის გავრცელებული ვარიანტია. ფრჩხილის თავისუფალი დაფარვის სწორად ჩამოყალიბებისთვის, მას 1 მმ მაინც უნდა დაუმატოთ. არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრათ ფრჩხილი მაკრატლით! თუ დამოკლება გსურთ, მოიქლიბეთ მხოლოდ კიდიდან ცენტრისკენ და არა იქეთ-აქეთ.
შეცდომა №4: ლაქს ზედმეტად ბევრ ფენად ისვამთ
როგორ გავიკეთოთ მანიკური სახლის პირობებში სწორად? გახსოვდეთ: მანიკურის მაქსიმალური ფენა 3-ს უნდა შეადგენდეს, წასმებს შორის კი არანაკლებ ხუთწუთიანი შესვენება უნდა გააკეთოთ. საუკეთესო ვარიანტში – 10.
შეცდომა №5: გვერდით კანსაც იჭრით
ფრჩხილის გარშემო კანის მყარი ნაწილები შესაგრძნობლად უსიამოვნოა, თუმცა, მოაშორეთ მაკრატელი! კანის სწორად მოჭრა შეუძლებელია, მიიღებთ მიკროჭრილობებს, რომლებიც 1 დღეში მაკროჭრილობებად იქცევა. გვერდითა კანი უნდა მოიშოროთ მეტალის ან შუშის ქლიბით. უბრალოდ მოიქლიბეთ კანი, სანამ შედეგით კმაყოფილი არ დარჩებით. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ და პრობლემები აღარ შეგაწუხებთ!
შეცდომა №6: ფრჩხილებს კიდეებზეც იქლიბავთ
არ მოგესმათ! ფრჩხილის მხოლოდ ზედა კიდე უნდა მოიქლიბოთ, დაამოკლოთ ან უბრალოდ ფორმა მისცეთ. გვერდითა ზოლებს არ უნდა შეეხოთ! განსაკუთრებით, თუ ფრჩხილი ძირიდან კიდემდე გიფართოვდებათ. გაზრდისას, ფრჩხილს “ჩახვევის” ბუნებრივი თავისებურება გააჩნია, გვერდითა ნაწილები შიგნით ბრუნდება და შედეგად, ყველა ფრჩხილი მეტ-ნაკლებად კლასიკურ ფორმას მიიღებს. გამოსცადეთ და დარწმუნდით.
შეცდომა №7: ლაქს ფრჩხილის გასუფთავებისთანავე ისვამთ
რა თქმა უნდა, გამწმენდი შემადგენლობით (აცეტონის გარეშე, რა თქმა უნდა) ზედაპირის დამუშავება მნიშვნელოვანი და საჭირო ეტაპია. თუმცა, სანამ ლაქის წასმას შეუდგებოდეთ, აცადეთ ნივთიერებას აორთქლება. ამას დიდი დრო არ სჭირდება – 2-3 წუთი. სამაგიეროდ, ლაქი უკეთ მოეჭიდება ზედაპირს და დიდხანს გაძლებს.
შეცდომა №8: ლაქის ფლაკონს ანჯღრევთ
შედეგად, ლაქის სტრუქტურაში ჩნდება ჰაერის ბუშტუკები, რომლებიც მალე თქვენს ფრჩხილებს “დაამშვენებს”. როგორ გავიკეთოთ მანიკური? უბრალოდ ხელის გულებს შორის დაატრიალეთ ფლაკონი ან ნელა გადაატრიალ-გადმოატრიალეთ.
შეცდომა №9: ლაქს კანზეც ისვამთ
უბრალოდ წაისვით თითებზე ვაზელინი, ფრჩხილს კი არ შეეხოთ (ბამბის ჩხირით იდეალურად მოახერხებთ) და თამამად შეიღებეთ ფრჩხილები. ყველაფერი ზედმეტი მარტივად მოშორდება.
შეცდომა №10: ლაქის ფენა არათანაბარი გამოდის
ასე ხშირად ხდება, თუ მკვეთრ ფერს, განსაკუთრებით, ნეონურს ირჩევთ. შედეგი შთამბეჭდავი რომ გამოვიდეს, პირველ ფენად წაისვით თეთრი ლაქი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვით მკვეთრი. თანაბრადაც წაისმება და უფრო გაჯერებული ფერიც გამოვა.
შეცდომა №11: ფრჩხილქვეშა სივრცეს ქლიბის წვერით იწმენდთ
ფრჩხილქვეშ აუცილებლად მოხვდება რაღაც, მტვერი თუ ტონალური კრემი. რა თქმა უნდა, ჭუჭყი უნდა მოიშოროთ, თუმცა, არა ასე! თუ სპეციალური ჯაგრისის შეძენა არ გსურთ, გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი. თუმცა, ნუ შეაძვრენთ ფრჩხილქვეშ რამე მყარს! ასე ფრჩხილსა და თითს შორის შემაერთებელ ქსოვილს დააზიანებთ, ფრჩხილი ცუდად მიეზრდება საყრდენს და ფორმაც დაზიანდება: ფრჩხილისა და კანის გაყოფის ზოლი არათანაბარი და ულამაზო გამოდის.
შეცდომა №12: ლაქს ბოლომდე არ აშრობთ
თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ სპეციალური საშრობი საფარი, გამოიყენეთ “ხალხური” რეცეპტი: მოათავსეთ ფრჩხილები ყინულიან წყალში 2-3 წუთით, შემდეგ კი წაისვით ზეთი. ასე შემთხვევითი შეხება აღარ გააფუჭებს ახალწასმულ ლაქს და თქვენი მანიკური სახლის პირობებშიც იდეალური იქნება!