მშვილდოსანს თავგადასავლების მოყვარული, კუროს – საიმედო ზურგი: რას ეძებთ პარტნიორში

0
659

გამოტყდით: გაცნობის საიტებზე მის ზოდიაქოს ნიშანს ეძებთ? “არა, ვერძი ძალიან ჯიუტია, ჩვენ ვერ შევეწყობით”… მოკლედ, Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, დაწვრილებით გიამბოთ, თუ რას ეძებენ ზოდიაქოს ნიშნები თავიანთ პარტნიორებში და რომელი თვისებები სჭირდებათ მათ.

1. ვერძს სჭირდება ადამიანი, რომელიც მის ენერგიას დააოკებს

ვერძს გადამდები დაუმორჩილებელი ენერგია აქვს. მან ეს თავადაც იცის, რადგან, საკმაოდ ხშირად, ენერგია მისთვისაც კი ზედმეტია. ვერძი კარგად გრძნობს თავს ცეცხლის ნიშნებთან. მაგალიღად, ლომი საკმარისად მხურვალეა და თავის ამხანაგებს არ ჩამორჩება… ის, ალბათ, ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ვერძთან შეჯიბრება შეუძლია.

მას კარგი წყვილი გამოუვა მშვილდოსანთანაც – ეს ხალხი გიჟდება თავგადასავლებზე და ვერძებს ფსკერზე არ ჩაითრევს.

2. კუროს საიმედო საყრდენი სჭირდება

კუროს უბრალოდ სურს, თავის საიმედო, ბუხრიან სასახლეში, ფუფუნებაში ცურავდეს. მისთვის იდეალური მეწყვილე იქნება მეოჯახე, გემოვნებიანი ადამიანი. მაგალითად, როგორიც დელიკატური და კარგად აღზრდილი კირჩხიბია. მართალია, კირჩხიბიცა და კუროც ცოტათი ჩაკეტილები არიან,  ჰარმონიულ კავშირს ეს ხელს არ უშლის.

თუმცა, კურო ცნობილი შრომისმოყვარე ნიშანიცაა, ამიტომ, თხისრქა, მოწესრიგებული პიროვნება, რომელიც 12-საათიან სამუშაო დღეს არაფრით ეწინააღმდეგება, მას კარგი მეწყვილის ფუნქციას გაუწევს.

3. ტყუპებს სოციალური ინტელექტუალი ესაჭიროება

ტყუპებს არ შეეფერებათ ყბედები და მოტრაბახები, მას სჭირდება ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მზადაა, ერთ ღამეში, ღვინის ბოთლთან ერთად, ასი თემა მოიცვას. თანამოსაუბრის სახით გამოადგება სასწორი, რომელიც ყვავის ინტენსიურ დებატებში და ძალიან სოციალურია. ტყუპები და სასწორი ერთად ივლიან მოდურ გალერეებში და იატაკქვეშა როკ-კონცერტებზე.

მეორე მხრივ, ტყუპების მოწინააღმდეგე მხარე, მსუბუქი და მშვიდი მშვილდოსანიც შეძლებს მისთვის თავის მოწონებას.

4. კირჩხიბს ერთგული თაყვანისმცემელი უნდა

კირჩხიბს ძალიან უჭირს ადამიანის ნდობას. წყლის ეს ნიშანი ზედმეტად მგრძნობიარეა და მუდმივად თავის მყარ ბაქანში ძვრება, საიდანაც მას ვეღარ გამოაძვრენთ. კირჩხიბს არა უბრალოდ ერთგული პარტნიორი, არამედ ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც არ დაიღლება თავისი ერთგულების მტკიცებით. მორიელი ან თევზები ჩვენი ბაქნიანი მეგობრებისთვის კარგ მეგზურებად იქცევიან – ისინი მარტივად კითხულობენ არავერბალურ სიგნალებს.

5. ლომს ენერგიული დამხმარე სჭირდება

ლომი ბუნებით არტისტია, იგი მხოლოდ მაშინ ყვავის, როცა ვინმე ხიბლავს. აი, რატომ სჭირდება ლომს ვინმე მკვეთრი, ენერგიული, თუმცა, ამავდროულად, ისეთი ადამიანი, რომელსაც პრობლემა არ ექნება დამხმარე როლის თამაშსა და ლომის დიდების სხივებში ნებივრობაზე. მერწყული შესანიშნავი არჩევანია, მას არასდროს აქვს პრობლემა ვიღაცისთვის სცენის დათმობაზე. თუმცა, მერწყულის გართობის დრაივიც არ ჩამორჩება ლომს, ამიტომ, ეს წყვილი დილამდე გაერთობა.

თუმცა, რთულ პერიოდში ლომს სჭირდება ვიღაც, ვინც მის მყიფე ეგოს გამოკვებავს, ვერძი კი ამ სიტუაციაში იდეალური გულშემატკივარია.

6. ქალწულს საიმედო და ჭკვიანი პარტნიორი სჭირდება

ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ნიშანია, მას კი სჭირდება პარტნიორი, რომელთანაც არ მოიწყენს. მოწყენილობა ქალწულს კლავს, ქალწული კი მას კლავს, ვისთანაც იწყენს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა ანალიტიკური გონება აქვთ, თუმცა, ამავდროულად, მეოჯახე და მიწიერია, ამიტომ, წყლის ნიშნებთან, მაგალითად, კირჩხიბთან, მარტივად ვერ გაძლებს.

აი, მიწის ნიშნებთან, მათ შორის, თხის რქასთან, შეიძლება კარგი დუეტი შექმნას. ეს უკანასკნელი ჭკვიანია და ლოგიკურად მსჯელობს.

7. სასწორს კი სიყვარულში ბანაობა სურს

არც მეტი, არც ნაკლები. სასწორი წყვილში, ჰარმონიასა და ბალანსში ყვავის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ შეირყევა და ეჭვი არ შეეპარება. იგი საკმაოდ მომთმენია, თუმცა, მას ყოველთვის სჭირდება თავზე ხელის გადასმა.

ზოგადად, საკმაოდ შეგუებადია და ბევრ ნიშანთან შეუძლია კარგი ურთიერთობის დამყარება, თუმცა, ჰარმონიულ კავშირს ტყუპებთან დაამყარებს. მასთან ერთად უყვარს მუზეუმებში სიარული და ჭკვიანური ბაასის გამართვა.

8. მორიელს ერთგული ემპათი ესაჭიროება

მორიელი ბეჯითად ინარჩუნებს შინაგან სიმშვიდეს, სწორედ ამიტომ სჭირდება პარტნიორი, რომელთანაც თავს თავდაჯერებულად იგრძნობს – ის, ვისთვისაც აუცილებელი არაა აზრებისა და ემოციების დაღეჭვა და ისე გადმოცემა.

მორიელი აფასებს პირად ცხოვრებას და აქვს გარკვეული ტენდენცია განმარტოებისკენ. კარგ წყვილს შეადგენს კუროსთან, რომელსაც აგრეთვე უყვარს განმარტოება, თუმცა, უფრო კომფორტულად. თანაც, მისი სახლი ფუფუნებით უნდა იყოს მოწყობილი.

9. მშვილდოსანს თავგადასავლების მაძიებელი ესიამოვნებოდა

მშვილდოსანი მოძრავი ავანტურისტია, ამიტომ, მას სჭირდება ვიღაც, ვინც მას ჰგავს. ცეცხლის ნიშნები გამოდგებიან: მათ ცეცხლი უწესრიგოდ უკიდიათ, ტყის ხანძარივით. ამიტომ, ლომებო და ვერძებო, დაიტაცეთ! მშვილდოსანი შესანიშნავი პარტნიორია თქვენთვის.

სხვათა შორის, გამოდგება მერწყულიც – ორივე ნიშანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

10. თხის რქა კი მშვიდი ინტელექტუალის პოვნას ცდილობს

თხის რქა შრომაჰოლიკი და კარიერისტვია. ასეთი კომბინაცია თითქმის არ უტოვებს მის პარტნიორს იმის შესაძლებლობას, რომ თხის რქის ყურადღებაში იბანაოს. ამ ნიშანს სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის ამბიციებს უბიძგებს, მისწრაფებებს კი მხარს დაუჭერს. კურომ იცის, როგორ უზრუნველყოს სიმყუდროვე და მოდუნება, თხის რქა კი ამას აფასებს, თავად კუროსთვის საიმედო საყრდენს უზრუნველყოფს.

11. მერწყული კეთილ ბუნტისთავს ეძებს

მერწყული ალტრუისტია, რომელსაც ერთი დღის გატარებაც კი არ შეუძლია სხვების დაუხმარებლად. ამასთან, იგი აფასებს თავისუფლებას, ამიტომ, ნებისმიერ წესს ეჭვქვეშ აყენებს. ესაა უჩვეულო და გიჟი, გადარეული მეცნიერი და სამყაროს მხსნელი

მერწყულს ვინმე მსუბუქი და უზრუნველი სჭირდება, მაგალითად, სასწორი, რომელიც მის ენერგიას გააწონასწორებს.

12. თევზებს სურს პარტნიორი, რომელიც დაამიწებს

 

ამ მეოცნებე ნიშნის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სჭირდება პარტნიორი, რომელიც ციდან დედამიწაზე მის დაბრუნებას შეძლებს. თევზის იდეალური მეწყვილე ქალწულია. მკაცრი ანალიტიკოსი, რომელიც შეძლებს ყოველ ჯერზე შეახსენოს თევზებს ჭამა, მაღაზიაში წასვლა და დროულად დაძინება.

თევზები გენიალურ იდეებს გასცემს, ქალწული კი ეშმაკობის ძებნას დაიწყებს. თევზებს კარგად შეეგუება კირჩხიბი და მორიელი.