
Girl.ge-ის რედაქციამ შეაგროვა მთელი 15 საშუალება ხშირი, ლამაზად მოხრილი, გრძელი და დახვეწილი წამწამების გასაზრდელად. ეს რჩევები წამწამების ფერიად გაქცევთ.
წამწამების გაზრდა სახლის პირობებში
1. დაივარცხნეთ წამწამები შხაპის მიღების შემდეგ
სპეციალური სავარცხლით, ტუშის ძველი, გარეცხილი ფუნჯით ან, უბრალოდ, კბილის ჯაგრისით. წამწამები შეწებებული კი არა, გაშლილად რომ გაშრეს.
2. წაისვით თმის ბალზამი
ყველაფერი, რაც თქვენს თმას უხდება, მოუხდება წამწამებსაც. დაბანის შემდეგ, წაისვით წამწამებზე კონდიციონერი და ჩამოიბანეთ 1 წუთში.
3. დაიბანეთ სპეციალური შამპუნით
არა, წამწამების ცალკეული შამპუნი ჯერ არ შეუქმნიათ, თუმცა, ისინი უფრო სწრაფად გაგეზრდებათ, თუ საბავშვო შამპუნით დაიბანთ (გაითვალისწინეთ, ეტიკეტზე უნდა ეწეროს “ცრემლების გარეშე”).
4. წაისვით აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი შეიცავს რიცინოლეინურ მჟვას, რომელიც, თმის ბოლქვში მოხვედრისას, აძლიერებს სისხლის ნაკადს და ასტიმულირებს წამწამების ზრდას. როგორ გავახშიროთ წამწამები? ჩაალბეთ ბამბის დისკი ზეთში და გაიკეთეთ თვალის მინი-კომპრესი, ან გარეცხეთ ტუშის ძველი ფუნჯი და წაისვით ზეთი: ორივე მეთოდი თანაბრად ეფექტურია.
5. რეგულარულად ისვით შრატი
ბაზარზე წამწამების გასაზრდელი შრატების დიდი არჩევანია, თანაც, ნებისმიერი ბიუჯეტისთვის. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: ხარისხიანი და ეფექტური საშუალება უნდა შეიცავდეს სკვალანს, ბისაბოლოლს, ჰიალურონის მჟავას ან მის ნაწარმებს, პეპტიდებსა და ვიტამინებს.
6. მიიღეთ ბიოტინი
ან კომპლექსური ვიტამინური პრეპარატი B ჯგუფის ვიტამინებით. წამწამები გახშირდება და ცვენას შეწყვეტს, გაძლიერდება ფრჩხილები და თმა, გაქრება მუწუკები და, რაც მთავარია, გაუმჯობესდება განწყობა!
7. წაისვით ტუში, აპრეხვის შემდეგ
თუ წამწამებს იპრიხავთ, ეს მხოლოდ ტუშის წასმამდე გააკეთებთ – ასე წამწამებს ნაკლებად დააზიანებთ.
8. გაათბეთ საპრეხი გამოყენებამდე
თუ წამწამების ცხელი საპრეხი არ გაქვთ, ფენით გაათბეთ ჩვეულებრივი საპრეხი: შეხებისას წამწამებიც გათბება, დარბილდება და დამყოლი გახდება, აპრეხვა კი მათ სტრუქტურას არ შეცვლის.
9. მინიმუმამდე დაიყვანეთ საპრეხის გამოყენება
როგორც არ უნდა გინდოდეთ აპრეხილი, გრძელი წამწამების ქონა, თავი შეიკავეთ. წამწამები ჯანმრთელი და გრძელი რომ გახდეს, საპრეცხი კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოიყენეთ.
10. აიპრიხეთ ერთხელ
ნუ ეცდებით უბედური, დაუმორჩილებელი წამწამების აპრეხვას რამდენჯერმე. გააკეთეთ ერთხელ და შეჩერდით: საპრეხის ყოველი გამოყენება ამსხვრევს წამწამებს და იწვევს მათ ცვენას.
11. აირჩიეთ კარგი ტუში
დარწმუნდით, რომ მის შემადგენლობაში ფუტკრის ცვილი და პანტენოლია. უკეთესი იქნება, თუ ტუშს “დამატენიანებელი” ან “მკვებავი” ეწერება.
12. გამოიყენეთ საბავშვო პუდრა
როგორ გავიზარდოთ წამწამები სახლის პირობებში? სანამ ისინი სასურველ სიგრძეს მიაღწევს, მიმართეთ პატარა ხრიკს: წაისვით ტუშის პირველი ფენა, დაიყარეთ საბავშვო პუდრა და წაისვით ტუში ხელმეორედ. აი, როგორ “გაიზარდა” წამწამები!
13. ჩამოიბანეთ ტუში სწორად
არასდროს, არაფრის გულისთვის არ ახახუნოთ ბამბის დისკები თვალის კუთხიდან მეორე კუთხემდე. ტუშის ჩამობანისას, გაატარეთ რძით, მიცელარული წყლით ან დემაკიაჟის სითხით დასველებული დისკები წამწამების ზრდის მიმართულებით: ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ ასე!
14. შეცვალეთ ტუში სამ თვეში ერთხელ
მაშინაც კი, თუ იგი ჯერ არ გამხმარა, გამოყენების პერიოდში, ტუშის შემადგენლობაში გამრავლდებოდნენ ბაქტერიები, თუ, რაღა თქმა უნდა, მას სპეციალურ სტერილურ ვაკუუმურ კონტეინერში არ ინახავდით. ეს ბაქტერიები ცვლიან ტუშის შემადგენლობას და მას წამწამების გამომშრობ ქიმიურ შხამად აქცევენ.
15. დაიძინეთ ზურგზე
ან გვერდზე. ნუ ჩარგავთ სახეს ბალიშში. ძილში მოძრაობისას წამწამებსაც აწამებთ, ისინი იფიტება და ცვივა.