ტესტ-მკითხაობა: ყავის ფინჯანი თქვენს უახლოეს მომავალს ახდის ფარდას

0
1094

გინდათ, უახლოესი მომავალი იხილოთ? დღეს გთავაზობთ ყავის ფინჯანზე მკითხაობას. უბრალოდ აირჩიეთ ფოტოზე წარმოდგენილი ოთხიდან ერთ-ერთი და წაიკითხეთ თქვენთვის განკუთვნილი წინასწარმეტყველება.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა ყავის მომზადება ისწავლა, ყავის ფინჯანზე მკითხაობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მკითხავები ცდილობდნენ წინასწარმეტყველებას იმ უცნაური გამოსახულებებით, რომლებიც ფინჯნის კედლებსა და ფსკერზე ჩნდებოდა – ისინი ბედისწერის ნიშნებად და იდუმალ გზავნილებად ითვლებოდა.

Girl.ge-ის რედაქციას არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნა. ფსიქოლოგებმა შეარჩიეს გამოსახულებები, რომლებიც სრულყოფილად ახდის ფარდას თქვენს უახლოეს მომავალს. დაინტერესდით?

უბრალოდ დახედეთ ფოტოს და გვითხარით, რომელ სასმელს მიირთმევდით ახლა. პირველ რამდენიმე წამში ინტუიცია თავისით ამოირჩევს პასუხს. აირჩიეთ? ახლა წაიკითხეთ წინასწარმეტყველება. აღმოჩნდა, რომ რჩეული სასმელი თქვენს ხასიათსა და მომავალზე მიუთითებს.

1. პირველი ფინჯანი იმაზე მეტყველებს, რომ რთული პერიოდი გელით. თქვენ რძიანი ყავით სავსე ფინჯანი აირჩიეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ ხოლმე. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამიტომ, მოიკრიბეთ სითამამე და სიმტკიცე.

2. ილიანი ყავა აირჩიეთ? მოემზადეთ ცვლილებებისთვის. ძალიან მალე, თავს დაგატყდებათ მოვლენა, რომელიც თქვენ გარშემო ყველაფერს შეცვლის. ჩვეულ რიტმში ცხოვრებას ვეღარ შეძლებთ.

3. შავი ჩაი მოგეწონათ? მოემზადეთ დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. მოგზაურობა და საჩუქრები გელით. ახლობლები გაგახარებენ და სასიამოვნოდ გაგაოცებენ. თქვენი ყველა საქმე წარმატებული და სარფიანი გამოვა. ბედნიერი პერიოდი გელით. ამ პერიოდში უნდა დაიწყოთ რამე ახლის სწავლა ან ახალი საქმე. ყველაფერი იღბალსა და წარმატებას მოგიტანთ.

4. ესპრესო აირჩიეთ? თქვენი მომავლის თითოეული წუთი სიყვარულით იქნება სავსე. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, მხურვალე აღიარება და რომანტიკული სურპრიზები გელით. მარტოხელებს კი მონათესავე სულის პოვნას ვუწინასწარმეტყველებთ. ეს ადამიანი თქვენი მეორე ნახევარი ან საუკეთესო მეგობარი იქნება. ფლირტისა და რომანტიკის პერიოდი გექნებათ.

თქვენ რომელი ფინჯანი აირჩიეთ?