დაბერების 7 ნიშანი, რომლებიც თქვენს ასაკს გასცემს

0
808

კოსმეტოლოგია იმდენად შორს წავიდა, რომ დღეს ნაოჭებთან გამკლავებაც კი შეგვიძლია! თუმცა, სამწუხაროდ, დაბერების ზოგიერთი ნიშანი მაინც გასცემს ქალის ჭეშმარიტ ასაკს, მაშინაც კი, თუ იგი შეუდარებლად გამოიყურება. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ამ მთავარ “მოღალატეებს” და, რა თქმა უნდა, მოგცემთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ მათ, უფრო დიდხანს რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე.

1. ცხვირ-ტუჩის ნაკეცები

Fotodom / Rex Features

ცხვირ-ტუჩის ნაკეცები პრობლემად ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში იქცევა, ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს, მით უკეთესი.

რჩევა: ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღეისათვის ბიოარმირება და ბიორევიტალიზაცია ითვლება, ძალიან ღრმა ნაკეცების შემთხვევაში კი გამოიყენება ჰიალურონის მჟავის ფილერები.

2. შავი წრეები თვალქვეშ

Fotodom / Rex Features

თვალქვეშ ცნობილი სილურჯეებისა და, სხვა ყველაფერთან ერთად, იხვის თათების გაჩენის მიზეზი არის სახის ამ ზონაში არსებული თხელი კანი, მინიმალური ცხიმოვანი საგებით. ხშირად, ჩვენ უბრალოდ უგულებელვყოფთ ამ მონაკვეთის პრობლემებს, მეორეხარისხოვნად მივიჩნევთ მას, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული, არაახალგაზრდა ლუქი მაშინვე გვიმატებს ზედმეტ წელს.

რჩევა: ადრეულ სტადიაზე დაგეხმარებათ ხალხური საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას – მწვანე ჩაის ან ბალახის ნახარშის კომპრესები, ყინულის კუბები, აგრეთვე, კოფეინის, მოცხრის ექსტრაქტის, მრავალძარღვისა და არნიკას პრეპარატები.

თუ პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო, დაუმეგობრდით AHA-მჟავებს, რეტინოლს, პეპტიდებს ან ჰიალურონის მჟავას. ხოლო კოსმეტოლოგთან სცადეთ პილინგები, მეზოთერქაპია, თერმაჟი და ფრაქსელი.

3. კანის ფერი

Fotodom / Rex Features

ახალგაზრდის კანი შიგნიდან ანათებს და თანაბარი ტონი აქვს. თუმცა, დროთა განმავლობაში, უჯრედთა განახლების პროცესი ნელდება, სახის ფერი მკრთალდება, პიგმენტაცია კი გაცილებით შესამჩნევი ხდება.

რჩევა: დასაწყის სტადიებზე პიგმენტაციასთან ბრძოლაში გვეხმარება სახის მათეთრებელი კრემები, ხოლო სიფერმკრთალეს სრულყოფილი ძილი გაუმკლავდება. შემდეგ – ფოტოგაახალგაზრდავება და ფრაქსელი. არ დაგავიწყდეთ SPF-კრემების მუდმივი გამოყენებაც, ჯანმრთელობის მოფრთხილება და გამოძინება, რაღა თქმა უნდა.

4. სახის ოვალი

Fotodom / Rex Features

“ჩამოცურებული” ნაკვთების პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობითობის შედეგია. ხანდახან 30, ან 35, ან უფრო გვიან, თუმცა, დგება პერიოდი, როცა ნიკაპის ზონაში კანი ჩამოკიდებას იწყებს. შემდეგ სახის ოვალი სულ უფრო ირღვევა, 45 წლის ასაკში კი დარღვევის შანსი 80%-ს აღწევს.

რჩევა: იდეალური პროფილაქტიკაა სახის ტანვარჯიში. თუ სიტუაცია სერიოზულ ჩარევას მოითხოვს, დაგეხმარებათ ნიკაპის არმირება და ძაფებით გაძლიერება. სხვათა შორის, სახის ოვალის ცვლილება შეიძლება არამხოლოდ დაბერების პროცესის, არამედ, მაგალითად, ჰორმონული დარღვევების ბრალი იყოს, ამიტომ გინეკოლოგთან კონსულტაცია არ გაწყენდათ.

5. ხელები

Fotodom / Rex Features

რამდენად გლუვიც არ უნდა იყოს თქვენი სახე, მთავარი სავიზიტო ბარათი მაინც ვერაგულად გაგცემთ. პიგმენტური ლაქები, ნაოჭები, ამობურცული ვენები – აი, ასაკის მთავარი მეგზურები. გარდა ამისა, ფრჩხილები თხელდება და მყიფდება, ჩნდება ყვითეი პიგმენტები, რაც, პირველ რიგში, არაა ესთეტიკური, მეორეც, მიუთითებს რეალურ ციფრებზე.

რჩევა: ხელების ასაკობრივი მახასიათებელი ცვლილებების 80%-ს იწვევს უ.ი. გამოსხივება. რეგულარულად დაიცავით ხელები სპეციალური კრემებით და აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები სახლში ან ბაღში მუშაობის დროს. და, რაღა თქმა უნდა, ლაკონიური მანიკური, კეთილშობილურ ფერებში, ვიზუალურად განაახლებს ხელებს.

6. კისერი

Fotodom / Rex Features

სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი, ასაკობრივი ცვლილებებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მიდრეკილი ნაწილი. თუმცა, როგორც თვალქვეშა წრეებზე ვთქვით, ამ პრობლემას მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როცა მას ძალიან კარგად ვხედავთ.

რჩევა: კისრის დაბერების პროცესში დიდ როლს ასრულებს დგომის პოზა. მოხრილობა მხოლოდ გმატებთ 1-2 ნაკეცს, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება მხრებსა და თავის მდგომარეობას. ამ მონაკვეთში ნაკეცებთან და ნაოჭებთან ბრძოლისთვის კოსმეტოლოგია გთავაზობთ პლაზმოლიფტინგს, ულტრაბგერით ლიფტინგსა და ფილერებს.

7. ჭარბი წონა

Fotodom / Rex Features

უსარგებლო კილოგრამები ასაკობრივ ცვლილებებს გამოიწვევს არამხოლოდ გარედან, არამედ ორგანიზმშიც, ამავდროულად, ვიზუალურად გვაბერებენ. ამას დაუმატეთ დგომის პოზა და მიიღებთ +10 წელს ასაკზე.

რჩევა: ჭარბ წონას ნელა, თანდათან უნდა ებრძოლოთ. თუ ზედმეტი მოცულობა გენეტიკური პრობლემაა, მიმართეთ დიეტოლოგს ინდივიდუალური კონსულტაციისთვის. თუ ეს ღამით “ხეთქვისა” და მხურვალე ვიქ-ენდების შედეგია, შემოიღეთ სწორი კვების პრინციპები და გაიქეცით სპორტ-დარბაზში. სურვილისამებრ, გაამაგრეთ შედეგი პროცედურებით: ლიპოლიზი, კავიტაცია, ოზონოთერაპია.