კირჩხიბს პასტელური , თევზებს – ფერადი: რომელი საგაზაფხულო ტრენდი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
1011

არ შეგიძლიათ საშემოდგომო გარდერობის შედგენა? მოდუნდით! Girl.ge-ის რედაქცია დაგეხმარებათ სწორი ნივთების შერჩევაში. წაიკითხეთ ჩვენი ასტროლოგიური რჩევები და აირჩიეთ ტრენდი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ.

1. ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძი არ უშინდება სირთულეებს და უყვარს საკუთარი თავის გამოწვევა. მკვეთრი ყვითელი პალტო ისაა, რაც მას საგაზაფხულო გარდერობში აკლია. იგი მარტივად მოიფიქრებს, რასთან ჩაიცვას ეს ტანსაცმელი, ყურადღების ცენტრში რომ იყოს.

2. კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროს, პირიქით, საიმედოობა და ხარისხი ადარდებს. იგი ირჩევს პრაქტიკული, გამძლე, ხანგრძლივი მასალების მოდელებს. შავი სპორტული ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგან – აი, რა სჭირდება კუროს, ამ გაზაფხულს თავი მშვიდად რომ იგრძნოს.

3. ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

ნათელი და ენერგიული ტყუპები ტანსაცმელსა და ფერებს განწყობის მიხედვით ირჩევს. ხოლო, რამდენადაც ისინი მას უფრო სწრაფად ეცვლება, ვიდრე კანის უჯრედები, ერთი ფერით ვერ შემოიფარგლება. გთავაზობთ გარდერობის შევსებას ქოლორ-ბლოკის სტილის კარდიგანით.

4. კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბი რომანტიკოსია. ჩვეულებრივი ნივთების შერჩევის დროსაც კი, დიდი ალბათობით, რამე ვარდისფერს, პასტელურს აიღებს, თეთრი პერანგის ნაცვლად, მაგალითად. მათთვის საუკეთესო ვარიანტია ვარდისფერი რომანტიკული კაბა-კომბინაცია – 2021 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრენდული ფერი.

5. ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)

ამაყი ლომი არ ჩაიცვამს პირველივე შემხვედრ ნივთს, მას მხოლოდ საუკეთესო მოდელები მიაწოდეთ, ბოლო კოლექციებიდან, მხოლოდ ბრენდი და ტრენდი. დარწმუნებული ვარ, მას აუცილებლად მოეწონება ნახევარმთვარე ჩანთა, რომელმაც უკვე დაიმსახურა მსოფლიო ლამაზმანების სიყვარული.

6. ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი) 

ქალწულისთვის მნიშვნელოვანია დაცულობის, საიმედოობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება. ამ დავალებას იდეალურად გაუმკლავდება სტრუქტურირებული პოჯახი, მოცულობითი მკლავებით. მისი ჩაცმა შეგიძლიათ კროპ-ტოპზე ან ბრაზე, როგორც ამას პოდიუმებზე აკეთებენ, ან შეუხამოთ უფრო ყოველდღიურ რამეებს (მაისურებს, ბლუზებს, სვიტრებს.

7. სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორი მიჩვეულია მუდმივ მოძრაობაში ცხოვრებას. ყოველდღიური ლუქებისთვის იგი ირჩევს მოსახერხებელ და პრაქტიკულ ნივთებს, რომელთა არჩევასაც პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. მთავარი კრიტერიუმები სიმსუბუქე და კომფორტია. მათ იდეალურად შეერწყმება კლასიკური ან განიერი ტრიკოტაჟული შარვალი, რომელიც 2021 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციის ჩვენების დროს, პოდიუმებზე ვიხილეთ.

8. მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მორიელი ირჩევს რაღაც მკვეთრს, თვალში ეგრევე რომ მოგხვდება. ამ თვალსაზრისით, მას ძალიან მოეწონება ნეონური ფერების ტრენდი.

9. მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი)

მშვილდოსანი დაუძველებელი კლასიკის თაყვანისმცემელია. მისი გარდერობი, მეტწილად, შედგება მოხერხებული, უნივერსალური ნივთებით, რომლებიც მარტივად ეხამება ერთმანეთს. მშვილდოსნებს, რომლებსაც არ უყვართ მოდური თავსატეხები, ვურჩევთ კრემისფერი ტრიკოტაჟის სადა, მოდურ კაბას.

10. თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქას არ უყვარს რთული ნივთები. რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი. თუმცა, მოდურად ჩაცმა ყველას სურს, ამიტომ ვურჩევთ, აირჩიონ 70-იანი წლების განიერი ჯინსები. იგი თითქმის ნებისმიერ ზედასა და ფეხსაცმელს ეხამება, არ ართილებს მოძრაობას და აქტუალურადაც გამოიყურება.

11. მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

მერწყულს დიდად არ აღელვებს მოდური ტენდენციები, მას მოსწონს კლასიკა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგაც არ დაკარგავს აქტუალობას. თავისუფალი დაფარვის მკვრივი პერანგი იდეალურად შეავსებს საგაზაფხულო გარდერობს.

12. თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

მერწყულის სრული საპირისპირო მხარე – თევზები. იგი ლტოლვას განიცდის უჩვეულო ნივთებისადმი, რაც აიხსნება მისი სურვილით, ყველგან და ყოველთვის გამორჩეული იყოს. უბრალო ნივთები და მოსაწყენი ფერები თევზების სტილიბ არაა. გირჩევთ, აირჩიოთ ფერადი კაბები მილფლერით, რომელსაც დიზაინერებმა ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.