კოკო შანელის სტილში ჩაცმა: 8 ელეგანტური ნივთი, რომლებიც ახლა მოდაშია

0
1317

გაბრიელ შანელი დიდებული ქალბატონი, ნიჭიერი მოდელიერი და გამორჩეული გემოვნების მქონე ადამაინი გახლდათ. მისი წყალობით, ქალის გარდერობში გაჩნდა პატარა შავი კაბები, ტვიდის კოსტუმი და ბევრი სხვა, დღეისთვის პოპულარული ნივთი. Girl.ge-ის რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა ჩაიცვათ კოკო შანელის სტილში ამ ზამთარს.

დიზაინერს განსაკუთრებით უყვარდა ტვიდი – ამ მასალის ტანსაცმელი დღემდე აქტუალურია. ტვიდის კოსტუმი გამოდგება როგორც ოფისში წასასვლელად, ისე ყოველდღიური გასვლისთვის. კომპლექტის ნივთების ცალ-ცალკე ჩაცმაც შეგიძლიათ – შეუხამეთ ქვედა ბოლო მოცულობით სვიტრსა და მილისებრ ჩექმებს, პიჯაკი კი ჯინსებსა და მკაცრ პერანგს.

ამ ზამთრისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება კუბოკრული პალტო ტვიდისგან, თავისუფალი ან ოვერსაიზ დაფარვით. იგი ჰარმონიულად გამოიყურება როგორც ლურჯ ჯინსებთან და ყელიან სვიტრთან, ისე ნებისმიერი სიგრძისა და დაფარვის კაბებთან ან ქვედაბოლოებთან.

ტვიდის უხეში ჩექმები, მორთული ტყავის ქამრებით, შეავსებს თქვენს კლასიკურ ლუქს. ჩაიცვით იგი ტყაპუჭის, საბნისებრ ფუმფულა ქურთუკთან ან მატყლის პალტოსთან ერთად.

მსუბუქი ბლუზა ბაფთა-ჰალსტუხთან ერთად – კიდევ ერთი ტრენდი ამ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. გირჩევთ, ეს მოდელი ჩაიტანოთ შარვალში ან მაღალწელიან ქვედა ბოლოში.

კოკო შანელს ეცვა ქვედა ბოლოები, რომლებიც მთლიანად ფარავდა მუხლებს, რადგან ქალის სხეულის ამ ნაწილს ულამაზოდ მიიჩნევდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მუხლების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა, მიდი სიგრძის კაბები ძალიან მოგვწონს. ასეთი მოდელის ჩაცმა შეიძლება როგორც გასეირნებისას, ისე პაემანსა თუ საქმიან შეხვედრაზე – მთავარია, სწორი ზედა შეარჩიოთ.

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს პატარა შავი კაბა – ამ ნივთის გარეშე ვერც ერთი ქალის გარდერობი ვერ იქნება სრულყოფილი. ასეთი მოდელი მარტივად შევა დრეს-კოდ “კოქტეილში” და არანაკლებ დახვეწილ როლს შეასრულებს ოფისის მკაცრ ლუქში. შავი ფერი შესანიშნავად ერქყმის სხვა ფერებს, მოდური კომბინაციებისთვის მრავალ შესაძლებლობას იძლევა.

სწორედ კოკო შანელის წყალობით გაუჩნდათ ქალებს შესაძლებლობა, ჩაეცვათ შარვალი, რამაც მათი ცხოვრება ბევრად კომფორტული გახადა. დღისით დიზაინერი უპირატესობას ანიჭებდა მოკლე მოდელებს, გასასვლელად კი ირჩევდა საღამოს გრძელ და განიერ შარვლებს.

ამ ზამთრის კიდევ ერთი ტრენდი, რომელზეც თავის დროზე კოკო შანელი გიჟდებოდა. ბამბით ამოვსებული ფეხსაცმელი და ჩანთები დიზაინერის საყვარელი აქსესუარები გახლდათ. თქვენთვის კი ვიპოვეთ ჩექმები თასმით, რომლებიც, რომბისებრი ფიგურების წყალობით, რბილი და ელეგანტური ჩანს. ასეთი წყვილი შესანიშნავი იქნება კოსტუმებთან, კაბებთან და ყოველდღიურ ჯინსებთან ერთადაც.