
ჩვენს ცხოვრებაში თანდათან შემოვიდა აღმოსავლური პრაქტიკა, რომელიც ადამიანის სხეულის აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას ეხება. მედიკამენტების ჩანაცვლება მასაჟით, აკუპუნქტურით, არომათერაპიით ძალიან მაცდური იდეაა. Girl.ge-ს რედაქცია გირჩევთ, სანამ ჯანმრთელობაში უხეშად ჩაერევით, ორგანიზმის ფარული რეზერვები გამოიყენოთ და ბუნებით ჩადებული პოტენციალი აღმოაჩინოთ.
კონფუცის წერტილზე ზემოქმედება მდგომარეობის დარეგულირების და განწყობის გაუმჯობესების ერთ–ერთი მეთოდია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბევრ დაავადებას ფსიქოლოგიური დარღვევები იწვევს. მათ მიეკუთვნება ზედმეტი დატვირთვა და სტრესი.
თანამედროვე ადამიანი მუდმივად სტრესში იმყოფება, ხშირად გაუცნობიერებლად. ადამიანი სხვადასხვა ორგანოების დარღვევას ეკოლოგიას, ასაკს, საკვებს და მავნე ჩვევას მიაწერს, ხოლო სტრესს ყურადღებას არ აქცევს. მედიტაციას და აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ადამიანის სხეულის ერთ–ერთ აქტიურ წერტილს კონფუცის წერტილს უწოდებენ. ის ძალების ადგილად ითვლება და საღ გონებაზეა პასუხისმგებელი.
სად მდებარეობს კონფუცის წერტილი
სანუკვარ წერტილზე ზემოქმედებით ფილოსოფოსის მსგავსად (ვის სახელსაც აქტიური წერტილი ატარებს) განათლებული ვერ გახდებით, თუმცა თავის ტკივილს, შაკიკს მოიშორებთ, მეხსიერებას გაიუმჯობესებთ, უფრო ყურადღებიანი გახდებით, სტრესს გაიქრობთ, მათ შორის ქრონიკულს – ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.
გარდა ამისა, კონფუცის წერტილზე ზემოქმედება მხედველობაზე, ნერვულ სისტემაზე და ნაღვლის ბუშტის მუშაობაზე გავლენას ახდენს.
ამ წერტილის ადგილმდებარეობა ზუსტად რომ განსაზღვროთ, ხელი კისრის უკანა მხარეს დაიდეთ. მნიშვნელოვანია: კონფუცის წერტილზე ზემოქმედება წამყვანი ხელით უნდა მოხდეს (მარჯვენა – მემარჯვენესთვის, მარცხენა – ცაციასთვის).
კისრის უკანა ზედაპირზე, თმის ზრდის ხაზის ოდნავ ქვემოთ, მცირე ღრმული იგრძნობა. სწორედ ეს ღრმული კონფუცის წერტილია.
როგორ გავააქტიუროთ აქტიური წერტილი
აქტიურ წერტილზე ნაზად და უმტკივნეულოდ უნდა იმოქმედოთ. ზეწოლის ძალა უნდა აკონტროლოთ, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
- ცერა ან საჩვენებელი თითის ბალიში კისრის უკანა მხარეს დაიდეთ.
- დანარჩენი თითები და ხელისგული გვერდზე მოათავსეთ, ლოყა და ქვედა ყბა მოიქციეთ (ზეწოლის გარეშე);
- 5 წუთით საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობები გააკეთეთ, კანს ოდნავ დააჭირეთ.
- შეგიძლიათ მოძრაობები გაამრავალფეროვნოთ, წერტილს დააჭირეთ და გაუშვით. მთავარია, უსიამოვნება და ტკივილი არ იგრძნოთ.
გახსოვდეთ, რომ კისერზე მდებარე წერტილები ტვინში სისხლის მიმოქცევაზე, მხედველობაზე, ცხვირზე, შუბლზე, სახის ნერვებზე, ენაზე, ხახაზე, კბილებზე, ხმის იოგებსა და ფარისებრ ჯირკვლებზე არიან პასუხისმგებელნი. კისრის ნებისმიერი ნაწილის მასაჟს დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ.
რაზე ახდენს გავლენას კონფუცის წერტილი
კონფუცის წერტილების რეგულარული თვითმასაჟი 5 წუთით საკმარისია, რომ არტერიული წნევა დაარეგულიროთ, თავის ტკივილი შეამციროთ, ტახიკარდია მოიშოროთ. საკუთარ თავზე მუშაობით ადამიანებმა შეძლეს მხედველობის, სმენის აღდგენა, ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.
კისრის აქტიურ წერტილზე მასაჟი მოსადუნებელი უნდა იყოს და ტკივილს არ იწვევდეს. ძალიან ძლიერი ზეწოლა უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.
შეჯამება
თუ ჩვენთვის უცნობი აღმოსავლური მედიცინის ცოდნას და ტექნიკას არ უგულებელყოფთ, ტონუსს აიმაღლებთ და ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ. კონფუცის წერტილების მასაჟი აისბერგის მხოლოდ წვერია, ერთ–ერთი ყველაზე მარტივი ვარჯიშია. თუ საკითხს უფრო დეტალურად შეისწავლით, საკუთარ თავში უფრო მეტ დაუპყრობელ რეზერვებს აღმოაჩენთ.