
ნუშის ზეთს “სილამაზის ზეთსაც” უწოდებენ, იგი არანაკლებ 8 ათასი წელია გამოიყენება. რა შეუძლია მას? რა არის მისი ასეთი პოპულარობის მიზეზი? Girl.ge-ის რედაქცია ახლა ამ კოსმეტიკურ საკვებ პროდუქტს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
ნუშის ზეთი: თვისებები და გამოყენება
ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ლინოლეურ და ოლეინის მჟავებს, A, F, E და B2 ვიტამინებს, ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, კაროტინებსა და სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. როგორ გამოვიყენოთ იგი? თითქმის ყველანაირად!
1. ქუთუთოების კრემი
ნუშის ზეთს მსუბუქი სტრუქტურა აქვს და არ იწვევს შეშუპებას, ამიტომ, მისი წასმა შეგიძლიათ ქუთუთოების ნაზ კანზეც კი, წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად.
2. სახის ანტიასაკობრივი ზეთი
E ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ნუშის კოსმეტიკური ზეთი შესანიშნავი ალტერნეტივა იქნება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებისა, იგი ათანაბრებს სახის კანს, უბრუნებს მას სიმკვრივესა და ტონუსს, ჭიმავს ოვალს და აახლებს სახის ფერს.
3. ხელის კრემი
ზეთის შემადგენლობაში არსებული A ვიტამინი ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს უარყოფითი გავლენისა და სარეცხი საშუალებების აგრესიული კომპონენტებისგან.
4. მუწუკების საწინააღმდეგო საშუალება
პრობლემური კანის მფლობელებს მოეწონებათ ნუშის ზეთის ანტიბაქტერიული ეფექტი, რომელსაც მის შემადგენლობაში F ვიტამინი უზრუნველყოფს. წაისვით იგი წერტილოვნად, ღამით, დილით კი მუწუკისგან კვალიც არ დარჩება!
5. თმის ზრდის ამაჩქარებელი
შეიზილეთ ნუშის ზეთი თმის ძირებში კვირაში 2-3-ჯერ და მისი ზრდა თითქმის ორჯერ აჩქარდება.
6. დამწვრობის სამკურნალო საშუალება
ნუშის ზეთი კანის თერმული დაზიანებისთვის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა – იგი ხსნის სიწითლეს, ატენიანებს და ამშვიდებს კანს, არ აქვს მნიშვნელობა, ხელი ცხელ ტაფაზე დაიწვით თუ რუჯი ზედმეტი მოგივიდათ.
7. გამწმენდი ლოსიონი
ნუშის ზეთს მსუბუქი სტრუქტურა აქვს, სწრაფად შეიწოვება და შესანიშნავად აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი.
8. ანტიცელულიტური საშუალება
სხეულის კანი გარდაისახება, თუ მას ნუშის ზეთით დაიზელთ: ზედაპირი გათანაბრდება, გამკვრივდება, დაიბრუნებს ელასტიურობას, გაქრება ბორცვები. გარდა ამისა, ნუშის ზეთი აუფერულებს სტრიებსაც.
9. თმის ზეთი
თუ თმის ნიღაბს ნუშის ზეთს შეურევთ და მთელ სიგრძეზე წაისვამთ, შეიხვევთ პირსახოცით და 1 საათით გაიჩერებთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და მცირეოდენი შამპუნით ჩამოიბანთ, თმა დაგლუვდება, შეიძენს ელვარებასა და მოცულობას.
10. გასახდომი საშუალება
1 ს.კ. ნუშის ზეთი დღეში ნაწლავებს გაზებისა და შლაკებისგან გაათავისუფლებს, მუცელი კი გაბრტყელდება.