სექსი, ორსულობა, ვარდნა: 8 ყველაზე პოპულარული სიზმარი და მათი მნიშვნელობა

0
957
photo credit: Getty images

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სიზმრები, რომელთაც მთელი კაცობრიობა ხედავს, ძალიან ხშირად მეორდება ან ერთი და იმავე მოვლენასთან ასოცირდება. კატეგორიებად დაყოფისას აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ დეტალებით განსხვავდებიან. Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ პარაფსიქოლოგ ალენა გეორგიევნას ანალიზს 8 ყველაზე პოპულარული სიზმრის და მათი მნიშვნელობის შესახებ.

თუ გაგიმართლათ და თქვენი სხეული მელატონინზე „მუშაობს“, ეს ორ რამეს მიგანიშნებთ: პირველ რიგში, ყოველ ღამე ლამაზ და საინტერესო სიზმრებს ხედავთ, მეორეც, შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და თქვენდა სასიკეთოდ ახსნათ. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა დღემდე ვერ გაარკვიეს, თუ რატომ უნდა დავხარჯოთ ცხოვრების დიდი წილი ძილზე, ყოველდღე საშუალება გვაქვს პირდაპირ ტვინიდან არა მხოლოდ ლამაზი სურათები, არამედ ნამდვილი განძი მივიღოთ. ხარისხიანად რომ გამოიძინოთ, სწორად უნდა დაიძინოთ, სიზმრები დაიმახსოვროთ და შემდეგ ამის შესაბამისად რეალობა შეცვალოთ, რომ ღამით ნანახმა პრაქტიკული სარგებელი მოგცეთ. როგორ? Girl.ge-ს რედაქცია ახლავე გიამბობთ!

დაფიქრდით, როგორ გძინავთ. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ შეიძლება არასწორად იძინებთ. მშვიდი ძილისთვის სხეულს მთელი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის სწორად ათვისების და აღდგენის საშუალება მიეცით. ამისთვის ნორმალური საძინებელი უნდა გქონდეთ, ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. იდეალურია, თუ მაღალი ხარისხის ორთოპედიული ლეიბი, კარგი ბალიში და საბანი, კომფორტული თეთრეული გაქვთ. ეს აუცილებელია, რომ ძილის დროს სხეული მაქსიმალურად მოდუნდეს და დისკომფორტი არ განიცადოს. ნორმალური საწოლი, სხეულის სწორი პოზა და სასიამოვნო ტემპერატურა საძინებელ ოთახსა  და საბნის ქვეშ 10-15 წლით ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ, ზურგის და კისრის ტკივილს მოგაშორებთ, შაკიკს გააქრობს და ნაადრევ ნაოჭებს თავიდან აგაცილებთ. სხვათა შორის, კოშმარები და სხვა უსიამოვნო სიზმრები მათ აწუხებთ, ვისაც არასწორად ძინავს და დიდხანს დახუთულ ვიწრო შენობაში იმყოფება.

ახლა თავად დაძინების პროცესზე. თუ გსურთ სიზმრები დაიმახსოვროთ და პროცესი აკონტროლოთ, წინასწარ მოემზადეთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე მძიმე, ცხიმიანი საკვები რაციონიდან ამოიღეთ, სინათლის მკვეთრი წყარო ჩააქრეთ და გაჯეტებზე უარი თქვით. მუსიკას მოუსმინეთ, მოდუნდით, წიგნები წაიკითხეთ ან კონცენტრირდით იმაზე, რისი ნახვაც გსურთ. თუ შუაღამით ხშირად გეღვიძებათ ან ფხიზელი ძილი გაქვთ, საწოლთან დღიური და ფანქარი დაიდეთ: მოულოდნელად გაღვიძებისას სიზმრის სწრაფად ჩაწერას შეძლებს. გაანალიზებს შემდეგაც შეძლებთ.

ახლა ცოტა რამ ყველაზე გავრცელებული სიზმრების შესახებ, რომელთაც ღამით ხშირად ვხედავთ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მრავალფეროვანი სიზმრები შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ. ისინი მხოლოდ დეტალებით განსხვავებულნი იქნებიან. უმეტესობა მათგანი ინსტინქტებით ნაკარნახევია ან კულტურული სამართავი პულტით, მოკლედ სიზმრის გაგება მაშინ ხდება, როცა მათ განვიხილავთ.

სიკვდილი

ყველაზე პოპულარული სიზმრების რეიტინგში პირველ ადგილს სიკვდილი იკავებს. თქვენი ან სხვისი, სისხლიანი თუ არც ისე, სწრაფი თუ ნელი – ის გვაშინებს, ცივ ოფლში გაღვიძებას და ცრემლების ფრქვევას გვაიძულებს. ყველაფერი ასეთი საშიშია? ამოისუნთქეთ: სიზმარში სიკვდილის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია, რომელიც რაღაც საქმის დაწყებას და დიდ წარმატებას ჰპირდება მას, ვინც გარდაცვლილი ნახეთ. თუ სიკვდილი დაგესიზმრათ, გიხაროდეთ და ახალ სიცოცხლეს ელოდეთ. რაც უფრო ძლიერ შეგეშინდებათ, მით უფრო სასიამოვნო ცვლილებები გელით. დასახული მიზნისკენ თამამად იარეთ და სირთულეების არ შეგეშინდეთ, რადგან წარმატება თქვენ მხარესაა.

ორსულობა

ეს სიზმარი მეორე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ ასეთი სიზმარი როგორც ქალს, ასევე კაცს შეიძლება დაესიზმროს. სიზმარში ორსულობა ყოველთვის რეალურ ფიზიოლოგიურ პროცესს არ ნიშნავს. ეს ადასტურებს, რომ თავში უკვე დაიბადა აზრი, რომელსაც სასწრაფოდ რეალიზება სჭირდება. თქვენს გენიალურ ფიქრებს გადახედეთ, ერთ–ერთი მათგანი მალე წარმატებას მოგიტანთ.

წყალი

photo credit: Getty images

მესამე ადგილზეა სიზმრები წყლის მონაწილეობით. ზოგი ბანაობს, ზოგიც იხრჩობა, ზოგი უბრალოდ წყალს და მასში საკუთარ ანარეკლს ხედავს. უამრავი ვარიანტია, მაგრამ სიზმარში ნებისმიერი ფორმით წყლის ნახვა თავსატეხს გპირდებათ. დაიმახსოვრეთ, თუ როგორი წყალი ნახეთ, ამაზე სიზმრის ახსნაა დამოკიდებული. სუფთა, გამჭვირვალე, ცისფერი წყალი კარგი ნიშანია. ყველაფერი მოგვარდება და უსიამოვნებები სწრაფად დასრულდება. აი, ბინძური, მჩქეფარე, შავი წყალი გაფრთხილებთ, რომ ფხიზლად იყოთ. ჩვეულებრივ სიზმარი მღვრიე წყლით – ცუდი ნიშანია, გაფრთხილება შესაძლო სირთულეების შესახებ, ანუ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

უმართავი ტრანსპორტით მოგზაურობა

სიზმარი რომელიმე სატრანსპორტო საშუალებით (მანქანა, გემი, თვითმფრინავი – ნებისმიერი) მოგზაურობის შესახებ, რომელსაც არავინ მართავს. ამ დროს თქვენი შეგრძნებები მნიშვნელოვანია. ჩემი ინტერპრეტაციით, ასეთი სიზმარი ამბობს, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები ძალიან სწრაფად ხდება და ეს გაშინებთ. ასეთი სიზმრები უფრო შიშია, ასე რომ რეალობაში ტემპი შეანელეთ და გაანალიზეთ, თუ რა გაშინებთ.

ფრენა და ვარდნა

ხშირად ფანჯრიდან, მაღალი შენობის სახურავიდან ვარდნა ან ლიფტის ჩავარდნა. ასეთი სიზმრები საკუთარი თავის ზრდის საჭიროებასა და დაბრკოლებების გადალახვაზე მეტყველებს. თუ ასეთი სიზმრები გაშინებთ, სამუშაო ურთიერთობებს, კარიერას ან განათლებას ყურადღება მიაქციეთ – რეალურ ცხოვრებაში „მინის ჭერი“ უნდა გაარღვიოთ და თავზე ზემოთ გადახტეთ.

დევნა

photo credit: Getty images

სიზმარში ვინმესგან ან რაღაცისგან გაქცევა ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი მთელი ძალით პრობლემების თავიდან აცილებას ცდილობს. სირთულეები შეიძლება იყოს განსხვავებული: მაგალითად, უბრალოდ დილით სამსახურში ან სასწავლებელში წასვლის სურვილის არ ქონა ან რაღაც უფრო დიდი. თუ თავად ვინმეს დევნით, გამოდის, რომ წარმატების კუდით დაჭერა გსურთ, მაგრამ ვერ ახერხებთ, ანუ დროა, ტაქტიკა შეცვალოთ.

ღალატი

ასეთი სიზმარი რეიტინგში მე–7 ადგილზეა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში დიდ სკანდალებს იწვევს. ხშირად ადამიანი პარტნიორზე ნამდვილად ბრაზდება იმის გამო, რაც დაესიზმრა. თუ ასეთი ხართ, ერთს გეტყვით: შეეშვით. პარტნიორს არაფერი გაუკეთებია და სიზმარში აისახება არა ფარული რეალობა, არამედ ქვეცნობიერის მუშაობა. ასეთი სიზმარი რეალობას ნაკლებად ასახავს და 90% შემთხვევაში თქვენი რეალური ეჭვების პროექციას წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, გესიზმრებათ ის, რაზეც ფიქრობთ და რაზეც თავს იმტრევთ. თუ პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ, უბრალოდ დაელაპარაკეთ და გულახდილი დიალოგი გამართეთ. ისტერიკები კი შეწყვიტეთ.

ცეცხლი

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სიზმარში ცეცხლი საკმაოდ პოპულარულია. ის, როგორც წყალი, სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ხშირად ბედს და გარდაუვალ ცვლილებებს ნიშნავს. ასეთი სიზმარი შეგვიძლია შემდეგნაირად ავხსნათ: ყველაფერი ძველი იწვის და ახალი რეალობა ფერფლიდან იბადება. გაღვიძებისას საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინეთ. რაც უფრო კარგად გრძნობთ თავს, მით უფრო სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ.

თუ თქვენთვის სიზმრების ახსნის სწავლა და ღამით ნანახის დამახსოვრება მნიშვნელოვანია, ეს უნარი თანდათან განავითარეთ. ნელ–ნელა გაიღვიძეთ, თვალები დაუყონებლივ არ გაახილოთ და ყოველდღე ნანახ სიზმარზე იფიქრეთ. დააფიქსირეთ ის, რამაც ემოციები გამოიწვია, და როგორც კი გამოფხიზლებით ფურცელზე ჩამოწერეთ. შედეგის დასაფიქსირებლად ივარჯიშეთ და დაიმახსოვრეთ არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ჩვეულებრივი სიზმრებიც. ასე მათ მართავს შეძლებთ. რეჟისორის როლი მოირგეთ და წინასწარ „შეუკვეთეთ“ ის, რისი ნახვაც გსურთ. დილით ლამაზი დეტალები, სახე, სტილი, ადამიანები და ნივთები წარმოიდგინეთ, აზრობრივად დაუკავშირდით. აუცილებლად ივარჯიშეთ და ყველაფერი გამოგივათ.

დაე, თქვენი ღამის ხილვები გაცნობიერებული, ლამაზი და ფერადი იყოს!