როგორ მოვიშოროთ მუწუკები, ერთხელ და სამუდამოდ

0
1137

დიდი ხნის წინ “გარდატყდით”, თუმცა, კანზე ანთება არ გტოვებთ? Girl.ge-ის რედაქციამ დერმატოკოსმეტოლოგთან გავარკვია, თუ რა იწვევს მუწუკების გაჩენას და როგორ უნდა მოვიშოროთ ისინი სამუდამოდ. გარანტიას გაძლევთ!

“მე რეგულარულად მომმართავენ პაციენტები, რომლებმაც გარდატეხის ასაკი დიდი ხნის წინ მოიტოვეს უკან, მუწუკები კი არ გამქრალა. ზოგიერთ მათგანს კი მხოლოდ 30 წლის ასაკში გაუჩნდა პირველი ანთება კანზე! გვიანი აკნე (acne Tarda) შეიძლება გაჩნდეს როგორც 25, ისე 40 წლის ასაკში და მენოპაუზის პერიოდშიც კი. დღეს ამ თავდასხმას MARSH-სინდრომს უწოდებენ: კომპლექსური მოვლენა, რომლის გამოც კანი ცუდად გამოიყურება:

M – მელაზმა (პიგმენტაციის გაჩენა);

A – აკნე (კომედონები, პაპულები, ჩირქგროვები, ნაწიბურები და პოსტაკნეს ლაქები);

R – როზაცეა (ანთებითი ელემენტები ქონის ჯირკვლების გამო კი არა, სისხლძარღვების გამო ჩნდება, აქვე მოიხსენიებენ კუპეროზს – შესამჩნევ სისხლძარღვოვან ბადეს ლოყებზე ან ცხვირის ფრთებზე, სახის კანის ურყევი სიწითლე);

S – სებორეა, იგივე კანის ზედმეტი ცხიმიანობა (კანზე ჩნდება ქონის ფენა, რაც უშლის უჯრედებს ჟანგბადის მიღებაში და, შედეგად, სქელდება რქოვანი ფენა, იქერცლება კანი, მისი ფერი კი არათანაბარი და დაავადებულია).

H – ჰირსუტიზმი, ანუ სახეზე თმის გაჩენა.

მუწუკები: უბედურების მიზეზი

ხშირად, პრობლემა სქესობრივი ჰორმონების დისბალანსის (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰორმონალური პრეპარატებსი მიღება, საკვები დანამატების ირაციონალური მიღება, დაუბალანსებელი დიეტა და სხვ.) შედეგია. თუმცა, აკნე შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო თერაპიამ, კნტ-ს დაავადებები, ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგია, დისბაქტერიოზი, სტაფილოკოკური ან სტრეფტოკოკური ინფექციები.

ამასთან, მიზეზებიდან ნუ გამორიცხავთ დაბალი ხარისხის საკვებ პროდუქტებსაც (ფასტ ფუდს). პაციენტების უმრავლესობას კანთან დაკავშირებული პრობლემები ჰორმონალური პრეპარატებისა და კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ უჩნდება. სიტუაციას ამწვავებს სტრესი, არასწორი კვება.

ძირითადი პროვოკატორები:

  • ტკბილეული (განსაკუთრებით, შოკოლადი);
  • ცხარე საკვები (აღმოსავლური სამზარეულო), შებოლილი პროდუქტი და ფასტფუდი, მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი;
  • დისბაქტერიოზი;
  • სტრესი და დეპრესიული მდგომარეობა;
  • რუჯი;
  • დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც კომედოგენურ ნივთიერებებს შეიცავს.

დიაგნოსტიკა

სანამ მკურნალობის პროგრამას შეადგენდეთ, ხანდახან საჭიროა კომპლექსური გამოკვლევები, რომლებიც მოიცავს სისხლის ანალიზს სხვადასხვა მაჩვენებლისთვის, კნტ-ს უბგ-სა და სხვა. ხანდახან, საჭიროა ანალიზი დემოდექსის (კანქვეშა ტკიპა, რომელიც სახეზე ცხოვრობს და იწვევს გარეგნულად აკნეს მსგავს გამონაყარს) არსებობაზეც.

თითოეულ შემთხვევაში, კვანძი ინდივიდუალურად უნდა გაიხსნას, მიზეზი უნდა გამოვლინდეს. უკვე გამონაყარის თვისებებისა და არსებული ელემენტების გათვალისწინებით შეიძლება იმის გარკვევა, თუ ორგანიზმის რომელ ნაწილშია პრობლემა. ამის მიხედვით, მოგიწევთ დამატებითი სპეციალისტების მოზიდვაც, იქნება ეს გინეკოლოგი, გასტროენტეროლოგი, ფსიქოლოგი თუ სხვა. მკურნალობაც კომპლექსური უნდა იყოს. არსებობს აკნეს პრობლემასთან ბრძოლის შემუშავებული გეგმები. ნუ დაგავიწყდებათ ერთი ადრინდელი კოსმეტოლოგის ლოზუნგიც “კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სახე ორმხრივი სარკეა”. დაუთმეთ ყურადღება ჯანსაღ და სწორ კვებას.

როგორ მოვიშოროთ აკნე სამუდამოდ

როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ კანს რეგულარულად და სწორად მოუვლით, აკნეს რაოდენობის შემცირებას, ცხიმიანი ელვარების მოშორებასა და კანის ნასვრეტების შესამჩნევად შევიწროებას შეძლებთ.

აკნესა და პიგმენტაციის პრობლემასთან გასამკლავებლად, დერმატოკოსმეტოლოგი გვირჩევს ეფექტურ ინდივიდუალურ რეცეპტურად, რამდენადაც იგი გამოირჩევა იმ მჟავების მაღალი შემცველობით, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდ პროდუქტშიც ვერ იპოვით. თუმცაღა, აფთიაქის საშუალებები სულ არაფერს სჯობს, ისინიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. კრემის ეფექტურობის მნიშვნელოვანი პარამეტრია კანის მდგომარეობის კონტროლი 21 დღის შემდეგ. თუ პროგრესი არ გექნებათ, საშუალება უნდა ჩაანაცვლოთ.

  • ყოველდღიური მოვლა

საღამოობით კანი უნდა გაიწმინდოთ: ჯერ კარგად აიქაფეთ მუსით ან გელით, შემდეგ გაიწმინდეთ ტონიკით.

აუცილებელია დატენიანებაც: აირჩიეთ მატე ან ასტრიგენტული (ნასვრეტების შესავიწროებელი) საშუალება, რომელიც არ შეიცავს ცხიმებს.

  • კვირაში ერთხელ

გაიკეთეთ მუწუკების საწინააღმდეგო ნიღბები თეთრი თიხით, თუთიითა და ფიტოექსტრაქტებით (აშრობს და ათეთრებს კანს, ანიჭებს მატე იერს).

  • ყოველთვიური

გაიწმინდეთ კანი კოსმეტოლოგთან, თვეში ერთხელ.

  • 6 თვეში ერთხელ

მიმართეთ AHA და BHA მჟავების შემცველი პილინგებს, ჰომაჟებს (ფერმენტატული წმენდა), მეზოთერაპიას.