აფახუნეთ და გაფრინდით: 6 ეფექტური საშუალება წამწამების გასაზრდელად

0
1052

=სთოჯინისებრი, არაბუნებრივად ხშირი წამწამები თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება. დღეს დიზაინერები და ბიუთი-ბლოგერები გოგონებს მოუწოდებენ, უფრო კარგად მოუაროთ საკუთარ “მშობლიურ” წამწამებს.

1. ტარამირას ზეთი

ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტი. არაბეთის ქვეყნებში ტარამირას ზეთი გამოიყენება სიმელოტის სამკურნალოდ და თმის, წამწამებისა და წარბების დაზიანებული ბოლქვების აღსადგენად. ჩვენმა გოგონებმა ეს იციან და წარმატებით იყენებენ ზეთს წამწამებისა და წარბების ღეროების გასაზრდელად. ხანმოკლე გამოყენებაც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა: წამწამები გრძელდება, წარბები – ხშირდება. ზოგიერთი გოგონა გვირჩევს უსმის ზეთის რამდენიმე წვეთის ჩამატებას თმის ნიღაბშიც – შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც სალონური პროცედურების შემდეგ გაქვთ ხოლმე. უდავო უპირატესობა – ეს ზეთი “მძინარე” ბოლქვებსაც კი გააღვიძებს.

2. სურმა

სურმა ათასწლეულებით გამოცდილი პროდუქტია. იგი ძველ აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წელს იყო ცნობილი, სწორედ მისი გამოყენებით იკეთებენ ცნობილ აღმოსავლურ ისრებს თვალებზე. გარდა დეკორატიული თვისებებისა, სურმა იდეალურად აძლიერებს წარბებსა და წამწამებს, თმის ფერებს აინტენსიურებს და, როგორც ბუნებრივი ანტისეპტიკი, გამოიყენება კონიუქტივიტისა და თვალის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. არსებობს ორი ვარიანტი: შეიძინოთ იგი ლაინერის(მრავალი ბრენდი აწარმოებს) ან ფხვნილის სახით, ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში.

3. ზეთების “კოქტეილი”

home-made ნიღბების მოყვარულთათვის შესანიშნავი ვარიანტია. უპირობო ლიდერი, რა თქმა უნდა, აბუსალათინის ზეთია. მის შემადგენლობაშია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, პალმიტინის, ლინოლიური, სტეარინის, ოლეინისა და რიცინოლის მჟავები, A და E ვიტამინები. ზეთი არეგულირებს ბოლქვებში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს, ატენიანებს და აძლიერებს თმას, ხელს უშლის მის ცვენას. აბუსალათინის ზეთს პოპულარობით არ ჩამორჩება ნუშისა და რევანდის ზეთები. სცადეთ ასეთი “კოქტეილი”: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ აბუსალათინის, ნუშისა და რევანდის ზეთები. ოდნავ შეათბეთ და წაისვით წამწამებში, შუადან ბოლოებამდე. დატოვეთ რამდენიმე წვეთი წამწამების ძირებში და წარბებზეც. წასასმელად გამოიყენეთ ძველი ტუშის ფუნჯი. ნიღაბი 1 საათზე მეტხანს არ გაიჩეროთ, აუცილებლად ჩამოიბანეთ ძილის წინ.

4. შრატი Eyelash Booster – Pharmatheiss Cosmetics

შრატი ასტიმულირებს წამწამებისა და წარბების ზრდას, მოეწონებათ მათ, ვისაც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებები ურჩევნია ხალხურ მედიცინას, თუმცა, ამასთან, ნატურალურ საშუალებებზეც ვერ ამბობს უარს.

შრატის შემადგენლობაშია უნიკალური ბუსთერ-კომპლექსი, კოფეინი, ჰიალურონის მჟავა, არგინინი და პანთენოლი. სიახლე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას, აძლიერებს თმის ბოლქვებს, ახანგრძლივებს წამწამების სიცოცხლის ციკლს, აძლიერებს პიგმენტაციას და ელასტიურობას ანიჭებს მას. სპეციალური აპლიკატორის გამოყენებით წაისვით ცოტაოდენი საშუალება ზედა ქუთუთოზე, წამწამების ზრდის ზოლის გასწვრივ. მწარმოებელი შესამჩნევ შედეგს გამოყენების დაწყებიდან 30 დღის შემდეგ გვპირდება.

5. წამწამის ზრდის მასტიმულირებელი შრატი Xlash – Almea

მწარმოებლის განცხადებით, საშუალება წამწამებს აძლევს მოცულობას, აგრძელებს, ამუქებს და ახშირებს მათ. Xlash-ის შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომელთაგან თითოეულს გარკვეული დავალება აკისრია. წითელი კორალის ექსტრაქტი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს თმის ბოლქვებს. შავი ბეგქონდრის ექსტრაქტი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მაკრო- და მიკროელემენტებით, რომლებიც ხელს უშლის თმის სიმყიფეს, ანიჭებს მას ელასტიურობას და ამცირებს ცვენას. აღმოსავლური ტუიას ფოთლები ააქტიურებს თმის ზრდას, ვაიდას ფოთლები კი მოცულობას ანიჭებს მას. ხილული შედეგი, მწარმოებლის თქმით, 28 დღეშია მოსალოდნელი.

6. წამწამის ზრდის აქტივატორი Lash Recovery Serum – Elizabeth Arden Pro

ლეგენდარულმა Elizabeth Arden-მა წამწამების ზრდისა და გაძლიერებისთვის თავისი პროდუქტი წარადგინა. შემადგენლობაშია: 3 ლიპოპეპტიდისგან შემდგარი დაპატენტებული კომპლექსი, ალოეს ფოთლების წვენი, პანტენოლი, პროვიტამინი A, Eდა C ვიტამინები. ეფექტი მხოლოდ 2 კვირაშია გარანტირებული, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში: თმის ფოლიკულების სტიმულაცია, წარბებისა და წამწამების ზრდის აჩქარება, მოცულობის გაზრდა. გამოყენება ანალოგიური საშუალებების მსგავსად ხდება: წაისვით ცოტაოდენი აქტივატორი წამწამების ზრდის ზოლზე, შიდა კუთხიდან გარესკენ, დაამუშავეთ წარბების მთელი ზონა. პროცედურა ყოველდღე, ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ. სასიამოვნო ბონუსი – შემადგენლობის ჩამობანა საჭირო არაა.