
სამკუთხედი თქვენ გარშემომყოფი ადამიანები არიან, წრე კი იმას განასახიერებს, თუ როგორ ურთიერთქმედებთ მათთან.
მაშ ასე, Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორი ურთიერთობა გაქვთ გარშემომყოფ ადამიანებთან, მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ ხატავთ წრეს, სამკუთხედთან მიმართებით.
1. წრე სამკუთხედში
ასეთი განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ კეთილი ადამიანი ხართ. კეთილი გული გაქვთ და გარშემომყოფებზე ზრუნავთ. ყოველთვის მზად ხართ, დაეხმაროთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მათაც კი ღიმილით ხვდებით, ვისაც საერთოდ არ იცნობთ.
თქვენს ოჯახსა და მეგობრებს ძალიან უყვარხართ და გაფასებენ. თქვენ წრე სამკუთხედის შუაგულში ჩახატეთ, რაც გვეუბნება, რომ მუდმივად ხალხის გარემოცვაში იმყოფებით. ძალიან კონტაქტური ხართ, თუმცა, საკუთარ პირად ცხოვრებაზე დიდად არ ზრუნავთ.
2. წრე სამკუთხედის წვეროზე
ასეთი განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ მშვიდი, თავდაჯერებული ადამიანი ხართ. წრე სამკუთხედის ზედა წვეროზე დახატეთ? ესე იგი, შესანიშნავად აღიქვამთ თქვენ გარშემო სამყაროს. არ გაურბით გარშეომყოფებთან ურთიერთობას, თუმცა, არც ზედმეტ დაახლოებას ისურვებდით.
თავდაჯერებული და სამსახურზე კონცენტრირებული ხართ. თქვენით ბევრი აღფრთოვანდება, თქვენ ხომ მართლაც საინტერესო საქმით ხართ დაკავებული. მკაფიო პრიორიტეტები გაქვთ და იცით, როგორ იზრუნოთ მათზე. თქვენს გარემოცვაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომლებიც მზად არიან თქვენი იდეების მხარდასაჭერად და თქვენთან ერთად წინსვლისთვის.
3. წრე, დახატული სამკუთხედის გარშემო
ასეთი განლაგების მიხედვით, თქვენში გარშემომყოფებზე ზრუნვის უზარმაზარი სურვილი დევს. მიუხედავად იმისა, რამდენად ახლოს იცნობთ ამა თუ იმ ადამიანს, ყოველთვის მზად ხართ მისი დახმარებისა და დაცვისთვის. საუბარი თქვენს ახლობელზე თუ თითქმის უცნობ ადამიანზეა, თქვენ ყოველთის მზად ხართ მის დასახმარებლად.
თანაც, დასახმარებლად ისე მიისწრაფვით, რომ შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობთ. ერთგვარი მფარველი ანგელოზი ხართ გარშემომყოფებისთვის. ადამიანები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. როცა მათ ლაპარაკით გულის მოოხება სურთ, სწორედ თქვენ ახსენდებით, პირველ რიგში. ძალიან ერთგული ადამიანი ხართ. გარდა ამისა, ბევრზე უფრო გონიერიც ხართ.
4. ნახევარწრე სამკუთხედის წვეროს მიღმა
თუ ფიგურები ასე დახატეთ, ესე იგი, სიცოცხლის მოყვარული ადამაინი ხართ. თქვენ სამეგობრო წრის სული და გული, მამოძრავებელი ძალა ხართ! ყოველთვის უჭერთ გარშემომყოფებს მხარს წამოწყებებში. გარშემომყოფთა წარმატებას თქვენთვის ბედნიერება მოაქვს.
არ გეცნობათ სიტყვა “შური”. ოპტიმისტი ხართ და ნებისმიერ სიტუაციაში ნახავთ რამე კარგს. ადამიანებს ეხმარებით თავდაჯერებულობის ამაღლებაში. ძალიან გაფასებენ.