ზოდიაქოს ნიშნების იღბალი: თქვენი იღბლიანი ქვა, დღე, რიცხვი და ფერი

0
1408

ზოდიაქოს ნიშანი არამხოლოდ თქვენს ხასიათს აღწერს ან გვკარნახობს, ვისთან გამოგვივა საუკეთესო ურთიერთობის აწყობა, არამედ შესანიშნავი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ და საიდან უნდა მიიღოთ დამატებითი იღბალი. Girl.ge-ის რედაქცია დაგეხმარებათ იღბლის მოზიდვაში.

1. ვერძი

მარსის მმართველობის ქვეშ, თქვენ საუკეთესო თვისებებს ავლენთ, როცა შეჯიბრებაში მონაწილეობთ. წარმატებული ხართ სხვადასხვა გამოცდაში და იქ, სადაც დიდ შედეგებზე თამაშობენ. ბოლომდე დაიხარჯეთ და სამყაროც დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტს ცდილობთ, მით უკეთესი იქნება თქვენი შედეგიც.

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ – დაუმეგობრდეთ ქალწულს და გახსნათ საკუთარი ბიზნესი. თქვენი ნიშნები შექმნილია საქმიანი კავშირისთვის.

  • იღბლიანი დღე: სამშაბათი. შესანიშნავი დღეა მომდევნო მიზნების დასახვის, ახალი საქმის წამოწყებისა და რამე საპასუხისმგებლოთი დაკავებისთვის.
  • იღბლიანი თვეები: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.
  • იღბლიანი ციფრები: 1, 9.
  • იღბლიანი ქვა: ბრილიანტი, განსაკუთრებით, თუ იგი მარცხენა ხელზე გიკეთიათ, აყვავებასა და სიმდიდრეს გპირდებათ.
  • იღბლიანი ფერი: წითელი განწყობას ამაღლებს და აძლიერებს სხვებზე პოზიტიურ გავლენას. წითელში ყოველთვის მიმზიდველი და სხვებისთვის შესამჩნევი ხართ.

2. კურო

თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა იმაზე მიუთითებს, რომ თაყვანისმცემლები არასდროს მოგაკლდებათ. ურთიერთობა თავისთავად, მარტივად გეწყობათ, და ყველაზე ბედნიერი ხართ, როცა სულით ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ხვდებით. როცა გეჩვენებათ, რომ სიყვარულში გიმართლებთ – არ გეჩვენებათ, მართლაც გიმართლებთ. კონცენტრირდით თქვენს შემოქმედებით მხარეზე: შესანიშნავი ჩანასახი გაქვთ რაღაც არაჩვეულებრივში, ბევრისთვის ხელმიუწვდომელში დიდ წარმატებას რომ მიაღწიოთ. შეგიძლიათ, თქვენი ნიჭით სერიოზული ფული გააკეთოთ.

სასწორთან და მორიელთან ერთად, შეძლებთ მტკიცე კრეატიული და ბიზნეს-კავშირის შექმნას, რომელიც საერთო იდეალებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული.

  • იღბლიანი დღე: პარასკევი. შესანიშნავი დღე რომანტიკისთვის, ამიტომ აქციეთ იგი თქვენი იდეალური პაემნის დღედ.
  • იღბლიანი თვე: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.
  • იღბლიანი ციფრები: 4, 6.
  • იღბლიანი ქვა: ზურმუხტი – იგი დაგიცავთ ტყუილებისგან, შეყვარების დროს.
  • იღბლიანი ფერი: ღია ცისფერი და ლილისფერი აძლიერებს თქვენს რომანტიკულ ნატურას, იზიდავს შესაფერის პარტნიორს.

3. ტყუპები

თქვენი მმართველი მერკური უკვე გაბედნიერებთ, როცა საქმე ურთიერთობის ნიჭს ეხება. რეალურად, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ნებისმიერ ვინმეს მიჰყიდოთ, თქვენი სხვების დარწმუნების უნარი კი ნამდვილი სუპერძალაა. ყოველთვის შესთავაზეთ სხვებს იდეები, რა სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ისინი. სწორედ ის, თუ რაც ამბობთ და რას ითხოვთ, მოგიტანთ ყველაზე იღბლიან სიტუაციებს.

როცა მშვილდოსანთან გაერთიანდებით, ენერგია ორმაგდება და ასეთი კავშირი ყველაფერს მიაღწევს, თუ საერთო მიზანს იზიარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კავშირი ნამდვილ კატასტროფად იქცევა.

  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი. კვირის დღე, როცა უნდა დაკავდეთ ნეთვორქინგით, გაიცნოთ და დაპატიჟოთ მეგობრები.
  • იღბლიანი თვეები: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი.
  • იღბლიანი ციფრები: 5, 9.
  • იღბლიანი ქვა: აქატი აუმჯობესებს თქვენს მჭერმეტყველებას და გკარნახობთ, როდის რა უნდა თქვათ.

იღბლიანი ფერი: ყვითელი შეეფერება თქვენს ახალგაზრდა, ოპტიმისტურ, უზრუნველ ბუნებას, და იზიდავს სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენს ტალღაზე იმყოფებიან.

4. კირჩხიბი

თქვენს ნიშანს მართავს მთვარე და ყველაზე მაგარი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მთვარის კალენდრის მიხედვით მოქმედებებისა და ძალისხმევის კორექტირება მისი ფაზის შესაბამისად.

თითქმის ექსტრასენსული უნარები გაქვთ და, იღბლიანი შესაძლებლობები რომ გამოიყენოთ, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციასა და შინაგან ხმას.

  • იღბლიანი დღე: ორშაბათი – დრო, როცა საკუთარი მძლავრი ინტუიცია უნდა ჩართოთ. თქვენი ფსიქიკური შესაძლებლობები ამ დღეს პიკს აღწევს, ამიტომ გამოყავით ორშაბათობით დრო მედიტაციისა და ღრმად დაფიქრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიშანს, რომელსაც ამ დღეს თქვენი ქვეცნობიერი გამოგიგზავნით.
  • იღბლიანი თვეები: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.
  • იღბლიანი ციფრები: 3, 7.
  • იღბლიანი ქვა: მარგალიტი – იგი ანეიტრალებს თქვენ გარშემო ნეგატიურ ენერგიას, აგრეთვე, იზიდავს გავლენიან ადამიანებს, რომელთა დახმარება წინ წაგწევთ.
  • იღბლიანი ფერი: ზღვის ტალღისფერი და ვერცხლისფერი – ორივე აძლიერებს თქვენს კავშირს ზღვასა და მის მოქცევით რიტმთან, მოაქვს ჰარმონია და ბალანსი, ხელს უშლის განწყობის მკვეთრ ცვლილებებს.

5. ლომი

თქვენს ნიშანს მართავს მთვარე, სითბოსა და შუქში ცხოვრობთ. მზეზე ყოფნისას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცევით. თქვენ იღბალს მოგზაურობა მოგიტანთ.

თქვენი ურთიერთქმედება მერწყულთან, კარიერული თვალსაზრისით, ვნებისა და ინტელექტის იდეალურ კავშირს გპირდებათ. ასეთ კავშირში ნებისმიერი იდეა უმაღლეს პოტენციალს აღწევს.

  • იღბლიანი დღე: სანამ სხვები კვირაზე წუწუნებენ, თქვენ სიჩქარეს იკრებთ. მიუძღვენით კვირა თქვენი გულის ვნებას და უდიდეს წარმატებას მიაღწევთ.
  • იღბლიანი თვეები: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.
  • იღბლიანი ციფრები: 8, 9.
  • იღბლიანი ქვა: ლალი დაგიცავთ მავნებლობისგან, მოგიტანთსულიერ სიმშვიდეს, როცა ბრაზობთ ან ღიზიანდებით, რაც საკმაოდ ხშირად ხდება.
  • იღბლიანი ფერი: ოქროსფერი და ნარინჯისფერი იზიდავს თქვენს პლანეტას – მზეს – და მოაქვს დამატებითი თავდაჯერებულობა.

6. ქალწული

მერკურით მართულ ნიშანს მძლავრი აღქმის უნარი აქვს. თქვენ ტაეპებს შორის კითხვა ძალგიძთ, თანაც, ძალდაუტანებლად. ყველაზე მეტად მაშინ გიმართლებთ, როცა ამ ნიჭს იყენებთ იმ შესაძლებლობების აღმოსაჩენად, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ.

ფულის კეთება გინდათ? დაურეკეთ ვერძს. მისი ამბიციები და მადა, თქვენს სიმტკიცესა და გულმოდგინებასთან ერთად, მოგცემთ იმის გარანტს, რომ შეუძლებელს მიაღწევთ.

  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი – როცა უნდა ორგანიზდეთ და დაფიქრდეთ წარმატების მიღწევის სტრატეგიებზე. ამ დღეს თქვენი ისედაც სწრაფი ტვინი სრული სიმძლავრით მუშაობს, თქვენ კი მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველების უნარი გიჩნდებათ.
  • იღბლიანი თვეები: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი.
  • იღბლიანი ციფრები: 3, 5.
  • იღბლიანი ქვა: საფირონი დაგიცავთ მოგზაურობის დროს საფრთხისგან და მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს, სახლში ყოფნისას.
  • იღბლიანი ფერი: ლურჯი და მწვანე თქვენს დაუძლეველ და ელეგანტურ პიროვნებას ასახავს.

7. სასწორი

ვენერა, რომელიც გმართავთ, მუდმივად სიყვარულის რეჟიმში გატრიალებთ (ან თქვენ გიყვართ, ან სხვას უყვარხართ). ძალიან გიმართლებთ სიყვარულში და ამ სფეროში სხვებისთვის ეფექტური რჩევის მიცემაც შეგიძლიათ.

როცა ჰაერის სხვა ნიშნებთან ერთიანდებით, თქვენთვის შეუძლებელი აღარაფერია. თუ თქვენს თანდაყოლილ დიპლომატიასა და დარწმუნების უნართან გაერთიანდებით, სამყაროს გადატრიალებას შეძლებთ.

  • იღბლიანი დღე: პარასკევი – თქვენი დღეა არსებულის გაძლიერებისა და ახალი ურთიერთობების პოვნისთვის.
  • იღბლიანი თვეები: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, ნოემბერი.
  • იღბლიანი ციფრი: 6, 9.
  • იღბლიანი ქვა: ოპალი იზიდავს ფულს და გიცავთ სხვების შურისა და ბოღმისგან.
  • იღბლიანი ფერი: ლურჯი და ლავანდისფერი ქმნის მშვიდ განწყობას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის, თავი უკეთ რომ იგრძნოთ.

8. მორიელი

შეგიძლიათ, მიაღწიოთ ყველაფერს, რისკენაც მიისწრაფვით. თქვენ დაბადებიდან ლიდერი ხართ. როცა საკუთარი მიზნების რეალიზაციაზე კონცენტრირდებით, თავად ქმნით საკუთარ იღბალს – წმინდა ნებისყოფას.

  • იღბლიანი დღე: ორშაბათს უნდა გააფართოვოთ ჰორიზონტები, კონცენტრირდეთ მთავარზე და დაგეგმოთ მკაფიო ნაბიჯები მიზნის მისაღწევად.
  • იღბლიანი თვეები: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.
  • იღბლიანი ციფრი: 2, 4.
  • იღბლიანი ქვა: ტოპაზი დაფიცავთ ყველასგან, ვინც არ ზრუნავს თქვენს ინტერესებზე.
  • იღბლიანი ფერი: მუქი ჟოლოსფერი და შინდისფერი – თქვენი ძლიერი ფერებია, თან ატარეთ და იგრძენით, როგორ მართავთ სამყაროს.

9. მშვილდოსანი

ვარსკვლავურ ნიშნებს შორის, თქვენ ყველაზე იღბლიანი ხართ! იუპიტერით მართული კენტავრი განასახიერებს იღბალს, ფლობთ ბუნებრივ, სპონტანურ და მოხერხებულ პიროვნებას. რისკისადმი უფრო ძლიერ ხართ მიდრეკილი, ვიდრე სხვა დანარჩენი ნიშნები.

  • იღბლიანი დღე: ხუთშაბათი – შესაფერისი დღეა ახალი წამოწყებებისთვის, იღბალი თან დაჰყვება ყველაფერს, რასაც ამ დღეს წამოიწყებთ.
  • იღბლიანი თვე: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი.
  • იღბლიანი ციფრები: 5, 7.
  • იღბლიანი ქვა: ფირუზი მოიზიდავს სიყვარულს, აგრეთვე, გახსნის თქვენს ექსტრასენსორულ შესაძლებლობებსა და ნათელმხილველობის უნარს.
  • იღბლიანი ფერი: იისფერი – მკვეთრი, გამბედავი ფერი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს სითამამეს.

10. თხის რქა

იმაზე მეტად გიმართლებთ, ვიდრე გგონიათ, რადგან თქვენი ამბიციები და სიმტკიცე თავად უყრიან იღბალს საფუძველს. რეალისტი ხართ და იცით, რომ, რაც მეტ შესაძლებლობაზე წვდომას მისცემთ საკუთარ თავს, მით უფრო წარმატებით დასრულდება ყველაფერი.

  • იღბლიანი დღე: შაბათი ის დღეა, როცა სიყვარულში გიმართლებთ და ახალი ურთიერთობები ყალიბდება ან ძლიერდება არსებული. თქვენ კომპანიის სული და გული ხართ, ეს თქვენი ის მხარეა, რომელიც ხშირად უნდა გამოავლინოთ.
  • იღბლიანი თვეები: აპრილი, ივლისი, ოქტომბერი, იანვარი.
  • იღბლიანი ციფრები: 2, 8.
  • იღბლიანი ქვა: ძოწი აძლიერებს თქვენს თვითშეფასებას და იზიდავს საჭირო ადამიანებს.
  • იღბლიანი ფერი: მუქი მწვანე და ყავისფერი – მიწის ფერები, რომლებიც თქვენს სტიქიას მოიცავენ, შეეფერება თქვენს ჩაფიქრებულ აურას და თავს გაწონასწორებულად გაგრძნობინებთ.

11. მერწყული

თქვენი უნარი, დაინახოთ მიმდინარე მოვლენის სრული სურათი, და სურვილი, დაიცვათ კაცობრიობა, გაქცევთ იღბლიან ადამიანად, რომელსაც შეუძლია, ბევრი დრო და ძალა დაუთმოს ქველმოქმედებას, პლანეტის გადასარჩენ პროგრამებს, ამ საქციელით კი ენერგიას ივსებს.

ლომთან ერთად გაცილებით მეტს მიაღწევთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზოდიაქალური დუეტი. ინტელექტი ხვდება ვნებას, ლოგიკა – დარწმუნების უნარს. თქვენ ერთმანეთის საუკეთესო მხარეებს გამოაჩენთ და მთებს გადადგამთ!

  • იღბლიანი დღე: ოთხშაბათი თქვენი დღეა. ამ დღეს იდეალური იქნება იდეების გაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.
  • იღბლიანი თვეები: მაისი, აგვისტო, ნოემბერი, თებერვალი.
  • იღბლიანი ციფრი: 1, 7.
  • იღბლიანი ქვა: ამეთვისტო ათბობს თქვენს გულს და გეხმარებათ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ერთმანეთით აღტაცებაში.
  • იღბლიანი ფერი: ელექტრონული ცისფერი იმდენადვე მკვეთრი და ნათელია, როგორც თქვენი ინტელექტუალური შეხედულება სამყაროზე.

12. თევზები

ნეპტუნი ყველაზე მისტიკური და ჯადოსნური პლანეტაა, რომელიც თქვენს ნიშანს მართავს და თქვენც საუკეთესო ხართ ყველაფერში, რაც ინტუიციასა და ინსტინქტებს ეხება. საკუთარი ინტუიციის მინდობით, თქვენ ყოველთვის პოულობთ სწორ გზას. წყლისადმი ბუნებრივი მიზიდულობა გაქვთ, ამიტომ, ნებისმიერი წამოწყება, კარიერა თუ თავგადასავალი, რომელიც წყალს უკავშირდება, თქვენთვის იღბლიანი გამოდგება ხოლმე. მინიშნება: პლაჟზე აგებული პატარა სახლი თავს თქვენს სტიქიაში გაგრძნობინებთ.

  • იღბლიანი დღე: პარასკევი იდეალური დღეა შემოქმედებითი, შთამაგონებელი და მხიარული საქმის დასაწყებად.
  • იღბლიანი თვეები: ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი, მარტი.
  • იღბლიანი ციფრები: 2, 6.
  • იღბლიანი ქვა: აქვამარინი ორმაგ მიზანს ემსახურება – გიცავთ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს და აძლიერებს თქვენს ფსიქიკურ შესაძლებლობებს.
  • იღბლიანი ფერი: ღია მწვანე და ფირუზისფერი ჰარმონიას ამყარებს თქვენს წყლის, თითქოს ოკეანეში ჩაძირულ ბუნებასთან.