მზე თევზებში: ძალიან წარმატებული პერიოდი სიყვარულისა და გამდიდრებისთვის

0
1067

18 თებერვალს მზე ზოდიაქოს ბოლო ნიშანში – თევზებში გადავიდა, რაც სიმშვიდესა და სიგრილეს გვპირდება, თითქოს, ზაფხულის თბილ დღეს უეცრად ყევლა აუზში აღმოვჩნდით. ეს პერიოდი იდეალურია ურთიერთობების ასაწყობად, ახალი პროექტების წამოსაწყებად და მომავლის დასაგეგმავად. როგორ უნდა გამოიყენონ ზოდიაქოს ნიშნებმა ეს თვე საუკეთესოდ, 20 მარტამდე?

თევზები ზოდიაქოს ყველაზე ცვალებადი ნიშანია, წყლის სტიქიიდან. თევზები ნიშნავს მოქნილობას, ცვლილებებთან შეგუების უნარს, ემოციურობას, ინტუიციასა და სიღრმეს. ამასთან, იგი პრეტენზიული და ზედმეტად ემოციურია. ამიტომ, უახლოესი თვე მოგიწოდებთ, თევზებს მიჰბაძოთ: ხშირად გაეხსენით სხვებს (საკუთარ თავსაც), ნუ შეუშინდებით ემოციების გამოვლინებას, ნურც სხვა ადამიანების ემოციების შეგეშინდებათ.

მზე თევზებში ნიშნავს, რომ მომავალი თვე დაუჯერებლად შესაფერისი დროა რომანტიკისა და შემოქმედებისთვის, თევზები ხომ, გარდა ჩამოთვლილისა, მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული ნიშანია. თქვენი საკუთარი ნიშნის თავისებურებების მიუხედავად, შეგიძლიათ, თევზების ენერგია რომანტიკული სიყვარულის საპოვნელად, პირადი ცხოვრების დასალაგებლად, შემოქმედების ნებისმიერი გამოვლინებისთვის, იქნება ეს მუსიკა, პოეზია, გამომგონებლობა, ყველაფერი კარგად გამოგივათ და ენერგიით აგავსებთ. ამასთან, ეს დრო უნდა გამოიყენოთ ახლობლებთან და მეგობრებთან ემოციური კავშირების გასაღრმავებლად.

Girl.ge-ის რედაქცია ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეტყვის, რას უნდა ელოდონ ამ თვისგან.

1. ვერძი

ძალიან მარტივად გატაცებადი ადამიანი ხართ, მარტივად იწყებთ ახალ პროექტებსა და ურთიერთობებს, თუმცა, ბოლომდე არც ერთი მიგყავთ? ყოველთვის არა. რას ვიზამთ, თევზებში მზის პერიოდი დაგიბრუნებთ ყველა დაუსრულებელ პროექტსა და ურთიერთობას, რათა შეძლოთ მათი კიდევ ერთხელ გადახედვა და დატოვება ან შეწყვეტა. თქვენთვის ეს ძალიან ემოციური პერიოდი იქნება, თუმცა, სანამ რაღაც ახალს მოჰკიდებთ ხელს, დაასრულეთ ძველი საქმეები. გახსოვდეთ ეს, არ იჩქაროთ.

2. კურო

მზად ხართ, საკუთარ სოციალურ ცხოვრებას მტვერი გადაწმინდოთ? ამ პერიოდში ვარსკვლავებმა მოგიმზადეს უამრავი მკვეთრი, უჩვეულო ემოცია, თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ, არ გაუყოთ ისინი გარშემომყოფებს. ნამდვილ ლოკომოტივად იქცევით, თქვენი გარემოცვა ენერგიას გაჩუქებთ, თქვენ კი ყველას სულ წინ და წინ წაწევთ, შთააგონებთ. გიხარიათ და მხიარულობთ, ეს თქვენთვის არაჩვეულებრივი დროა.

3. ტყუპები

რაზე ოცნებობთ? როგორია თქვენი ამბიციური მიზნები? რა მოსდის თქვენს რეპუტაციას და საჭიროა თუ არა მისი გაუმჯობესება? თევზებში მზის პერიოდი თქვენთვის შესანიშნავი დროა კარიერული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი დაწინაურების მოსაპოვებლად. გამოიყენეთ მთელი თქვენი შემოქმედებითი ენერგია სხვების დასაძლევად და მწვერვალზე ასასვლელად.

4. კირჩხიბი

თევზების მსგავსად, თქვენც წყლის ემოციური ნიშანი ხართ, ამიტომ, ამ პერიოდში თავს საკუთარ ტყავში იგრძნობთ. ცოტათი უფრო მეტად ჩაკეტილი ხართ, ვიდრე თევზები, თუმცა, ეს თვე დაგეხმარებათ საკუთარი ბაქნიდან გამოძვრომაში. თქვენი ცხოვრება ამ პერიოდში ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა (დიახ, მაშინაც კი, თუ მის სახლში გატარებას აპირებდით).

5. ლომი

თქვენი ნატალური რუკის ზონა, რომელიც მართავს სიახლოვეს, სწორე ახლა გააქტიურდება. ეს პერიოდი თქვენთვის მიმართულია ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირების აღდგენისა და დალაგებისკენ. თქვენი პირადი ცხოვრება ცეცხლში გამოიწრთობა, პარტნიორთან ემოციური კავშირი (იქნება ეს მუდმივი თუ წამიერი გატაცება) ძალიან გაღრმავება.

6. ქალწული

თქვენთვის ამ პერიოდში გააქტიურდება ზონა, რომელიც პასუხს აგებს ნათესავებთან, მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთკავშირზე. თუ დაქალთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რაღაც ახლის წამოწყება გსურთ, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. უბრალოდ დაელოდეთ 20 თებერვალს – რეტროგრადიული მერკურის პერიოდის დასრულებას.

7. სასწორი

ამ თვეში თქვენი პრიორიტეტი კარიერა იქნება. თქვენი გრაფიკი იმდენად გადავსებულია, რომ, ერთი შეხედვით, სხვა არაფრისთვის გრჩებათ დრო. არ იდარდოთ, შეგიძლიათ, კოლეგებთან შეთანხმდეთ და დასახულ მიზანს მიაღწიოთ. როცა სამსახურის საქმეები, ასე თუ ისე, შემცირდება, შენიშნავთ, რომ სხვა სფეროებშიც კარგად მიდის ყველაფერი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვევები და გრაფიკი, რომელსაც ახლა საკუთარ თავს შეუდგენთ, დიდხანს შენარჩუნდება.

8. მორიელი

სიყვარული უბრალოდ თქვენ გარშემო, ჰაერში ტრიალებს. თევზებში მზის პერიოდი მორიელისთვის ყოველთვის სიამოვნების სეზონია. მზე თქვენს ნატალურ რუკაზე იმ მონაკვეთს ააქტიურებს, რომლებიც პასუხს აგებს რომანტიკაზე, სექსსა და მხიარულებაზე. მართალია, ახლა თევზების პერიოდია, ამ შოუს ვარსკვლავი ნამდვილად იქნებით. ფლირტს ეძებთ, ინტრიგას თუ სერიოზულ ურთიერთობებს, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთ. იბრწყინეთ!

9. მშვილდოსანი

თევზების მიმდინარე წყლის ატმოსფერო თხემით ტერფამდე დაგფარავთ უახლოეს თვეში. მიჩვეული ხართ ექსტრავერტულობას, ექსპრესიულობას, მუდმივ მოძრაობას, თუმცა, ამ პერიოდში უბრალოდ პაუზას დააჭირეთ და მოდუნდით. ჩვეულებრივზე უფრო ჩაკეტილი გახდებით, საშინაო ცხოვრება და ახლობლებთან ურთიერთობა კი უახლოეს თვეში თქვენს პრიორიტეტად იქცევა. უბრალოდ ამოისუნთქე, მშვილდოსანო! მოიკრიბეთ ძალები, 1 თვეში ხომ მზე ვერძის ნიშანში გადავა, ამ მომენტისთვის კი ძალებით სავსე უნდა იყოთ, ცეცხლი რომ დაანთოთ, როგორც შეგეფერებათ.

10. თხის რქა

მთელი თქვენი გარეგანი სიმკაცრისა და სერიოზულობის მიუხედავად, თქვენში ცხელი გული ცემს. ეს თვე საუკეთესო იქნება იმისთვის, რომ ცოტათი ნაკლებად რაციონარი და უფრო რომანტიკული, მგრძნობიარე გახდეთ. ამ პერიოდში იაზრებთ ურთიერთობაში ემოციის მთელ მნიშვნელობას და შეწყვეტთ გარშემომყოფებთან მხოლოდ რაციონალურ დონეზე ურთიერთქმედებას. როცა თქვენს ძველ და ახალ ურთიერთობებს ემოციური კავშირების გადმოსახედიდან გადახედავთ, ახალ დონეს მიაღწევთ.

11. მერწყული

რამდენადაც მერწყულის ნიშანში დღემდე მიმდინარეობს პლანეტათა ნამდვილი აღლუმი, თქვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს დაუჯერებელი ცვლილებები და გადატრიალებები. თუმცა, სულ რამდენიმე კვირაში, ტემპი შენელდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით. გადახედეთ პროექტებსა და ახალ კონტაქტებს, რომლებიც წინა თვეში დაგეგმეთ, გაარკვიეთ, რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, დანარჩენები კი უბრალოდ გვერდზე გადადეთ.

12. თევზები

ვარსკვლავები თქვენს პატივსაცემად მღერიან! ეს აბსოლურუტად თქვენი დროა, მთელი სამყარო თქვენ ფეხქვეშაა. ახალი ურთიერთობები, პროექტები, იდეები – დაიწყეთ ის, რისთვისაც ხელის მოკიდება მართლა გნებავთ. იმოქმედეთ! ბოლოს და ბოლოს, მზე თქვენს ნიშანში მხოლოდ წელიწადში ერთხეაა. ცვლილებებისა და განახლებებისთვის საუკეთესო დროა, ამიტომ საქმეს შეუდექით.