მორიელი შეგიყვარდათ: გაქვთ თუ არა რომანის შანსი, თუ ჰოროსკოპით შეუთავსებელი ხართ

0
521
Getty images

მათთვის, ვინც ნატალურ რუკებსა და ნიშნებს შორის ურთიერთობას ყურადღებას აქცევს, ახალ ნაცნობთან ასტროლოგიური შეუთავსებლობა მასზე ხელის ჩაქნევის მიზეზად შეიძლება იქცეს. “ამ ნიშნებთან არაფერი გამომივა!” დაიცა, საქმე ასე მარტივად და ცუდად ხომ არაა. იქნებ, ეს ახალი, ზოდიაქოთი შეუთავსებელი ადამიანი თქვენს ყველაზე დასამახსოვრებელ თავგადასავლად იქცეს.

მაშ ასე, გაიცანით სიმპათიური ბიჭი. პირველი პაემანი კარგად დამთავრდა. მას შემდეგ დაიწყეთ მისი სოციალური კედლების შესწავლა, იმის გასაგებად, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს წარმოადგენს და… მორჩა, ურთიერთობა არ შედგება, რადგან თქვენი ნიშნები ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის და კარგი არაფერი გელით. მისი დაბლოკვა და დავიწყება მოგინდათ? ნუ იჩქარებთ, მოდით, ასე მოვიქცეთ…

1. სთხოვეთ დედასთან ლაპარაკი

დიახ, უცნაურად ჟღერს, თუმცა, თქვენს ნიშნებს შორის ძალების განლაგების რეალური გამოსახულება რომ შექმნათ, გჭირდებათ ნატალური რუკა, ესე იგი, ზუსტად უნდა იცოდეთ მისი დაბადების ზუსტი დრო და ადგილი. ნუ შემოუვლით, პირდაპირ სთხოვეთ.

2. დააკვირდით კანონზომიერებას

დახედეთ პლანეტების განლაგებას რუკაზე: მზე მის გარეგნულ უპირატესობებზე მეტყველებს, მთვარე მართავს მის ემოციებს, მერკური – კომუნიკაციას, ვენერა კი სიყვარულსა და ფასეულობებს, მარსი მისი სექსუალური პოტენციალის სიმბოლოა. ყურადღება მიაქციეთ, რომელ ნიშანშია თითოეული პლანეტა და როგორ ურთიერთქმედებენ ისინი თქვენს კარტაზე არსებულ პლანეტებთან და ნიშნებთან. როგორც წესი, ცეცხლოვანი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაეროვანი (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს, ხოლო მიწისა (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) სტიქიის ნიშნებს ერთმანეთთან სპეციფიკურ ურთიერთობა აქვთ.

3. შეეგუეთ, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება

თქვენს რუკებზე ნამდვილად აღმოჩნდება მონაკვეთები, რომლებიც თავსებადობაზე დადებენ თავს (მთვარისა და ვენერას ნებისმიერი შეთავსება განსაკუთრებულ რომანტიკულ ურთიერთობას გიწინასწარმეტყველებთ), ხოლო სხვები, პირიქით (მაგალითად, მერკური და მარსი კონფრონტაციაში აღმოჩნდებიან). თუმცა, უნდა გაიგოთ, რომ ასტროლოგიაში ნიშნებს შორის გარკვეულ კონფლიქტს მაინცდამაინც უარყოფითი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი დაძაბულობა შეიძლება თითოეული თქვენგანის იმპულსაც იქცეს, რაც ორივეს უკეთესობისკენ შეგცვლით. იფიქრეთ ამაზე.

4. დამშვიდდით

მაშინაც კი, თუ თავსებადობა არც ისეთი კარგი ჩანს, ნუ შეშინდებით. მოიმარაგეთ ემპათია, რამდენადაც იდეალურად ზუსტად შეთავსებული ნატალური რუკებიც კი ვერ გაშიფრავს ადამიანთა ბედისწერის გადაკვეთის ყველა ნიუანსს. ბოლოს და ბოლოს, ასტროლოგია ხომ ურთიერთგაგებაა. თუ ერთმანეთს გაუგებთ და იგრძნობთ, მიუხედავად თქვენი პლანეტებისა და ნიშნების განლაგებისა, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, ეს თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი ურთიერთობა იქნება.