ტესტი: ჯადოსნური მელია გიწინასწარმეტყველებთ

0
1148

რა გელით მომავალში? ამ კითხვაზე პასუხის მიღება დღესვე შეგიძლიათ. უბრალოდ გაიარეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული სურათებიანი ტესტი. სულ რამდენიმე წუთია საჭირო წინასწარმეტყველების მისაღებად.

როგორ უნდა გაიაროთ ტესტი სწორად? მოდუნდით და ეცადეთ, ყურადღება არ გაგეფანტოთ. განდევნეთ უცხო აზრები და ყურადღება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ნახატზე მოიკრიბეთ.ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ გაუაზრებლად ვირჩევთ ნახატს, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება ჩვენს უახლოეს მომავალს. სწორედ ეს იქნება თქვენი წინასწარმეტყველება. თქვენ წინაშეა მელიების 4 სურათი. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ნუ იფიქრებთ ძალიან დიდხანს. სწორია პირველი გამოსახულება, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო.

  1. პირველი მელია გვეუბნება, რომ პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. თუ მარტოელა ხართ, უახლოეს მომავალში თქვენი გულის დაპყრობის ერთბაშად რამდენიმე მსურველი გაჩნდება. არ იჩქაროთ მათ მკლავებში მოქცევა. უნდა მიხვდეთ, ვის უნდა ენდოთ და ვის არა. შეიძლება დაგაბნიონ ან ტყუილის მსხვერპლად გაქციონ.
  2. თუ მეორე მელია აირჩიეთ, თქვენი არჩევანი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ კარიერულ საფეხურზე წინსვლა გელით. ელოდეთ მნიშვნელოვან დაწინაურებას ან ხელფასის გაზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურთან დაკავშირებული სასიამოვნო ცვლილებები გელით. თქვენ შეძლებთ საუკეთესო თვისებების (შრომისმოყვარეობის, კეთილისმსურველობის, ოპტიმიზმის) გამოვლენას.
  3. მესამე მელია მოგეწონათ, უახლოეს მომავალში ახალი ნაცნობობა გელით. საუკეთესო მეგობარს გაიჩენთ. სწორედ ის იქცევა თქვენს საყურდენად და ყველა წამოწყებაში დაგიჭერთ მხარს. აუცილებლად გაგიმართლებთ!
  4. მეოთხე მელია აირჩიეთ? მალე ძლიერი გრძნობა დაგატყდებათ თავს, ეს შეიძლება იყოს სიყვარული ან მიჯაჭვულობა. ახალ ადამიანს იმდენად მიეჯაჭვებით, რომ ვერ შეძლებთ მასთან ურთიერთობაზე უარის თქმას. თუმცა, ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი განსაცდელი გელით. ყველა უსიამოვნებას ერთად გადალახავთ. ბედისწერას უყვარს ბედნიერი ადამიანები.