
ალცჰაიმერის დაავადება სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხანში შესულ ადამიანებს აწუხებთ, ახალგაზრდებში იშვიათად გვხვდება, თავად პრობლემა კი ტვინის მუშაობის დარღვევას მოიაზრებს, ანუ, ჩნდება მეხსიერებასთან, ინფორმაციის აღქმასა და დამახსოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ამ სტატიაში Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოავლინოთ პრობლემის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილება ან მისი დასაწყისი.
ყველაზე ოპტიმალურია ციფრებისა და ბგერების ტესტი, ამიტომ, მე მათ გამოვიყენებ. სტატიის ბოლოს გეტყვით, რამდენ ხანში უნდა შეგესრულებინათ ტესტი და როგორ უნდა ამოვიცნოთ სახიფათო სიგნალი.
მნიშვნელოვანი წესი: არ გამოიყენოთ ისარი ან თითი, თვალებით იპოვეთ!
1. იპოვეთ ციფრი 0
2. იპოვეთ ძახილის ნიშანი
3. იპოვეთ ასო И
4. იპოვეთ ასო С
5. დახატეთ გეომეტრიული ფიგურები
აი, ის 5 კითხვა, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ამოიცნობს პრობლემას.
ახლა კი შედეგებში გავერკვეთ:
- ციფრებისა და ასოების ტესტები მიემართება კონცენტრაციასა და ყურადღებას, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, სწორედ კონცენტრაციასა და ყურადღებასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ.
- 1-3 პუნქტი მარტივ დავალებებს მოიცავს, რომლებიც 40-60 წამში უნდა შესრულდეს, თუ ეს მეტ დროს გართმევთ, არსებობს გარკვეული რისკი.
- მე-4 პუნქტი, ისევ ასო-ბგერების ტესტი, უფრო რთულია, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს 60-80 წამი შეიძლება დასჭირდეს, მეტი არა.
- მე-5 პუნქტში უნდა დახატოთ გეომეტრიული ფიგურები, შედეგი კი 3 ფაქტორით განისაზღვრება: 1) უნდა გამოსახოთ ყველა ფიგურა. 2) ფიგურის ზოლები თანასწორი უნდა იყოს. 3) ფიგურები სწორად უნდა იყოს გამოსახული და იმ თანმიმდევრობით, როგორიც სურათზეა მოცემული. საშუალოდ, ეს ტესტი 5 წუთს წაგართმევთ. თუ მეტი დრო დაგჭირდათ, ესე იგი, პრობლემა არსებობს.